დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
განცხადებები

 

22 მარტს დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ექნება საშუალება ჩაიტაროს С ჰეპატიტის უფასო სკრინინგი
20 მარ 2017
 

დმანისის მუნიციპალიტეტი ავრცელებს ინფორმაციას

დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საყურადღებოდ! 
მიმდინარე წლის 22 მარტს დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ექნება საშუალება ჩაიტაროს С ჰეპატიტის უფასო სკრინინგი - ლაბორატორიული გამოკვლევა.
მობილური ლაბორატორია განთავსდება დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი დმანისი - ვარდისუბნის ამბულატორიის შენობასთან 12 საათიდან და ნებისმიერ მოქალაქეს ექნება საშუალება ჩაიტაროს С ჰეპატიტის უფასო სკრინინგი. 
აღნიშნული აქტივობა ხორციელდება С ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, დმანისის მუნიციპალიტეტისა და ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელშეწყობით.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4758
 
 
 
განცხადებები
აპრ 23 სამ 2024
3707
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები