დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
განცხადებები

 

საქართველოს მოხალისე
20 აპრ 2017
 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო იწყებს „მოხალისეობის განვითარების პროგრამის საქართველოს მოხალისე“-ს განხორციელებას, რომელსაც საფუძვლად უდევს საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა.

პროგრამის მიზანია მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერება, მოხალისეთა ერთიანი ქსელის შექმნა, ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობის პოპულარიზაცია, საზოგადოების საკეთილდღეოდ, საკუთარი ნების საფუძველზე უანგარო შრომის იდეის პოპულარიზაცია. 
პროგრამის ფარგლებში საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში კონკურსის საფუძველზე შეირჩევა 128 მოტივირებული 17 -დან 25 წლამდე მოხალისე, 2 მოხალისე თითო მუნიცილაპიტეტიდან. შერჩეული ახალგაზრდები ერთი წლის ვადით მიიღებენ „საქართველოს მოხალისის" სტატუსს.

შერჩეული ახალგაზრდები ივნისის თვეში გაივლიან მოხალისეობის თემასთან დაკავშირებულ მოსამზადებელ 5 დღიან ტრენინგ-სემინარს (ტრენინგ-სემინარის გამართვის ზუსტ დროს და ადგილს დამატებით გაცნობებთ მოგვიანებით) და წლის ბოლომდე მიიღებენ "საქართველოს მოხალისის" სტატუსს.

პროგრამაში მონაწილე მოხალისეებს საშუალება ექნებათ:
გაიარონ 5 დღიანი ტრენინგ-სემინარი;
მონაწილეობა მიიღონ სამინისტროს ეგიდით გამართულ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში;
ჩაერთონ საერთაშორისო მოხალისეობრივ პროექტებში (European Voluntary Service);
გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ წლის საუკეთესო მოხალისეები.

ფინანსური უზრუნველყოფა:
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო აფინანსებს პროექტ „საქართველოს მოხალისის“ შემდეგ კომპონენტებს: 
მოხალისეთა ტრენინგ-სემინარზე მონაწილეების განთავსება და სამჯერადი კვება;
მოხალისეთა სატრენინგო მომსახურება;
მოხალისეთა ტრენინგ-სემინარზე ტრანსპორტირება (რეგიონული ცენტრებიდან)

„საქართველოს მოხალისეებისათვის“ საქართველოს 10 რეგიონში 10 მოხალისეობრივი პროექტის დაფინანსება „მე მოხალისე აქტიური მოქალაქე“ კამპანიის ფარგლებში. 
პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატებმა კონკურსის პირველ ეტაპზე რეგისტრაცია უნდა გაიარონ http://youth.gov.ge/home 20 აპრილიდან 20 მაისის ჩათვლით. კონკურსის მეორე ეტაპზე გადავლენ სააპლიკაციო ფორმების საფუძველზე შერჩეული კანდიდატები.

კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან მოხდება გასაუბრება, რის შედეგადაც თითოეულ მუნიციპალიტეტში გამოვლინდება 2 გამარჯვებული.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3776
 
 
 
განცხადებები
აპრ 23 სამ 2024
3707
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები