დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
განცხადებები

 

დმანისში, 25–27 სექტემბერს გაიმართება ,,სვანური ჭიდაობის ფესტივალი’’
 
დმანისში, 25–27 სექტემბერს გაიმართება ,,სვანური ჭიდაობის ფესტივალი’’
პროექტ ,,ტრადიცია–ეროვნული საგანძურის’’ ფარგლებში, დმანისში, 25–27 სექტემბერს გაიმართება ,,სვანური ჭიდაობის ფესტივალი’’. ფესტივალის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პირველი ევროპელი’’. პროექტი ხორციელდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებითა და დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით. 25, 26 და 27 სექტემბერს დმანისი საფესტივალო ქალაქად გადაიქცევა და უამრავ სტუმარს უმასპინძლებს. I დღე ( 25 სექტემბერი) 18 სთ – ფესტივალის საზეიმო გახსნა. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი და მოწვეული ფოლკლორულ–ქორეოგრაფიული ანსამბლები. II დღე (26 სექტემბერი) 12 სთ – გაიმართება შეჯიბრება საქართველოს 7 რაიონის სასპორტო სკოლის აღსაზრდელთა მონაწილეობით: დმანისის, მარნეულის, ბოლნისის, წალკის, გარდაბნის, ლენტეხისა და მესტიის სასპორტო სკოლებში ფესტივალისთვის აქტიური მზადება მიმდინარეობს. III დღე ( 27 სექტემბერი) 12 სთ – ჩატარდება ,,მარკლანი’’ ( სვანურად ფალავნობა) სპეციალური პრიზისთვის. 15 სთ – დაჯილდოვება საზეიმო ვითარებაში და ფესტივალის დახურვა. ფესტივალის განმავლობაში გაიმართება გამოფენა–გაყიდვა. პროექტი ,,ტრადიცია–ეროვნული საგანძური’’ პირველად საზოგადოებაში 2014 წლის 5 დეკემბერს გაჟღერდა. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, დმანისის სასპორტო სკოლის აღსაზრდელთა მონაწილეობით თბილისში, ვარდების ბაღში ახლად აღდგენილი სვანური ჭიდაობის პრეზენტაცია გაიმართა. სვანური ჭიდაობა ქართული ჭიდაობის ერთ–ერთი უძველესი სახეობაა, რომელიც მივიწყების პირას იყო და უხუცესთა მეხსიერებაშიღა იყო შემორჩენილი. სვანური ჭიდაობის აღდგენის ინიციატორია ბატონი გურგენ გურჩიანი, ანსამბლ ,,შგარიდას“ ხელმძღვანელი, რომელმაც შეძლო აღედგინა მივიწყებული ქართული ტრადიცია, რათა მომავალი თაობებისთვის შემოენახა იგი. 70–წლიანი საბჭოთა იმპერიალისტური იდეოლოგიის მარწუხებს ჩამოშორებული ქართული სახელმწიფოს ახალგაზრდობა ახალ რეალობას და გამოწვევებს ვართ შეჭიდებული. დღეს, როცა საქართველო ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე დგას და დემოკრატიული ფასეულობების განვითარებას ცდილობს, მნიშვნელოვანია ჩვენი ტრადიციების, ეროვნული საგანძურის პოპულარიცაზია, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში. სწორედ ამიტომ, სვანური ჭიდაობის აღდგენა–პოპულარიზაციის, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და ეროვნული ტრადიციების განვითარებისათვის ვერთიანდებით დევიზით – ,,ახალგაზრდები ტრადიციათა სადარაჯოზე’’.
11 სექტემბერი, პარასკევი, 2015 წელი
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3279
 
 
 
განცხადებები
აპრ 23 სამ 2024
3437
 

2024 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
 
სიახლეები