საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო იწყებს მოხალისეობის განვითარების პროგრამას ,,საქართველოს მოხალისე“ |
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო იწყებს მოხალისეობის განვითარების პროგრამას ,,საქართველოს მოხალისე“, როლის მიზანია მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერება, მოხალისეთა ერთიანი ქსელის შექმნა, მოხალისეობის პოპულარიზაცია, საკუთარი ნების საფუძველზე უანგარო შრომის იდეის პოპულარიზაცია. პროგრამის ფარგლებში შეირჩევა 17 დან 25 წლამდე ორი მოხალისე თითოეული მუნიციპალიტეტიდან. შერჩეული ახალგაზრდები მიიღებენ ,,საქართველოს მოხალისის“ სტატუსს, რომლებიც 10 დან 14 ივნისის ჩათვლით გაივლიან 5 დღიან ტრენინგ-სემინარს. პროგრამაში მონაწილე მოხალისეებს საშუალება ექნებათ: 1.გაიარონ 5 დღიანი ტრენინგ-სემინარი 2.მონაწილეობა მიიღონ სამინისტროს ეგიდით გამართულ ღონისძიებებში 3.ჩაერთონ საერთაშორისო მოხალისეობრივ პროექტებში (European Voluntary Service) 4.გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ წლის საუკეთესო მოხალისეები პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატებმა კონკურსის პირველ ეტაპზე რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ მისამართზე: http://youth.gov.ge/home 11 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით. კონკურსის მეორე ეტაპზე გადავლენ სააპლიკაციო ფორმების საფუძველზე შერჩეული კანდიდატები. საკონტაკტო პირი: ნიკა ქართველიშვილი დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის წამყვანი სპეციალისტი ახალგაზრდობის საქმეთა საკითხებში. 598 49 39 92 |
19 მაისი, ხუთშაბათი, 2016 წელი |
განცხადებები
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო იწყებს მოხალისეობის განვითარების პროგრამას ,,საქართველოს მოხალისე“
მნახველთა რაოდენობა: 3227
სიახლეები
ნოემ 14 ხუთ 2024
314
ნოემ 12 სამ 2024
418
ნოემ 08 პარ 2024
492
ნოემ 01 პარ 2024
690
ოქტ 31 ხუთ 2024
600