28 ივნისს დმანისის მუნიციპალიტეტიში ქალაქ დმანისის N2 საჯარო სკოლის მინი სტადიონზე, გაიმართება მუნიციპალიტეტის პირველობა ფეხბურთში. დასაწყისი 18:30 საათი.
ღონისძიებას დაესწრებიან მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები. განათლების კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის თანამსრომლები და დაინტერესებული საზოგადოება.
30 ივნისს 17:00 საათზე ააიპ ,,კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“დარბაზში გაიმართება ააიპ ,,კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ საესტრადო სტუდიის საანგარიშო კონცერტი.
ღონისძიებას დაესწრებიან მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები. განათლების კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის თანამსრომლები და დაინტერესებული საზოგადოება.
ამა წლის 23 ივნისს 11:00 საათზე დმანისის N2 საჯარო სკოლის მინი სტადიონზე გაიმართება მუნიციპალური შეჯიბრი ფეხბურთში.
შეჯირბრის ინიციატორი და ორგანიზატორია გამგეობის განთლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური.
მხარდამჭერი დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
20 ივნისს ქალაქ დმანისის N1 საბავშვო ბაღი სასკოლო ასაკის ბავშვებს საზეიმო ღონისძიებითგააცილებს .
პროგრამა მრავალფეროვანია. ბავშვები თავისი შემოქმედებით წარსდგებიან მშობლებისა და დამსწრე საზოგადოების წინაშე. სასკოლო ასაკის ბავშვები აქტიურად იქნებიან ამ ღონისძიებაში ჩართულნი და ამით დაემშვიდობებიან მშობლიურ ბაღს.
დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა გილოცავთ ნინოობას!
წმინდა ნინოს ხსენების დღეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს : 1 ივნისს წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის და 27 იანვარს - მისი გარდაცვალების დღეს.
1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დარბაზი მოირთვება სადღესასწაულოდ.
12 საათზე სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე ბავშვები მოხატავენ ფილაქანს.
12 საათსა და 30 წუთზე ბავშვები, მშობლები, პედაგოგები და დამსწრე საზოდადოება გადაინაცვლებენ კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დარბაზში, სადაც დაიწყება ზეიმი.
დმანისის მუნიციპალიტეტი ავრცელებს ინფორმაციას
სოფელ მთისძირის მოედნისთვის კუჩენბახის და სოფელ იფნარის ერთ-ერთი ქუჩისთვის ვალდჰაიმის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს შსს სსიპ - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტიდან შემოსული ინფორმაციის საფუძველზე გაცნობებთ, რომ 2017 წლის 22-25 მაისს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, ზოგან ძლიერი, სეტყვა, იქროლებს ძლიერი ქარი.
26 მაისი – "მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ"
26 მაისი – "მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ"
2017 წლის 26 მაისის ღონისძიებები
ქალაქი დმანისი
11 საათი - ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება გამოფენები:
1. ხალხური რეწვის;
2. ხეზე კვეთის;
3. ხატვის სტუდიის ნამუშევრების;
4. ეთნოგრაფიული კუთხის;
5. კულტურის ცენტრთან არსებული სტუდიის მოღვაწეობის ამსახველი ფოტოების.
დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით იწყება მუნიციპალური ტურნირი ფრენბურთში. შეჯიბრი ჩატარდება ორ კატეგორიაში: გოგონებსა და ვაჟებში. მოთამაშეთა ასაკი განისაზღვრება 16 წლიდან. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 25 მაისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის წამყვან სპეციალისტს ახალგაზრდობის საკითხებში.
ნიკა ქართველიშვილი - 598 49 39 92
3 დან 8 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი.
ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებსა და მშრალ ხევებში შესაძლოა წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება და წყალმოვარდნები აღინიშნოს. (საფრთხის დონე საშუალო).
8 მაისს 14:00 საათზე ქალაქ დმანისში, ,,ააიპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრი"- ს დარბაზში ჩატარდება სრულმეტრაჟიანი მხატრული ფილმისათვის 16 - 30 წლამდე ასაკის დმანისელი ვაჟების შერჩევა.
დღეს სოფელ განთიადში, 14 საათზე ოფიციალურად, საზეიმო ვითარებაში გაიხსნება ბიბლიოთეკა.
დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საყურადღებოდ!
მიმდინარე წლის 27 აპრილს დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ექნება საშუალება ჩაიტაროს С ჰეპატიტის უფასო სკრინინგი - ლაბორატორიული გამოკვლევა.
მობილური ლაბორატორია განთავსდება დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ კარაბულახის ამბულატორიის შენობასთან 12 საათიდან და ნებისმიერ მოქალაქეს ექნება საშუალება ჩაიტაროს С ჰეპატიტის უფასო სკრინინგი.
22 აპრილს 10:00 საათზე
დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქალაქ დმანისში პანტიანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართება.
22 აპრილს 12:00 საათზე პანტიანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება სასკოლო ოლიმპიადის რეგიონული შეჯიბრი გეზრბენში (კროსი).
მონაწილეობას მიიღებენ ქვემო ქართლის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდები.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო იწყებს „მოხალისეობის განვითარების პროგრამის საქართველოს მოხალისე“-ს განხორციელებას, რომელსაც საფუძვლად უდევს საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა.
21 აპრილს 16:00 საათზე, დმანისის კულტურის და ხელოვნების ცენტრში აღდგომის ბრწყინვალე დრესასწაულს, დედაენის და სიყვარულის დღეს აღნიშნავენ.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ა(ა)იპ კავშირი ,,პოეზიის მეგობართა კლუბი”, საქართველოს რეგიონებში ახორციელებს საგანმანათლებლო-ლიტერატურულ პროექტს ,,ცოცხალი წიგნები”.
პროექტი 2015 წელს დაიწყო და წელსაც გრძელდება.
,,ცოცხალი წიგნები” წელს 24 აპრილს დმანისის მუნიციპალიტეტის კულტურის და ხელოვნების ცენტრს ეწვევა 12:00 საათზე.