დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

საზოგადოებრივი გაერთიანება ,,მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ კამპანია ,,მე დავრგე ხე“ დაიწყო, რომლის მიზანს წლების განმავლობაში კომპანია „ არემჯის“ სამთო საქმიანობის შედეგად გარემოზე მიყენებული ზიანის გამოსასწორებელ სამუშაოებში ადგილობრივი მოსახლეო
23 ოქტ 2024
 
საზოგადოებრივი გაერთიანება ,,მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ კამპანია ,,მე დავრგე ხე“ დაიწყო, რომლის მიზანს წლების განმავლობაში კომპანია „ არემჯის“ სამთო საქმიანობის შედეგად გარემოზე მიყენებული ზიანის გამოსასწორებელ სამუშაოებში ადგილობრივი მოსახლეობის განსაკუთრებით კი მოსწავლე-ახალგაზრდების აქტიური ჩართვა წარმოადგენს.
22 ოქტომბერს ხის დარგვის საერთაშორისო დღეს ორგანიზაციამ კომპანიის გარემოსდაცვით დეპარტამენტთან ერთად საყდრისის საბადოს მეხუთე უბნის ფუჭი ქანების სანაყაროზე ხეების დარგვის ღონისძიება ჩაატარა. ღონისძიების ფარგლებში ტერიტორიაზე რომელზეც მანამდე მასშტაბური სარეკულტივაციო სამუშაოები მიმდინარეობდა 300 ძირი სხვადასხვა ჯიშის ხე დაირგა.
უნდა აღნიშნოს რომ ასეთ დაზიანებულ ტერიტორიაზე მცენარეული საფარის აღდგენითი სამუშაოები პირველია საქართველოში რომელიც „მკაცრი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის ფარგლებში მიმდინარეობს.
ღონისძიებაში მონაწილეობა დაბა კაზრეთის და დმანისის მუნიციპალიტეტის საშუალო სკოლების მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა მიიღეს, აგრეთვე დმანისის მერიის ახალგაზრდული სათათბიროს წარმომადგენლებმა და თავად კომპანია ,,არემჯის“ თანამშრომლებმა.
ადგილზე ღონისძიების მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ სპეციალისტებისგან ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ გარემოს დაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე და მათი აღმოფხვრის გზებზე.
საყდრისის საბადოს მეხუთე უბნის ფუჭი ქანების სანაყაროს ტერიტორიაზე ხის დარგვის პროცესი ნოემბერშიც გაგრძელდება. ის 2 წელს გასტანს და ამ პერიოდში 2500 ძირი ხე დაირგვება.
კამპანია „მე დავრგე ხე“ ახალ სტარტს გაზაფხულზე აიღებს და მას უფრო მასშტაბური ხასიათი ექნება.
მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის( (საყდრისის კომიტეტი) რომელიც 2014 წლიდან სამთო წარმოების არეალსა და მის მიმდებარედ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს იცავს, 2018 წლიდან კომპანია „არემჯის“ გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულებას უწევს მონიტორინგს.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 700
 
 
 
სიახლეები
 

2024 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
 
სიახლეები