სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, შინდლარში, კიზილქილისაში, ორმაშენში, განთიადში, ჯავახში და ტნუსში შეხვედრები გაიმართა.
მოსახლეობასთან შეხვედრებს დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი, მერის მოადგილეები კახა პეტრიაშვილი, თემური ზურაბიშვილი და არიფ სულეიმანოვი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, აზერ ალიევი და რამიზ რამაზანოვი, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.
მერის პირველი მოადგილის, კახა პეტრიაშვილის განცხადებით 2026 წელს, დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 686000 ლარი დაიხარჯება. თითოეულმა სოფელმა მცირე ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად თანხა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღო, ადგილობრივი მაცხოვრებლები ხმათა უმრავლესობით თავად გადაწყვეტს, რას მოხმარდება დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა.

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა









































