მიმდინარე წლის 2 ივნისს დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ,,C'' ჰეპატიტის უფასო სკრინინგ-ტესტირება ჩაუტარდა. მობილური ლაბორატორია დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ოროზმანის ამბულატორიის შენობასთან 12 საათიდან იყო განთავსებული და ნებისმიერ მოქალაქეს ჰქონდა საშუალება ჩაეტარებინა С ჰეპატიტის უფასო სკრინინგი.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, სადღესასწაულო ცენტრმა ,, Party Time"-მა სოციალურად დაუცველ ბავშვებს უმასპინძლა.
ბავშვებისთვის იყო დაუვიწყარი დღე, ისინი გაერთნენ, ბოლოს კი უგემრიელესი ტკბილეული დააგემოვნეს.
მიმდინარე წლის 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დარბაზში საზეიმოდ აღინიშნა.
ბავშვებს ნინოობა და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი ბარბაქაძემ.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს დმანისის მუნიციპალიტეტის ყველა (რვა) საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა.
დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა გილოცავთ ნინოობას!
წმინდა ნინოს ხსენების დღეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს : 1 ივნისს წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის და 27 იანვარს - მისი გარდაცვალების დღეს.
1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დარბაზი მოირთვება სადღესასწაულოდ.
12 საათზე სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე ბავშვები მოხატავენ ფილაქანს.
12 საათსა და 30 წუთზე ბავშვები, მშობლები, პედაგოგები და დამსწრე საზოდადოება გადაინაცვლებენ კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დარბაზში, სადაც დაიწყება ზეიმი.
მიმდინარე წლის 30 მაისს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ დმანისის მუნიციპალიტეტში გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა.
მხარის პირველი პირი მოადგილესთან, ალექსანდრე მეტრეველთან ერთად შეხვდა დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს, ასევე გამგებლის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულში და პირადად მათგან მიიღო ინფორმაცია მუნიციპალიტეტებში არსებული მდგომარეობის შესახებ.
მიმდინარე წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ქალაქ დმანისში, ააიპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე დილიდან გამოიფინა ხატვისა და რეწვის სტუდიის ნამუშევრები.
მოეწყო ეთნოგრაფიული კუთხე. მნახველები გაეცნენ ააიპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრის სტუდიებისა და წრეების მუშაობის ამსახველ სურათებს.
11 საათზე დარბაზში გაიმართა თეატრალიზებული კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ცენტრთან არსებულმა ყველა სტუდიამ.
მიმდინარე წლის 25 მაისს ქალაქ რუსთავში, BUSINESS GEORGIA-ს ორგანიზებით ქვემო ქართლის ბიზნეს ფორუმი გაიმართა, რომლის მთავარი მხარდამჭერი ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტო და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაცია გახლდათ. ფორუმში მონაწილეობა დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი ბარბაქაძემ მიიღო.
დმანისის მუნიციპალიტეტი ავრცელებს ინფორმაციას
სოფელ მთისძირის მოედნისთვის კუჩენბახის და სოფელ იფნარის ერთ-ერთი ქუჩისთვის ვალდჰაიმის სახელის მინიჭების შესახებ
მიმდინარე წლის 24 მაისს ქალაქ დმანისის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა ქვემო ქართლის ჩემპიონატი ფეხბურთში, 2004-2005 წლებში დაბადებულ ვაჟებს შორის. შეხვედრა ფრედ-2:2 დამთავრდა.
საქართველოს შსს სსიპ - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტიდან შემოსული ინფორმაციის საფუძველზე გაცნობებთ, რომ 2017 წლის 22-25 მაისს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, ზოგან ძლიერი, სეტყვა, იქროლებს ძლიერი ქარი.
მიმდინარე წლის 23 მაისს, ქალაქ დმანისში, დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით, ააიპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრში კინოჩვენება გაიმართა. დამსწრე საზოგადოებამ სტუდია „გუთანის” მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი – „თავგანწირვის ტაძარი“ ნახა. ფილმი ოჯახის თემას ეხება და ის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა.
26 მაისი – "მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ"
26 მაისი – "მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ"
2017 წლის 26 მაისის ღონისძიებები
ქალაქი დმანისი
11 საათი - ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება გამოფენები:
1. ხალხური რეწვის;
2. ხეზე კვეთის;
3. ხატვის სტუდიის ნამუშევრების;
4. ეთნოგრაფიული კუთხის;
5. კულტურის ცენტრთან არსებული სტუდიის მოღვაწეობის ამსახველი ფოტოების.
დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით იწყება მუნიციპალური ტურნირი ფრენბურთში. შეჯიბრი ჩატარდება ორ კატეგორიაში: გოგონებსა და ვაჟებში. მოთამაშეთა ასაკი განისაზღვრება 16 წლიდან. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 25 მაისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის წამყვან სპეციალისტს ახალგაზრდობის საკითხებში.
ნიკა ქართველიშვილი - 598 49 39 92
დმანისელი ფეხბურთელების წარმატება 2017 წლის 15 მაისს ქალაქ დმანისის ცენტრალურ სტადიონზე სამოყვარულო ფეხბურთის ფინალური შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს ხვდებოდნენ ქალაქ დმანისისა და სოფელ ამამლოს ფეხბურთელთა გუნდები. ძირითადი დრო ფრედ 1:1 დამთავრდა. პენალტების შედეგად კი გამარჯვება მოიპოვეს ქალაქ დმანისის ფეხბურთელებმა.
მიმდინარე წლის 13 მაისს მარნეულის მუნიციპალიტეტში გაიმართა ტურნირი კიკბოქსინგში, სადაც მონაწილეობა მიიღეს დმანისის მუნიციპალიტეტის ჭაბუკ სპორტსმენებმა (სოფლები: საფარლო, ამამლო, მამიშლო). მათ მოიპოვეს სამი ოქროს და 2 ვერცხლის მედალი.
გუნდის მწვრთნელია თუდჯარ ალიევი.
დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ჭაბუკ სპორტსმენებს მიულოცეს გამარჯვება და უსურვეს მორიგი წარმატებები.
2017 წლის 14 მაისს ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ფოიეში ჩატარდა ფინალური კონკურსი „კალიგრაფიის მარგალიტები“.
განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი - ეკატერინე ოქრიაშვილი
- კონკურსი მეორე წელია რაც ქვემო ქართლის მასშტაბით ტარდება. მონაწილეობა მიიღო ყველა მუნიციპალიტეტის მეორე ეტაპის გამარჯვებულმა. მონაწილეთა ნამუშევრებში ძალიან საინტერესო ხედვა და ორიგინალობა გამომჟღავნდა. ფინალური კონკურსის შედეგები ივნისის დსაწყისისთვის იქნება ცნობილი და გაიმართება გამარჯვებულების დაჯილდოება სამ ასაკობრივ კატეგორიასა (II-IV; V-VIII; IX-XII კლასები) და სხვადასხვა ნომინაციებში.

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა 










