მიმდინარე წლის 30 მაისს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ დმანისის მუნიციპალიტეტში გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა.
მხარის პირველი პირი მოადგილესთან, ალექსანდრე მეტრეველთან ერთად შეხვდა დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს, ასევე გამგებლის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულში და პირადად მათგან მიიღო ინფორმაცია მუნიციპალიტეტებში არსებული მდგომარეობის შესახებ.
შეხვედრის შემდეგ დაათვალიერეს ქალაქ დმანისში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, კერძოდ მშენებარე ორი სკვერისა და მინი სტადიონის მუშა პროცესი, სადაც მოეწყობა სკამები, დეკორატიული ბაზალტის ბილიკები, საბავშვო მოედანი ატრაქციონებით, ,,სკეიტბორდის" მოედანი, სასმელი წყლის სოკო, ბასეინი საშხეფი ონკანებით.
სკვერები შემოღობილია დეკორატიული ქვის ღობით და ნაწილობრივ კუთხოვანებში ჩასმული მავთულბადით.
სკვერში ასევე მოეწყო სავარჯიშო ტურნიკები, მინისტადიონზე საფეხბურთო და საკალათბურთო მოედანი.
აღნიშნულ სამუშაოებს ახორცილებეს შპს ,,მეტრი".