დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგი ბარბაქაძე ქვემო ქართლის ბიზნეს ფორუმს დაესწრო
25 მაი 2017
 

მიმდინარე წლის 25 მაისს ქალაქ რუსთავში, BUSINESS GEORGIA-ს ორგანიზებით ქვემო ქართლის ბიზნეს ფორუმი გაიმართა, რომლის მთავარი მხარდამჭერი ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტო და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაცია გახლდათ. ფორუმში მონაწილეობა დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი ბარბაქაძემ მიიღო.

ფორუმის მონაწილეებმა ისაუბრებეს როგორც ბიზნესის კეთების შესაძლებლობებსა და რეგიონული განვითარების მნიშვნელობაზე, ასევე სახელმწიფოს როლის მნიშვნელობაზე ქვეყანაში ხელსაყრელი საინვესტიციო კლიმატის შექმნასთან დაკავშირებით. 
ფორუმზე მიმოიხილეს რეგიონის განვითარების დინამიკა და ტენდენციები დარგობრივ ჭრილში, კერძოდ კი, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, მრეწველობის, ვაჭრობისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით.

რეგიონული ფორუმების სახით BUSINESS GEORGIA-ამ მიზნად დაისახა მთელი საქართველოს მასშტაბით განვითარების ხარისხის გაზრდა, ასევე ბიზნესმენების დაინტერესება იმ საინვესტიციო რესურსებით,რითაც საქართველოს თითოეული რეგიონი უხვად არის დაჯილდოებული.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4935
 
 
 
სიახლეები
 

    2026 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    27282930
     
    სიახლეები
    აპრ 15 ოთხ 2026
    628