დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
2018-06-22

მიმდინარე წლის 20 ივნისს, ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წლის ფარგლებში, ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ნოდარ დუმბაძის მოთხრობების მიხედვით დადგმული სპექტაკლის პრემიერა გაიმართა. სპექტაკლს ესწრებოდა დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი, მერის პირველი მოადგილე ბადრი სუბარი, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, ასევე დაინტერესებული დმანისელი საზოგადოება.

ვრცლად
2018-06-21

მიმდინარე წლის 21 ივნისს სოფელ საფარლოს მოსახლეობას ,,C'' ჰეპატიტის უფასო სკრინინგ-ტესტირება ჩაუტარდა.
მობილური ლაბორატორია სოფლის ამბულატორიის შენობასთან იყო განთავსებული და ნებისმიერ მოქალაქეს ჰქონდა საშუალება ჩაეტარებინა С ჰეპატიტის უფასო სკრინინგი. აღნიშნული აქტივობა განხორციელდა ,,С'' ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ.

ვრცლად
2018-06-21

24 ივნისს არასამთავრობო ორგანიზაცია "პირველი ევროპელის" მოწვევით ქალაქ დმანისს ესტუმრება ვეტერან რაგბისტთა გუნდი.
გუნდი რაგბის პოპულარიზაციის მიზნით შეხვდება დმანისელ ახალგაზრდებს და ჩაუტარებს მასტერკლასს რაგბში. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა მშობლებთან.

ვრცლად
2018-06-21

21 ივნისს ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დარბაზში, მორიგი შეხვედრა გაიმართა, სადაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას ქვეყანაში მოქმედი ჯანდაცვის პროგრამების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. შეხვედრას დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი ესწრებოდა.

ვრცლად
2018-06-20

დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერია სისხლის უანგარო დონაციისთვის დაჯილდოვდა. ღონისძიების ორგანიზატორები მადლიერებას გამოხატავენ ასევე ყველა იმ უანგარო დონორის მიმართ, რომლებიც ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად ნებაყოფლობით და უანგაროდ გასცემენ სისხლს. დაჯილდოვების ცერემონიალს დმანისის მუნიციპალიტეტიდან ესწრებოდა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი მეგი ედიბერიძე.

ვრცლად
2018-06-20

21 ივნისს დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ,,C'' ჰეპატიტის უფასო სკრინინგ-ტესტირება ჩაუტარდება.
მობილური ლაბორატორია სოფელ საფარლოში ამბულატორიასთან 12:00 საათიდან იქნება განთავსებული და ნებისმიერ მოქალაქეს ექნება საშუალება ჩაიტაროს С ჰეპატიტის უფასო სკრინინგი.

ვრცლად
2018-06-19

ა(აიპ) ,,სამუსიკო სკოლამ " 2017-2018 სასწავლო წლის მეორე ნახევრის საანგარიშო ღონისძიება მიმდინარე წლის 19 ივნისს ა(აიპ) ,,სამუსიკო სკოლის დარბაზში ჩაატარა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, პედაგოგები და მშობლები. შესრულდა სხვადასხვა კომპოზიტორების ნაწარმოებები. მსმენელს შესთავაზეს როიალთან შესრულებული ქართული სიმღერები. ღონისძიებამ თბილ და მყუდრო გარემოში ჩაიარა.

ვრცლად
2018-06-19

მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს მორიგი სხდომა

ვრცლად

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების პროგრამასთან დაკავშირებით დამატებით გაცნობებთ, რომ ყოველ კვირა დღეს სტუდენტებისათვის ხორციელდება გასვლა დმანისი-თბილისის მიმართულებით 17:00 საათზე.
სტუდენტებს ადგილების დასაჯავშნად შეგიძლიათ წინასწარ დარეკოთ კვირა დღეს 13:00 საათამდე შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: 
599 62 95 50
595 64 65 70

ვრცლად
2018-06-18

ქალაქ დმანისში წლის ბოლომდე იგეგმება ტურისტული საინფორმაციო ცენტრის გახსნა. რომელიც ხელს შეუწყობს ტურისტების მოზიდვას და მდიდარი ტურისტული პოტენციალის მოსახლეობის სასიკეთოდ გამოყენებას.
ყველა რესურსი მიმართული იქნება ვიზიტორებისათვის კომფორტული გარემოს შესაქმნელად. საგულისხმოა, რომ სპორტით დაინტერესებულ ტურისტებს საშუალება ექნებათ, ქ. დმანისში, 9 აპრილის ქუჩა N 32 - ში არსებული სპორტული დარბაზით, (შესაბამისი ინვენტარითაა აღჭურვილი) სრულიად უფასოდ ისარგებლონ.

ვრცლად
2018-06-18

დმანისის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ არაქართულენოვანი მოსახლეობის ინფორმირების კამპანია გრძელდება. დღევანდელ შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე ზაურ დარგალი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი ქვემო ქართლში აიაზ მამედოვი, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი, შემოსავლების სამსახურის მიერ მოხდა მოსახლეობის ინფორმირება საბაჟო საკითების (ექსპორტი-იმპორტი), ასევე საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებებისა და მოგების გადასახადის შესახებ.

ვრცლად
2018-06-17

დღეს ქალაქ დმანისის ცენტრალურ სტადიონზე შუქრი ჩხეტიანის სახელობის ტურნირის ფინალური შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთმანეთს "ბავარიისა" და "კარაბულახის" გუნდები დაუპირისპირდნენ. დაძაბულ თამაშში გამარჯვება გუნდმა "ბავარიამ" მოიპოვა, რომელმაც მოწინააღმდეგე გუნდი "კარაბულახი" ანგარიშით 3:2 დაამარცხა. ფინალურ შეხვედრას ესწრებოდა დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი, რომელმაც პირველ ადგილზე გასულ გუნდს "ბავარიას" გამარჯვება მიულოცა და გარდამავალი თასი გადასცა, ხოლო მეორე ადგილზე გასულ გუნდს "კარაბულახს" - ფეხბურთის ბურთი გადაეცა.

ვრცლად
2018-06-15

დღეს ქალაქ დმანისის ცენტრალურ სტადიონზე შუქრი ჩხეტიანის სახელობის ტურნირის ფარგლებში ნახევარფინალი შემდეგი შედეგებით დასრულდა: "ჯავახი"-"კარაბულახი" 1:5, "ბავარია"-"ამამლო" 5:1. აღსანიშნავია, რომ 17 ივნისს 11:00 საათზე ქალაქ დმანისის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება ფინალური შეხვედრა, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან "ბავარიისა" და "კარაბულახის" გუნდები.

ვრცლად
2018-06-15

შეხვედრას ესწრებიან სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი ქვემო ქართლში აიაზ მამედოვი, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ტრენერი - თამთა ბიწაძე, სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების სააგენტოს მიზნობრივი სამსახურის მთავარი სპეციალისტი ნინო დეკანოიძე, დმანსისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე არიფ სულეიმანოვი და თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელი პირები.

ვრცლად
2018-06-22

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტი, მოხალისეობის განვითარების პროგრამის – “საქართველოს მოხალისეს” ფარგლებში, მიმდინარე წლის 6 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით აცხადებს კონკურსს ქ. თბილისიდან და საქართველოს 10 რეგიონის 64 მუნიციპალიტეტიდან 16-დან 25 წლამდე მოხალისეების შერჩევის მიზნით (თითო მუნიციპალიტეტიდან შეირჩევა 2 მოხალისე).

ვრცლად
2018-06-15

14 ივნისს ქალაქ დმანისის ცენტრალურ სტადიონზე შუქრი ჩხეტიანის სახელობის ტურნირის ფარგლებში შეხვედრები შემდეგი შედეგებით დასრულდა:➡️"განთიადი"-"კარაბულახი პენლები 3:4,➡️"მაშავერა"-"ამამლო" 2:4,➡️"ბავარია"-"H1N1" 5:3, ☑️აღსანიშნავია, რომ დღეს ქალაქ დმანისის ცენტრალურ სტადიონზე დაიწყება ნახევარფინალური ეტაპი, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ➡️"ჯავახი"-კარაბულახი",➡️"ბავარია"-"ამამლო".

ვრცლად
2018-06-14

14 ივნისს, მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში,19.00 საათზე საზეიმოდ გაიხსნება. ფეხბურთის მოყვარულებს, ქალაქ დმანისის ცენტრალურ სკვერში შეუძლიათ ჩემპიონატს თვალყური ადევნონ დიდ ეკრანზე.

ვრცლად
2018-06-14

მიმდინარე წლის 6-13 ივნისს ქალაქ მარნეულის კულტურის ცენტრში ააიპ "დემოსის" ორგანიზებით ჩატარდა კონკურს-ფესტივალი „სხვა საქართველო სად არის“, რომლის მიზანიც იყო ქართული ტრადიციული სიმღერის პოპულარიზაცია. კონკურს -ფესტივალი მოიცავდა ქვემო ქართლის რეგიონს და მონაწილეობდნენ სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის ინდივიდუალური შემსრულებლები და გუნდები. 

ვრცლად
2018-06-14

13 ივნისს ქალაქ დმანისის ცენტრალურ სტადიონზე შუქრი ჩხეტიანის სახელობის ტურნირის ფარგლებში შეხვედრები შემდეგი შედეგებით დასრულდა: "განთიადი" - "დმანისი" 5-3; "ჯავახი"-თამადა" 5-3 ; "კარაბულახი"-"გომარეთი" 5-0; "მაშავერა-"ოროზმანი" 9-1.

ვრცლად
2018-06-13

დღეს ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დარბაზში, პირველი შეხვედრა გაიმართა, სადაც დამსწრე საზოგადოებას პროგრამის შესახებ - "აწარმოე საქართველოში" და სხვა მათთვის საინტერესო საკითხებზე მიაწოდეს ინფორმაცია. აღნიშნული კამპანიის მიზანია თითოეულმა მოქალაქემ მისთვის გასაგებ ენაზე მიიღოს ინფორმაცია, იმ სიკეთეებისა და შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც სახელმწიფო სხვადასხვა მიმართულებით სთავაზობს მათ.

ვრცლად