დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ არაქართულენოვანი მოსახლეობის ინფორმირებისთვის საინფორმაციო კამპანია დაიწყო
13 ივნ 2018
 

დღეს დმანისის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ არაქართულენოვანი მოსახლეობის ინფორმირებისთვის საინფორმაციო კამპანია დაიწყო. აღნიშნული კამპანიის მიზანია თითოეულმა მოქალაქემ მისთვის გასაგებ ენაზე მიიღოს ინფორმაცია, იმ სიკეთეებისა და შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც სახელმწიფო სხვადასხვა მიმართულებით სთავაზობს მათ. საინფორმაციო კამპანია ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ინიციატივითა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპატარის მხარდაჭერით ხორციელდება. დღეს ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დარბაზში, პირველი შეხვედრა გაიმართა, სადაც დამსწრე საზოგადოებას პროგრამის შესახებ - "აწარმოე საქართველოში" და სხვა მათთვის საინტერესო საკითხებზე მიაწოდეს ინფორმაცია. შეხვედრას სამხარეო ადმინისტრციიდან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლევან ჟვანია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი ქვემო ქართლში აიაზ მამედოვი, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, პრივატიზების დეპარტამენტის, გაყიდვების სამსახურის უფროსი - ირაკლი ჩიდრაშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების - საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი თეა კუნჭულია, სსიპ "აწარმოე საქართველოში" პროგრამის მენეჯერი თეონა ბაბუნაშვილი, დმანსისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე არიფ სულეიმანოვი და თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. საინფორმაციო შეხვედრები 11 ივნისიდან დაიწყო და ერთი თვის განმავლობაში რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2505
 
 
 
სიახლეები
 

    2024 ნოემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    252627282930
     
    სიახლეები