დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სოფელ საფარლოს მოსახლეობას ,,C'' ჰეპატიტის უფასო სკრინინგ-ტესტირება ჩაუტარდა
21 ივნ 2018
 

მიმდინარე წლის 21 ივნისს სოფელ საფარლოს მოსახლეობას ,,C'' ჰეპატიტის უფასო სკრინინგ-ტესტირება ჩაუტარდა.
მობილური ლაბორატორია სოფლის ამბულატორიის შენობასთან იყო განთავსებული და ნებისმიერ მოქალაქეს ჰქონდა საშუალება ჩაეტარებინა С ჰეპატიტის უფასო სკრინინგი. აღნიშნული აქტივობა განხორციელდა ,,С'' ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის და ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელშეწყობით.
ააიპ დმანისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ნინო ონანაშვილის ინფორმაციით ტესტირება 75 მოქალაქეს ჩაუტარდა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4132
 
 
 
სიახლეები
 

    2026 ივნისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234567
    891011121314
    15161718192021
    22232425262728
    2930
     
    სიახლეები
    მაი 22 პარ 2026
    96
    მაი 15 პარ 2026
    97