დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ მოსახლეობის ინფორმირების კამპანია გრძელდება
21 ივნ 2018
 

21 ივნისს ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დარბაზში, მორიგი შეხვედრა გაიმართა, სადაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას ქვეყანაში მოქმედი ჯანდაცვის პროგრამების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. შეხვედრას დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე ზაურ დარგალი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი ქვემო ქართლში აიაზ მამედოვი ესწრებოდნენ. საინფორმაციო კამპანია ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ინიციატივითა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპატარის მხარდაჭერით ხორციელდება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2708
 
 
 
სიახლეები
 

    2024 დეკემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    3031
     
    სიახლეები