მიმდინარე წლის 14 ივნისს ააიპ ,,დმანისის სამუსიკო სკოლა”-ში საანგარიშო კონცერტი ჩატარდა, რომელსაც დაესწრნენ გამგეობის განათლების, კულტურის,სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის წარმომადგენლები, მშობლები და გულშემატკივრები.
მიმდინარე წლის 12 ივნისს, დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით ,,იფთარის“ აღსანიშნავად ვახშამი გაიმართა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამომსვლელებმა დამსწრე საზოგადოებას მიულოცეს რამაზნის თვე, ისაუბრეს ამ წმინდა თვის განსაკუთრებულ თვისებებზე, მარხვის და ღვთისმსახურების მნიშვნელობაზე.
მიმდინარე წლის 9 ივნისს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა მარნეულის მუნიციპალიტეტში გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა.
სხდომას საქართველოს პარლამენტის წევრები, ქვემო ქართლის მაჟორიტარი დეპუტატები, რეგიონის გუბერნატორი და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა მუსლიმებს რამაზანის თვის დადგომა მიულოცეს.
2017 წლის 7 ივნისს ქალაქ დმანისში ჩატარდა მუნიციპალიტეტის პირველობა ფრენბურთში, რომლის ორგანიზატორიც იყო გამგეობის განათლების კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახური.
მონაწილეობდა 5 გუნდი: დმანისის მუნიციპალიტეტის „ალიონი“, სოფელ განთიადის -„განთიადი“, სოფელ ამამლოს-“ამამლო“, ქალაქ დმანისის -“ბავარია“, ქალაქ დმანისის- „თამადა“. პირველი ადგილი დაიკავა ქალაქ დმანისის „ბავარიამ“- კაპიტანი დიმიტრი ლოთაშვილი.
მიმდინარე წლის 7 ივნისს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა შემაჯამებელი პრეზენტაცია მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები ფიზიკური პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის შესახებ.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ გამგებლის წარმომადგენლები და სპეციალისტები.
გარემოს დაცვის დღე დმანისის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქციით აღინიშნა.
აქცია გაიმართა ცენტრალურ გზაზე, სოფელ დიდი დმანისიდან ქალაქ დმანისის მიმართულებით.
მასშტაბურ აქციაში მონაწილეობა მიიღეს დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლერი ბერუაშვილმა, გამგებლის პირველმა მოადგილემ ზაზა გოშუანმა, საკრებულოსა და გამგეობაში არსებულმა ყველა სამსახურმა, ასევე ააიპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრმა, ააიპ ,,დმანისის საბიბლიოთეკო, ააიპ დმანისის N1 სააღმზრდელო დაწესებულების თანამშრომლებმა და სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურმა.
მიმდინარე წლის 2-3 ივნისს აჭარაში გაიმართა ღია ჩემპიონატი ბავშვთა და მოზარდთა შორის კონტაქტურ კარატეში, სადაც ომარ მუმლაძის სახელობის დმანისის სპორტული სკოლის აღსაზრდელებმა იასპარეზეს და დაიკავეს ერთი პირველი და ოთხი მესამე ადგილი.
გუნდის მწვრთნელია ფარიდ სულეიმანოვი.
დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ჭაბუკ კარატისტებს მიულოცეს გამარჯვება და უსურვეს მორიგი წარმატებები.
დმანისის მუნიციპალიტეტში დღეს გომარეთობა აღნიშნეს. სახალხო დღესასწაული ადგილობრივ მცხოვრებლებს პირადად მიულოცეს დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ლერი ბერუაშვილმა და გამგებელმა გოგი ბარბაქაძემ.
ამ დღესთან დაკავშირებით გომარეთში გაიმართა სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება.
ღონისძიება სპორტული შეჯიბრებებით დაიწყო. გაიმართა დოღი, მკლავჭიდი. მოეწყო ჭადრაკის ტური. ძიუდოს საწვრთნელ დარბაზში ჩატარდა საჩვენებელი ვარჯიში.
მიმდინარე წლის 2 ივნისს დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ,,C'' ჰეპატიტის უფასო სკრინინგ-ტესტირება ჩაუტარდა. მობილური ლაბორატორია დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ოროზმანის ამბულატორიის შენობასთან 12 საათიდან იყო განთავსებული და ნებისმიერ მოქალაქეს ჰქონდა საშუალება ჩაეტარებინა С ჰეპატიტის უფასო სკრინინგი.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, სადღესასწაულო ცენტრმა ,, Party Time"-მა სოციალურად დაუცველ ბავშვებს უმასპინძლა.
ბავშვებისთვის იყო დაუვიწყარი დღე, ისინი გაერთნენ, ბოლოს კი უგემრიელესი ტკბილეული დააგემოვნეს.
მიმდინარე წლის 1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დარბაზში საზეიმოდ აღინიშნა.
ბავშვებს ნინოობა და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი ბარბაქაძემ.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს დმანისის მუნიციპალიტეტის ყველა (რვა) საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა.
მიმდინარე წლის 30 მაისს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ დმანისის მუნიციპალიტეტში გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა.
მხარის პირველი პირი მოადგილესთან, ალექსანდრე მეტრეველთან ერთად შეხვდა დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს, ასევე გამგებლის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულში და პირადად მათგან მიიღო ინფორმაცია მუნიციპალიტეტებში არსებული მდგომარეობის შესახებ.
მიმდინარე წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ქალაქ დმანისში, ააიპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე დილიდან გამოიფინა ხატვისა და რეწვის სტუდიის ნამუშევრები.
მოეწყო ეთნოგრაფიული კუთხე. მნახველები გაეცნენ ააიპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრის სტუდიებისა და წრეების მუშაობის ამსახველ სურათებს.
11 საათზე დარბაზში გაიმართა თეატრალიზებული კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ცენტრთან არსებულმა ყველა სტუდიამ.
მიმდინარე წლის 25 მაისს ქალაქ რუსთავში, BUSINESS GEORGIA-ს ორგანიზებით ქვემო ქართლის ბიზნეს ფორუმი გაიმართა, რომლის მთავარი მხარდამჭერი ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტო და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაცია გახლდათ. ფორუმში მონაწილეობა დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი ბარბაქაძემ მიიღო.
მიმდინარე წლის 24 მაისს ქალაქ დმანისის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა ქვემო ქართლის ჩემპიონატი ფეხბურთში, 2004-2005 წლებში დაბადებულ ვაჟებს შორის. შეხვედრა ფრედ-2:2 დამთავრდა.
მიმდინარე წლის 23 მაისს, ქალაქ დმანისში, დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით, ააიპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრში კინოჩვენება გაიმართა. დამსწრე საზოგადოებამ სტუდია „გუთანის” მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი – „თავგანწირვის ტაძარი“ ნახა. ფილმი ოჯახის თემას ეხება და ის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა.
დმანისელი ფეხბურთელების წარმატება 2017 წლის 15 მაისს ქალაქ დმანისის ცენტრალურ სტადიონზე სამოყვარულო ფეხბურთის ფინალური შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს ხვდებოდნენ ქალაქ დმანისისა და სოფელ ამამლოს ფეხბურთელთა გუნდები. ძირითადი დრო ფრედ 1:1 დამთავრდა. პენალტების შედეგად კი გამარჯვება მოიპოვეს ქალაქ დმანისის ფეხბურთელებმა.
მიმდინარე წლის 13 მაისს მარნეულის მუნიციპალიტეტში გაიმართა ტურნირი კიკბოქსინგში, სადაც მონაწილეობა მიიღეს დმანისის მუნიციპალიტეტის ჭაბუკ სპორტსმენებმა (სოფლები: საფარლო, ამამლო, მამიშლო). მათ მოიპოვეს სამი ოქროს და 2 ვერცხლის მედალი.
გუნდის მწვრთნელია თუდჯარ ალიევი.
დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ჭაბუკ სპორტსმენებს მიულოცეს გამარჯვება და უსურვეს მორიგი წარმატებები.
2017 წლის 14 მაისს ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ფოიეში ჩატარდა ფინალური კონკურსი „კალიგრაფიის მარგალიტები“.
განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი - ეკატერინე ოქრიაშვილი
- კონკურსი მეორე წელია რაც ქვემო ქართლის მასშტაბით ტარდება. მონაწილეობა მიიღო ყველა მუნიციპალიტეტის მეორე ეტაპის გამარჯვებულმა. მონაწილეთა ნამუშევრებში ძალიან საინტერესო ხედვა და ორიგინალობა გამომჟღავნდა. ფინალური კონკურსის შედეგები ივნისის დსაწყისისთვის იქნება ცნობილი და გაიმართება გამარჯვებულების დაჯილდოება სამ ასაკობრივ კატეგორიასა (II-IV; V-VIII; IX-XII კლასები) და სხვადასხვა ნომინაციებში.