გამწვანების აქციაში ასევე მონაწილეობდნენ რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ალიბეგაშვილი და მერის მოადგილეები: კახა პეტრიაშვილი და თემურ ზურაბიშვილი.
შეხვედრაზე განიხილეს 40 წყარო მაშავერის პროექტი, რომლის ფარგლებში სოფელს წყალი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება, ხოლო გამრიცხველიანების პროცესი სრულად დასრულებულია.
მიმდინარე პროექტები დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა ილია ჯალაღანიამ, მისმა პირველმა მოადგილემ, იოსებ ალიბეგაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარესთან პაატა ყულიაშვილთან ერთად დაათვალიერეს.
სამუშაოების ფარგლებში ცენტრალური გზა 6 ლოკაციაზე გაიწმინდა. ასევე მოწესრიგდა რიტუალების სახლის წინ არსებული ტერიტორია.
სპორტული ინფრასტრუქტურა დმანისის მერმა კობა მურადაშვილმა, პირველ მოადგილესთან, კახა პეტრიაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე, პაატა ყულიაშვილთან ერთად დაათვალიერა.
ფორუმი თბილისის მერმა კახა კალაძემ გახსნა. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს მუნიციპალიტეტებისთვის დელეგირებული პერსონალური ასისტენტის სერვისის მიწოდების პრაქტიკული მხარეები და ამ მიმართულებით უკვე არსებული წარმატებული მაგალითები.
აღნიშნული აქტივობა დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და დმანისის საჯარო სკოლის მოსწავლეების აქტიური ჩართულობით განხორციელდა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სამუშაო ჯგუფმა.
პროგრამის ფარგლებში, ბავშვთა საესტრადო სტუდია „მიქსის“ კონცერტი ჩატარდა. სპეციალურად მოწყობილ გასართობ სივრცეში კი პატარების სადღესასწაულო განწყობაზე მხიარულმა ანიმატორებმა და ზღაპრის გმირებმა იზრუნეს.
1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ჯანმრთელობის, სოციალური და ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურმა დმანისის ბავშვთა დღის ცენტრის, ადრეული განვითარების პროგრამის ბენეფიციარებს, მარჩენალდაკარგულ და სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებს დღესასწაული მიულოცა და საჩუქრები გადასცა.
სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში მოეწყო გამოფენები, საზეიმოდ გაიხსნა ახალი ქანდაკება და გაიმართა პანტომიმის თეატრის მსვლელობა. საგანგებოდ გამოყოფილ სივრცეებში განთავსდა საბავშვო და ფოტო ზონები, მოეწყო ფლორისტების კუთხე და ჩატარდა ისტორიული აქსესუარების მასტერკლასი.
დღეს, „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ ექიმებმა დმანისში მოქალაქეებს უფასო სამედიცინო კონსულტაციები გაუწიეს. აქცია მერიის მხარდაჭერით, დმანისის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა.
„ძვირფასო ახალგაზრდებო, დღეს თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ემოციური დღეა, სრულიად ახალ, საინტერესო ეტაპზე გადადიხართ. გვჯერა, რომ ის ცოდნა, რომელიც სკოლაში შეიძინეთ, გახდება მყარი საფუძველი თქვენი მომავალი წარმატებებისთვის"-ნათქვამია კობა მურადაშვილის განცხადებაში.
„ოჯახი არის ჩვენი საზოგადოების ბირთვი, ტრადიციების დაცვა და მათი მომავალი თაობებისთვის გადაცემა თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა. დღევანდელმა ღონისძიებამ კიდევ ერთხელ გააერთიანა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოსახლეობა საერთო ღირებულებების ირგვლივ"- განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა.
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 25 თებერვლის №412 განკარგულების საფუძველზე, ქალაქ დმანისში უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების სტერილიზაცია, კასტრაცია და ვაქცინაცია დაიწყო.
კვლევა მამოლოგის გასინჯვას და ულტრაბგერით კვლევასაც მოიცავდა. ამასთანავე, 25-და 60 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის ქალებმა საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგით ისარგებლეს. პარალელურ რეჟიმში მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ, შეემოწმებინათ B და C ჰეპატიტების, ასევე აივ ინფექციის ტესტი და ჰიპერტენზიული დაავადების სკრინინგი.
სასულიერო პირებმა ომში დაღუპული გმირების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
,,აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს სპორტსმენებისთვის სავარჯიშო პირობების გაუმჯობესებასა და მათი მოტივაციის ამაღლებას, რაც ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - ნათქვამია კობა მურადაშვილის განცხადებაში.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, პაატა ყულიაშვილმა, ბიბლიოთეკის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცეს, გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს და ხაზი გაუსვეს მათ განსაკუთრებულ როლს საზოგადოების საგანმანათლებლო ცხოვრებაში.
ივნ 16 სამ 2026
572
ივნ 15 ორშ 2026
934
ივნ 08 ორშ 2026
963
ივნ 16 სამ 2026
884

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა 


















