დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
2019-05-16

18 მაისს მსოფლიოში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნება. მუზეუმებში ამ დღესათან დაკავშრებით ღია კარის დღეები, სამეცნიერო კონფერენციები და სხვადასხვა ღონისძიებები ეწყობა. დმანისის მუნიციპალიტეტი უერთდება ამ საერთაშორისო დღეს ღონისძიებით "ღამე მუზეუმში".ღონისძიების დასაწყისი 16:00 საათი. 

გთავაზობთ ღონისძიების პროგრამას:

  • 16.00 სთ .- სარეკლამო რგოლი პერიოდულად ტრიალი.
  • 17.00სთ.- ,,ეროვნული სამოსის ჩვენება“- საექსპოზიციო დარბაზში შესული სტუმრების წინაშე ახალგაზრდები ეროვნული სამოსით წარსდგებიან. 
  • 17.20 სთ.-,,ო ქრიშტეშ“( უძველესი საგალობელი)- ააიპ დმანისის კულტურის და ხელოვნების ცენტრის ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი ,,შგარიდა“.
  • 17.25 სთ.- ლექცია თემაზე ,,მუზეუმები ,როგორც კულტურლი ჰაბები“
  • 17 .50 სთ.- ,,კვირია“ - ააიპ დმანისის კულტურის და ხელოვნების ცენტრის ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი ,,შგარიდა“.
  • 17:55 საგალობელი „ქრისტე აღსდგა“
    ბავშვთა საგალობლების შემსწავლელი სტუდია.
  • ფოიეში გამოიფინება წიგნები და ფოტო მასალა.
ვრცლად
2019-05-15

მიმდინარე წლის 15 მაისს 15:00 საათზე, დმანისის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ სტადიონზე, გაიმართებაც ტურნირი ფეხბურთში "ევროპა 2019" .

ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ 2005 წელს ზემოთ დაბადებული გოგონათა და ვაჟთა საფეხბურთო გუნდები.

დასწრება თავისუფალია. 
მობრძანდით და უგულშემატკივრეთ სასურველ გუნდს.

ვრცლად
2019-05-14

მიმდინარე წლის 14 მაისს 17:00 საათზე, სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია და საქართველოს ფედერაცია ატარებს "მოყვარულთა თასის გათამაშებას დიდ ფეხბურთში".

ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან⤵️ 

ბავარია:ამამლო

ვრცლად
2019-05-08

 დმანისის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2019  წლის  8 მაისს  12  საათზე მოწვეული   სხდომის  დღის  წესრიგი

ვრცლად
2019-04-30

პროექტის ფარგლებში „სპორტი ბარიერების გარეშე“ დმანისის მუნიციპალური პირველობები გაიმართება სპორტის 5 სახეობაში: 

მინი-ფეხბურთში, ჭადრაკში, სპრინტში (60 მეტრ დისტანციაზე), ფრენბურთსა და მაგიდის ჩოგბურთში. აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ დმანისელი ახალგაზრდები, როგორც გოგონები ასევე ვაჟები. 

წარმოგიდგენთ სპორტული აქტივობების განრიგს: 01/05/2019 წ. სოფელკამარლოს საჯარო სკოლის დარბაზი 15:00 საათი - მაგიდის ჩოგბურთი, 

01/05/2019 წ. ქალაქ დმანისის ცენტრალური სტადიონი 16:00საათი - სპრინტი, 

02/05/2019 წ. ააიპ „ომარ მუმლაძის სახელობის სპორტული სკოლის“ დარბაზი 15:00 საათი - ჭადრაკი, 

03/05/2019 წ N3 საჯარო სკოლის დარბაზი 15:00 საათი - ფრენბურთი, 

05/05/2019 წ სოფელი განთიადის ხელოვნურსაფარიანი მოედანი 15:00 საათი მინი - ფეხბურთი.

ვრცლად
2019-04-30
მიმდინარე წლის 2 მაისს, სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია და საქართველოს ფედერაცია ატარებს "მოყვარულთა თასის გათამაშებას დიდ ფეხბურთში" (11X11).
12:00 "მაშავერა" - "შინდი";
13:30 "ბავარია" - "იაღუფლო";
14:45 "მალალეტკა" - "ამამლო";
16:00 "სიონი" - "ოროზმანი".
ფეხბურთის მატჩები გაიმართება ქალაქ დმანისის
დიდ სტადიონზე.
მისამართი გორგასლის ქ.N1.
ვრცლად
2019-04-23

24 - 25 აპრილს 10:00 საათზე - ა(აიპ) ომარ მუმლაძის სახელობის სპორტული სკოლისა და ძიუდოს ფედერაციის ორგანიზებით, ასევე დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ნანა დედოფლის ქN 3 (ა) - ში გაიმართება დამსახურებული მწვრთნელის-პედაგოგის, სპორტის ოსტატის ძიუდოსა და სამბოში, კორნელი გირგვლიანის ხსოვნის მეორე საერთაშორისო ტურნირი ჭიდაობა ძიუდოში ჭაბუკთა შორის.
დასწრება თავისუფალია.

ვრცლად
2019-04-23
მიმდინარე წლის 24 აპრილს, ა(ა)იპ დმანისის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო სამსახურის, სოფელ ამამლოს ბიბლიოთეკაში გაიმართება ღონისძიება, რომელიც მიეძღვნება "წიგნის ჩუქების დღე" - ს.
ღონისძიებას დაესწრებიან საბიბლიოთეკო სამსახურის თანამშრომლები, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, პედაგოგები და მოსწავლეები.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია და სურვილის შემთხვევაში ნებიემიერ მსურვეს შეუძლია დაესწროს.
ვრცლად
2019-04-09

დღე მწუხარების და დღე დამოუკიდებლობის.

9 აპრილს პატივს მივაგებთ სამშობლოსათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას.

საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი შეიმკობა ყვავილების გვირგვინით და დაინთება სანთლები.

დმანისის სულთმოფენობის  ტაძრის წინამძღვარი დიონისე გვიმრაძე  გადაიხდის 9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს.

ვრცლად
2019-04-06

6 აპრილს   სპორტის საერთაშორისო დღე აღინიშნება.

სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართება სპორტული ღონისძიებები სლოგანით - სპორტი აერთიანებს, სპორტი უნივერსალური ენაა და მშვიდობა სპორტის მეშვეობით.  

ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება შემდეგი აქტივობები: ჭადრაკი, ძიუდო და ფეხბურთი

ვრცლად
2019-04-04

მიმდინარე წლის 4 აპრილს, 12 საათზე, დმანისის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს სხდომის  დღის  წესრიგი 

ვრცლად
2019-03-31

31 მარტს  ქალაქ დმანისში (ნანა დედოფლის ქუჩა N9) მდებარე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დმანისის რაიონულ სამსახურში ,,სხივური მედიცინიც ცენტრი" და ,,მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი" ჩაატარებს უფასო სამედიცინო აქციას.  

აქციის ფარგლებში იგეგმება „სხივური მედიცინის ცენტრის“  წამყვანი სპეციალისტების შეხვედრა პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო პერსონალთან. 

სამედიცინო გასინჯვის ფარგლებში მოსახლეობას ეძლევა საშუალება მიიღონ მაღალკვალიფიციური სპეციალისტების კონსულტაციები. (გინეკოლოგი, მამოლოგი, თავ-კისრის ქირურგი, ენდოკრინოლოგი, გასტროენტეროლოგი, უროლოგი).

ვრცლად
2019-03-26

„გურგენ გურჩიანი-ფოლკლორული ანსამბლი შგარიდა“- დოკუმენტური ფილმი

მიმდინარე წლის 26 მარტს, 15:00 საათზე, ააიპ "დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის" დარბაზში, გურგენ გურჩიანი-ფოლკლორული ანსამბლი შგარიდა“- დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართება.

ფილმის რეჟისორი-ცისკარა ფაჩულია

პრეზენტაციას გააშუქებს პირველი სამაუწყებლო საზოგადოებრივი არხი

ფილმის ჩვენებას დაესწრებიან ფოლკლორის ცენტრის წარმომადგენლები, ფოლკლორის კორიფეები და საზოგადო მოღვაწეები. პრეზენტაციას გაუძღვება ერეკლე საღლიანი.

დასწრება თავისუფალია! 

ვრცლად
2019-03-27

მიმდინარე წლის 27 მარტს, 12 საათზე, ა(აი)პ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი ფოიეში, გაიმართება "შუქრი ჩხეტიანის სახელობის" სამოყვარულო ტურნირი ჭადრაკში.

ტურნირში მონაწილეობის მსურველთა ასაკი შეუზღუდავია.
გთხოვთ მობრძანდეთ!

ვრცლად
2019-03-31

პროექტის "განავითარე შენი რეგიონი-განავითარე შენი ქალაქი" ფარგლებში, 31 მარტს 11:00 სათზე 

ა(ა)იპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დარბაზში, "დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების" და "სტუდენტური პარლამენტის" ინიციატივით, დმანისელ ახალგაზრდებთან (მერვე, მეცხრე, მეათე,მეთერთმეტე, მეთორმეტე კლასების ჩათვლით)  შეხვედრა გაიმართება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ მობრძანდეთ აღნიშნულ ღონისძიებაზე დასასწრებად.

ვრცლად
2019-03-21

დმანისის მუნიციპალიტეტში ნოვრუზ ბაირამისადმი მიძღვნილი ღონისძიება,  ტრადიციულად ქვემო ოროზმანში გაიმართება.

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმლ კონცეტზე მონაწილეობას მიიიღებენ აზერბაიჯანული სოფლების ინდივიდუალური შემსრულებლები ,  ააიპ დმანისის კულტურის და ხელოვნების ცენტრის ფოლკლორული ანსამბლები და ქ.დმანისის ზ.ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების   სკოლის აღსაზრდელები.

მოეწყობა აზერბაიჯანული სოფლების  მიერ ეთნოგრაფიული და ტრადიციული  სადღესასწაულო სამზარეულოების , ააიპ დმანისის კულტურის და ხელოვნების ცენტრის ხატვისა და ხალხური რეწვის ბავშვთა სტუდიების ნამუშევრებისა   და  ქართული ეთნოგრაფიული კუთხის გამოფენა

გაიმართება შეჯიბრება დოღში, მკავჭიდსა და ძალოსნმობაში.

კონცერტის მსვლელობისას  სამახსოვრო საჩუქრები გადაეცემათ სპორტული ღონისძიებების  გამარჯვებულებს და საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის    წარმატებულ აზერბაიჯანელ სტუდენტებს.

ვრცლად
2019-03-14

დასუფთავების აქცია დმანისის მუნიციპალიტეტში

მიმდინარე წლის 14 მარტს, 15:00- დან 18:00 საათამდე, დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაგეგმილია დასუფთავების აქციია.

აქცია მოიცავს ქ. დმანისის ცენტრალურ და მიმდებარე ქუჩებს, ასევე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებს.

აქციაში ჩაერთვებიან დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, ააიპ-იებისა და საჯარო სკოლების თანამშრომლები, სურვილისამებრ ადგილობრივი მაცხოვრებლები.

ვრცლად
2019-03-07

დმანისის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2019  წლის  7 მარტს  12  საათზე მოწვეული  სხდომის  დღის  წესრიგი.

 

ვრცლად
2019-03-07

7 მარტს 17:00 საათზე

  •  ა(აიპ) კულტურისა და ხელოვნების ცენტრის საკონცერტო დარბაზში ჩატარდება საღამო, რომელიც მიეძღვნება დედისა და ქალთა საერთაშორისო დღეებს
  •  ა(აიპ) კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ფოიეში გამოიფინება თემატური ნახატები და რეწვის ნიმუშები
  • დასწრება თავისუფალია.
  •  გელით!
ვრცლად
2019-02-27

27 თებერვალი / 18:00 საათი

კულტურის ცენტრის სცენა

სპექტაკლის პრემიერა

რეჟისორი: თამარ ხიზანიშვილი

მონაწილეობენ: მანანა ცინცაძე, თამარ ფიროსმანაშვილი, ლაშა-გიორგი პაპუაშვილი, მარიამ ხოდელი, მედეა ახალაძე, დავით გერსამია, დავით მჭედლიშვილი, ნიკო ფიფია 

სალომე კოდელაშვილი.

სპექტაკლი ხორციელდება პროექტის ,,ყოველი თვის ბოლოს #მოდითეატრში" ფარგლებში.

ვრცლად
 

    2025 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123456
    78910111213
    14151617181920
    21222324252627
    282930
     
    სიახლეები