დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
2018-08-24

22 აგვისტოს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა კონკურსი ხუთი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. კონკურსში მონაწილეობის მიღებისათვის განისაზღვრა 10 კალენდარული დღე. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 31 აგვისტო. კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე www.hr.gov.geმსურველებს საშუალება ეძლევათ მიიღონ მონაწილეობა და შესაბამისი ეტაპების გავლის შემდეგ დასაქმდნენ დმანისის მუნიციპილიტეტის მერიაში.

ვრცლად
2018-08-23

23-30 სექტემბერს საქართველოს მასშტაბით ევროპის სპორტის კვირეული გაიმართება. დმანისის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში ატარებს ტურნირებს მინი-ფეხბურთსა და ფრენბურთში. კვირეულში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ ახალგაზრდებს 16 წლიდან. განაცხადები მიიღება დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურში მიმდინარე წლის 21 სექტემბრის ჩათვლით.

ვრცლად
2018-08-21

ნატალი გუჯეჯიანს დაუდგინდა მწვავე ლეიკემიის უიშვიათესი ფორმა.

ბავშვს ესაჭიროება სასწრაფოდ გერმანიაში გადაყვანა და მკურნალობა,რისი სახსრებიც ოჯახს არ გააჩნია.

ოჯახი იმყოფება უკიდურეს გაჭირვებაში.არიან სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებული პირები,.

გთხოვთ გამოვიჩინოთ გულისხმიერება და შესაძლებლობის ფარგლებში გავუწიოთ მცირედი დახმარება. თითოეული ლარი ძალიან მნიშვნელოვანია! 

საბანკო კოდი- TBCBGE 22 

მიმღები: ირმა გუჯეჯიანი

ანგარიში: - GE79TB7031245061100035

#ერთადნატალისთვის

ვრცლად
2018-08-11

11 აგვისტოს 16 საათზე, ქალაქ დმანისის ცენტრალურ სტადიონზე,ჩატარდება მოყვარულთა ლიგის ქვემო ქართლის რეგიონალური ეტაპის მეხუთე ტურის მატჩი,რომელიშიც ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ბავარია-განთიადი.

ვრცლად
2018-08-08

 8 აგვისტო -  2008 წლის აგვისტოს ომის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება. 

12.30სთ. -ი   საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი შეიმკობა ყვავილების გვირგვინით და ანთებული სანთლებით. 

12.45სთ-ი   გმირთა მემორიალთან  ჩატარდება დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი  პანაშვიდი.პანაშვიდს გადაიხდის ქ.დმანისის სულთმოფენობის ტაძრის მსახური მამა გიორგი.

14.00სთ-ი    გმირთა მემორიალთან შეკრებილი მოქალაქეები საქართველოს ოკუპაციას და ქვეყნის  ერთიანობისათვის ბრძოლას ,,ცოცხალი ჯაჭვით“ დააფიქსირებენ.

 ღონისძიება ჩაივლის სამგლოვიარო,საეკლესიო და საბრძოლო მუსიკის ფონზე. 

ვრცლად

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

დმანისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების

(ავტოსატრანპორტო საშუალებები) ელექტრონულ აუქციონზე გატანის შესახებ.

ვრცლად
2018-06-29

30 ივნისს 14:30 საათზე ქალაქ ბოლნისის კულტურის ცენტრში სულხან საბა ორბელიანის 360 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 
ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი წარმოადგენს სპეკტაკლს "სიბრძნე სიცრუისა".

ვრცლად
2018-06-28

ესეების კონკურსი რეგიონალური ბიბლიოთეკების ბიბლიოთეკარებისა და ბიბლიოთეკების მკითხველებისთვის: 
"დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ - რესპუბლიკის 100 წელი"
ესეების კონკურსი ტარდება საქართველოს პრეზიდენტის ახალი კამპანიის "დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ - რესპუბლიკის 100 წელი" ფარგლებში. 

ვრცლად
2018-06-26

26 ივნისს 11:00 საათზე ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დარბაზში გაიმართება ქვემო ქართლის რიგით მეხუთე ტრადიციული ღია პირველობა კიკბოქსინგში.

ღონისძიებას გახსნის დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი.

ტურნირს დაესწრებიან: საქართველოს კიკბოქსინგის ფედერაციის პრეზიდენტი ლაშა ტურაშვილი, დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის თანამშრომლები და დაინტერესებული საზოგადოება.

ვრცლად
2018-06-21

24 ივნისს არასამთავრობო ორგანიზაცია "პირველი ევროპელის" მოწვევით ქალაქ დმანისს ესტუმრება ვეტერან რაგბისტთა გუნდი.
გუნდი რაგბის პოპულარიზაციის მიზნით შეხვდება დმანისელ ახალგაზრდებს და ჩაუტარებს მასტერკლასს რაგბში. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა მშობლებთან.

ვრცლად
2018-06-20

21 ივნისს დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ,,C'' ჰეპატიტის უფასო სკრინინგ-ტესტირება ჩაუტარდება.
მობილური ლაბორატორია სოფელ საფარლოში ამბულატორიასთან 12:00 საათიდან იქნება განთავსებული და ნებისმიერ მოქალაქეს ექნება საშუალება ჩაიტაროს С ჰეპატიტის უფასო სკრინინგი.

ვრცლად

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების პროგრამასთან დაკავშირებით დამატებით გაცნობებთ, რომ ყოველ კვირა დღეს სტუდენტებისათვის ხორციელდება გასვლა დმანისი-თბილისის მიმართულებით 17:00 საათზე.
სტუდენტებს ადგილების დასაჯავშნად შეგიძლიათ წინასწარ დარეკოთ კვირა დღეს 13:00 საათამდე შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: 
599 62 95 50
595 64 65 70

ვრცლად
2018-06-22

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტი, მოხალისეობის განვითარების პროგრამის – “საქართველოს მოხალისეს” ფარგლებში, მიმდინარე წლის 6 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით აცხადებს კონკურსს ქ. თბილისიდან და საქართველოს 10 რეგიონის 64 მუნიციპალიტეტიდან 16-დან 25 წლამდე მოხალისეების შერჩევის მიზნით (თითო მუნიციპალიტეტიდან შეირჩევა 2 მოხალისე).

ვრცლად
2018-06-14

14 ივნისს, მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში,19.00 საათზე საზეიმოდ გაიხსნება. ფეხბურთის მოყვარულებს, ქალაქ დმანისის ცენტრალურ სკვერში შეუძლიათ ჩემპიონატს თვალყური ადევნონ დიდ ეკრანზე.

ვრცლად
2018-06-08

11 ივნისს 11:00 საათზე ქალაქ დმანისის ცენტრალურ სტადიონზე სტარტს აიღებს შუქრი ჩხეტიანის სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთში.
ტურნირში მონაწილეობას მიიღებს თერთმეტი გუნდი.
ტურნირში გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა შუქრი ჩხეტიანის სახელობის გარდამავალი თასი.
მეორე ადგილზე გასულ გუნდს კი ფეხბურთის ბურთი.

ვრცლად
2018-06-07

დმანისში სახელმწიფო პროგრამების შესახებ საინფორმაციო კამპანია იწყება. კამპანიის მიზანია აზერბაიჯანელმა მოსახლეობამ მათ ენაზე მიიღოს ინფორმაცია, იმ სიკეთეებისა და შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც სახელმწიფო სხვადასხვა მიმართულებით სთავაზობს მათ. აღნიშნული საინფორმაციო კამპანია ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ინიციატივითა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპატარის მხარდაჭერით ხორციელდება. 13 ივნისი 11:00 საათი ააიპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დარბაზი ☑️თემა:➡️DCFTA➡️"აწარმოე საქართველოში"➡️სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო 15 ივნისი  11:00 საათი ააიპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დარბაზი პრეზენტაცია - დანერგე მომავალი, აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა, აგროდაზღვევა, პროექტი "ახალგაზრდა მეწარმე. 18 ივნისი 11:00 საათი ააიპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დარბაზი - შემოსავლების სამსახურის მიერ მოსახლეობის ინფორმირება საბაჟო საკითხების (ექსპორტი, იმპოტრი) შესახებ საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებებისა და მოგების გადასახადის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

ვრცლად
2018-05-29

1 ივნისს-ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 
11:00 საათზე ა(აიპ) ,,სათნოების სახლი" - ს ორგანიზებით გაიმართება ღონისძიება, ღონისძიებაზე მისულ ბენეფიციარებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცემათ.
13:00 საათზე ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის საკონცერტო დარბაზში გაიმართება ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ააიპ "დმანისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სამსახური"-ის დაქვემდებარებაში შემავალი საბავშვო ბაღების აღსაზრდელები.

ვრცლად
2018-05-25

დმანისის ახალგაზრდული ცენტრი15:00 საათზე ატარებს ინტელექტუალურ კონკურსს - სახელწოდებით "ჩვენ ვსწავლობთ გეოგრაფიას". კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია დმანისის მუნიციპალიტეტში არსებულ ყველა საჯარო სკოლას (სურვილის მიხედვით).
კონკურსი ჩატარდება გუნდური პრინციპით, რაც გულისხმობს, რომ თითოეული სკოლის მე 10 -11 კლასიდან შეირჩევა სამი მოსწავლე (სკოლის დირექტორის გადაწყვეტილებით. კითხვები, რომლებიც ამ კონკურსში იქნება გამოყენებული მომზადებულია ბაქსვუდის სკოლის გეოგრაფიის კათედრის ხელმძღვანელის - ლიზი გადრანის მიერ. კონკურსის გამარჯვებულები დასაჩუქრდებიან ენციკლობედიებითა და სიგელებით.

ვრცლად
2018-05-25

სახალხო დღესასწაული ,,გომარეთობა“ 27 მაისი 12:00 საათი
ჩატარების ადგილი - სოფელი გომარეთი - კულტურის სახლი.

გომარეთის კულტურის სახლში გაიმართება ღონისძიება სადაც მონაწილეობას მიიღებენ: გომარეთის ფილიალის ქორეოგრაფიული ანსამბლი ქციელები, სულთმოფენობის ტაძრის მგალობელთა გუნდი, რეპერი ლევან სარსევანიძე.
მოეწყობა ააიპ ,, დამანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ ბავშვთა ,,ხატვისა და ხალხური რეწვის“ სტუდიების მოსწავლეთა ნამუშევრების და ეთნოგრაფიული მასალების გამოფენა.
გაიმართება სპორტული ღონისძიებები: დოღი, ჭიდაობა, ლახტი, ჭადრაკი, გამოვლენილ გამარჯვებულებს გადაეცემათ პრიზები.

ვრცლად
2018-05-21

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ფინანსთა სამინისტროს აკადემიასთან თანამშრომლობით და ქვემო ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის მხარდაჭერით აცხადებს კონკურსს ქვემო ქართლში მცხოვრები ქალებისთვის სასწავლო/ტრენინგკურსში  „მეწარმეობის პრაქტიკული კურსი - როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“  მონაწილეობის მისაღებად. სასწავლო კურსის მიზანია  მეწარმეობის შესახებ თეორიული ცოდნის ამაღლება და ბიზნესის წარმოების პრაქტიკული უნარების გაძლიერება.   

ვრცლად
 

    2024 დეკემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    3031
     
    სიახლეები