27 მაისს 12:00 საათზე გომარეთის კულტურის სახლში გაიმართება ღონისძიება სადაც მონაწილეობას მიიღებენ: გომარეთის ფილიალის ქორეოგრაფიული ანსამბლი ქციელები, სულთმოფენობის ტაძრის მგალობელთა გუნდი, რეპერი ლევან სარსევანიძე.
მოეწყობა ააიპ ,, დამანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ ბავშვთა ,,ხატვისა და ხალხური რეწვის“ სტუდიების მოსწავლეთა ნამუშევრების და ეთნოგრაფიული მასალების გამოფენა.
გაიმართება სპორტული ღონისძიებები: დოღი, ჭიდაობა, ლახტი, ჭადრაკი. გამოვლენილ გამარჯვებულებს გადაეცემათ პრიზები.
30 აპრილს 14:00 საათზე
ააიპ დმანისის საბიბლიოთეკო სამსახურში გაიმართება ღონისძიება "წიგნი ცოდნის დედაა".
„ახალგაზრდული ფესტივალი 2018“-ის ფარგლებში 24 და 25 აპრილს 15:00 საათიდან 19:00 საათამდე სოფელ განთიადის ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართება ტურნირი მინი-ფეხბურთში, სადაც მონაწილეობას მიიღებს დმანისის მუნიციპალიტეტის 17 საჯარო სკოლა (როგორც გოგონებში, ისე ვაჟებში).
24 აპრილს დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ,,C" ჰეპატიტის უფასო სკრინინგ-ტესტირება ჩაუტარდება.მობილური ამბულატორია დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ასკაკლიანსა და ბოსლებში იქნება განთავსებული და ნებისმიერ მოქალაქეს ექნება საშუალება ჩაიტაროს ,,C" ჰეპატიტის უფასო სკრინინგ-ტესტირება.
11:00 საათი სოფელი ბოსლები
13:00 საათი სოფელი აზკაკლიანი
25 აპრილი 13:00 საათი
ქ.დმანისი 26 მაისის ქ. N 17
პროექტი დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მიერ ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში. პროექტი, აშშ-ის ევროპული სარდლობის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის დაკვეთით, უშუალოდ განახორციელა აშშ-ის არმიის ინჟინერთა კორპუსმა, მათ მიერ შერჩეული კონტრაქტორი კომპანიის საშუალებით (CESCO).
23 აპრილს 16:00 საათზე წიგნის საეთაშორისო დღეს
ა(აიპ) დმანისის საბიბლიოთეკე სამსახური, კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ფოიეში, მოაწყობს წიგნების გამოფენა-გაყიდვას.
მსახიობი, მეტყველების პედაგოგი, მარიამ კახეთელიძე კულტურის ცენტრის სცენაზე ჩაატარებს მასტერკლასს მეტყველების კულტურაში და ისაუბრებს ქართულ ენაზე მეტყველების წესებსა და თავისებურებებზე.
ღონისძიება დასრულდება სპექტაკლის პრემიერით ,,იავნანამ რა ჰქმნა". დასწრება თავისუფალია.
უანგარო დონორთა აქციაში ჩართვის მზადყოფნის გამოთქმის შემთხვევაში, დონაციის განხორციელების მიზნით გთხოვთ გამოცხადდეთ ხვალ 19 აპრილს დმანისის სასწრაფო დახმარების შენობაში 11:00 საათზე.
22 აპრილს დედამიწის დღესთან დაკავშირებით დმანისის მუნიციპალიტეტში წინასწარ შერჩეულ ადგილებში ჩატარდება დასუფთავების აქცია.
დასუფთავების აქციის მიზანი გარემოზე ზრუნვა და ქალაქში სუფთა გარემოს შენარჩუნებაა.
ღონისძიება აერთიანებს:
1.დედა ენის დღეს
2. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს
3. სიყვარულის დღეს.
ძვირფასო დმანისელებო გაცნობებთ, რომ მერიის გადაწყვეტილებით აღდგომის დღეებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასოდ მოგემსახურებათ შემდეგი განრიგით:
9 აპრილის 12:00 საათზე
საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორილი შეიმკობა ყვავილების გვირგვინით და ანთებული სანთლებით.
ღონისძიებაში ჩაერთვებიან დმანისის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურები და საჯარო სკოლები.
პირველი ტური გაიმართება 2 აპრილს 13:00 საათზე დმანისის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ სტადიონზე.
დასწრება თავისუფალია. გთხოვთ მობრძანდეთ და უგულშემატკივროთ ფავორიტ გუნდს.
დმანისის მუნიციპალიტეტიდან წარმოდგენილი არის ექვსი გუნდი.
დმანისის მუნიციპალიტტის მერია გაცნობებთ, რომ სტუდენტებისთვის, უსინათლოებისათვის, ვეტერანებისა და დიალეზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებისთვის, უფასოდ მოძრაობს მუნიციპალური ტრანსპორტი: დმანისი-თბილისი, თბილისი-დმანისის მიმართულებით, კვირაში ორი დღე, ორშაბათსა და პარასკევს.
საახალწლო კონცესაახალწლო კონცერტი
ა(აიპ) დმანისის კულტურის და ხელოვნების ცენტრი
31 დეკემბერი 21 სთ.30 წთ.რტი
14 იანვარს 16:00 საათზე
ა(აიპ) კულტურის და ხელოვნების ცენტრის საკონცერტო დარბაზში გაიმართება საესტარდო სიმღერის შემსწავლელი სტუდია ,,მიქსის“ კონცერტი.
დასწრება თავისუფალია.
არასამთავრობო ორგანიზაცია „დმანისელები“- ს ორგანიზებით 13 იანვარს 15:00 საათზე, ა(აიპ),კულტურისა და ხელოვნების ცენტრის საკონცერტო დარბაზში გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი დმანისელი მაია კავლელაშვილის დასახმარებლად.
19 იანვარს
15:00 საათზე ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, დმანისის თეატრის დამაარსებელთა სახელის უკვდავსაყოფად სოფელ განთიადში, იქ სადაც თეატრის პირველი სპექტაკლები იმართებოდა, გახსნის მემორიალურ დაფას.