არასამთავრობო ორგანიზაცია „დმანისელები“- ს ორგანიზებით 13 იანვარს 15:00 საათზე, ა(აიპ),კულტურისა და ხელოვნების ცენტრის საკონცერტო დარბაზში გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი დმანისელი მაია კავლელაშვილის დასახმარებლად.
19 იანვარს
15:00 საათზე ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, დმანისის თეატრის დამაარსებელთა სახელის უკვდავსაყოფად სოფელ განთიადში, იქ სადაც თეატრის პირველი სპექტაკლები იმართებოდა, გახსნის მემორიალურ დაფას.
არასამთავრობო ორგანიზაცია "პირველი ევროპელის" ორგანიზებით, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ფილმ "ექვთიმე ღვთისკაცის" შემოქმედებითი ჯგუფის ხელმძღვანელობით 4 თებერვალს, ააიპ "კულტურისა და ხელოვნების ცენტრში" გაიმართება ქართველი ხალხის ქველმოქმედებით შექმნილი პირველი მხატვრული ფილმის "ექვთიმე ღვთისკაცი"-ს კინოჩვენება.
3-4 მარტს პრაღაში გაიმართება ევროპის ღია პირველობა, სადაც საქართველოს ძიუდოს ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს დმანისელი ბაგრატ ნინიაშვილი.
3-4 მარტს 11:00 საათზე
ა(აიპ) ომარ მუმლაძის სახელობის სპორტული სკოლის ორგანიზებით გაიმართება დამსახურებული მწვრთნელის-პედაგოგის, სპორტის ოსტატის ძიუდოსა და სამბოში, კორნელი გირგვლიანის ხსოვნის საერთაშორისო ტურნირი ჭიდაობა ძიუდოში.
5 მარტს 17:00 საათზე
ა(აიპ) კულტურისა და ხელოვნების ცენტრში დმანისელი ახალგაზრდების ორგანიზებით და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი დმანისელი სალომე ვიბლიანის დასახმარებლად.
ა(აიპ) კულტურისა და ხელოვნების ცენტრის საკონცერტო დარბაზში გაიმართება დედათა და ქალთა დღისადმი მიძღვილი საღამო, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ა(აიპ) კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული სტუდიები და ანსამბლები.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერია, კვირაში ორი დღე ახორციელებს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სტუდენტთა, ვეტერანთა და უსინათლო ბენეფიციართა უფასო ტრანსპორტირებას დმანისი-თბილისი, თბილისი-დმანისის მიმართულებით.
ძვირფასო მომხმარებლებო!
აღნიშნული სერვისის ეფექტურად განხორციელების მიზნით, გთხოვთ მოგვაწოდოთ ინფორმაცია ვებ-გვერდის შემდეგ მისამართზე
http://dmanisi.gov.ge/kontaqti თუ რომელ დღესა და საათზეა თქვენთვის ხელსაყრელი აღნიშნული მარშრუტით გადაადგილება. ასევე მოგვწერეთ დმანისის მუნიციპალიტეტის ფეისბუქზე და დაუკავშირდით დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელს მეგი ედიბერიძეს.
ტელ:599 85 66 90
პატივისცემით დმანისის მუნიციპალიტეტის მერია.
მოქალაქეთა მიღების საათები დილის 9:00 სთ-დან საღამოს 18:00 სთ-მდე განისაზღვრა.
თვითმმართველობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა კონტაქტი მოსახლეობასთან. იმისათვის, რომ გავიგოთ რა აწუხებთ და რა პრობლემის გადაჭრა სურთ ამა თუ იმ სოფელსა და დასახლებაში მცხოვრებ მოქალაქეებს აუცილებელია, წინასწარ მოგვწეროთ პრობლემის შესახებ ვებ-გვერდის შემდეგ მისამართზე:
http://dmanisi.gov.ge/kontaqti
ვითანამშრომლოთ და ერთად მოვაგვაროთ პრობლემები დმანისის მუნიციპალიტეტში.
არასამთავრობოორგანიზაცია "პირველიევროპელის" ორგანიზებით, დმანისისმუნიციპალიტეტისმერიისმხარდაჭერითადაფილმ "ექვთიმეღვთისკაცის" შემოქმედებითიჯგუფისხელმძღვანელობით 4 თებერვალს, ააიპ "კულტურისადახელოვნებისცენტრში" გაიმართებაქართველიხალხისქველმოქმედებითშექმნილიპირველიმხატვრულიფილმის "ექვთიმეღვთისკაცი"-სკინოჩვენება.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს კონკურსს „წერილი სახალხო დამცველს“.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქვემო ქართლის, სამეგრელოს, გურიის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის საჯარო სკოლების ყველა მე–10, მე–11 და მე–12 კლასის მოსწავლეს. კონკურსის მეშვეობით მათ ეძლევათ შესაძლებლობა საქართველოს სახალხო დამცველს პირადად მისწერონ წერილი გენდერული თანასწორობის თემატიკაზე:
• გენდერული თანასწორობა და ქალთა უფლებები;
• ადრეულ ასაკში ქორწინება;
• ოჯახში ძალადობა და ქალთა მიმართ ძალადობა;
• ქალი და პოლიტიკა;
• გენდერული სტერეოტიპები;
ქალაქ დმანისის ა(ა)იპ კულტურის და ხელოვნების ცენტრის საკონცერტო დარბაზში, დმანისის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ჩატარდება ქორეოგრაფ გივი (გია) ტატიშვილის ხსოვნის საღამო , რომელშიც მონაწილეობას მიიღებს, ღონისძიების ორგანიზატორი, ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,მართვე“.გივი (გია) ტატიშვილის მოღვაწეობის შესახებ ისაუბრებენ მისი მეგობრები, მოსწავლეები, მშობლები და მოწვეული სტუმრები ქორეოგრაფიული კავშირიდან. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს ასევე ეკლესიის მგალობელთა გუნდი. ღონისძიებას ტექნიკურად უზრუნველყოფს დმანისი ა(ა)იპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრი.
17 ნოემბერს 11:00 საათზე ევროკავშირის და ,,UN Women" -ის ფინანსური მხარდაჭერით პროექტის ფარგლებში „არა ოჯახში ძალადობას!“ დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება დისკუსია მრგვალი მაგიდის ფორმატში.
დასწრება თავისუფალია.
10 ნოემბერს 18:00 საათზე ა(აიპ) დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დარბაზში ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილისადმი მიძღვნილი სპექტაკლი ,,საუკუნის მკვლელობა" გაიმართება. დასწრება თავისუფალია.
ავტორი და დამდგმელი რეჟისორი: გიორგი სავანელი.
ნაშრომების გამოგზავნის ბოლო ვადაა 11 სექტემბერი.
კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე:
www.gnta.ge/regional-tourism-development-samtskhe-javakheti-shida-kartli
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ კონფერენციის Facebook გვერდს:https://www.facebook.com/gntaconference
14 აგვისტოს 12 საათზე
მობილური ლაბორატორია განთავსდება სოფელ გომარეთის ადმინისტრაციულ შენობასთან და ნებისმიერ მოქალაქეს ექნება საშუალება ჩაიტაროს სკრინინგ-ტესტირება.
ქალაქ დმანისში, რუსული აგრესიის შედეგად საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული გმირების პატივსაცემად დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელი პირები თანამშრომლებთან და რიგით მოქალაქეებთან ერთად, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების მემორიალს გვირგვინით შეამკობენ და წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ დაღუპულთა ხსოვნას.
დმანისის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით სტუდენტური ორგანიზაცია „თაობა XXI საქართველო“ გიწვევთ ღონისძიებაზე სახელწოდებით „აფხაზეთი მე ვარ“.
პატრიოტული ხასიათის ღონისძიებაზე პოეზიისა და პროზის სინთეზით წარმოდგენილი იქნება აფზახეთისა და სამაჩაბლოს თემა.
მისამართი ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის სალხი.
დასაწყისი 27 ივლისი 19 საათი.
მაღალმთიანი დასახლების ნუსხას დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლები: განახლება, ზემო კარაბულახი და ახალი გოდაგდაგი დაემატა.
11 ივლისს დმანისელი თეატრის მოყვარულები ,,ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის" დმანისის სახელმწიფო დრამატულ თეატრში იხილავენ სპექტაკლს ,,ჭური".
დასწრება თავისუფალია.
დასაწყისი - 18:00 საათი.