მოხალისეობის ერთიანი ეროვნული ბაზა შეიქმნა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის ,,მოხალისეობის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოს ტერიტორიაზე ყინვა გაძლიერდება. მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქაც ზოგიერთ მუნიციპალიტეტში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. 21-22-23 იანვარს იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16–18 იანვარს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +11, +16, აღმოსავლეთ საქართველოში +4, +9 გრადუსი იქნება. 19-20 იანვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია შედარებით ცივი და ნალექიანი ამინდი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +4, +9 გრადუსი იქნება. 21 იანვარს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს, 22 იანვარს კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
2017 წელს 4 იანვრიდან 30 იანვრის ჩათვლით დმანისის მუნიციპალიტეტის ,,ქალთა ოთახი" აცხადებს ფოტო კონკურს.
კონკურსი სახელწოდებით, ,, ქალი და მამაკაცი სოფლად''.
ფიტოებზე უნდა იყოს აღბეჭდილი რეგიონში ქალთა და მამაკაცთა ყოველდღიური ცხოვრება, მათი საქმიანობა, ერთობლივი მუშაობის პროცესი მოსავლის აღებაზე, მეცხოველეობის სფეროში, ბავშვების მოვლის კადრები და სხვა;
1 მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი ასაკისა და საცხოვრებელი ადგილის წარმომადგენელს;
2 სურათები უნდა იყოს კარგი ხარისხის (300 dpi);
3 ერთ ადამიანს შესაძლებლობა აქვს წარადგინოს არაუმეტეს სამი სურათისა.
გამარჯვებული დაჯილდოვდება.
გისურვებთ წარმატებას !
23 დეკემბერს ააიპ კულტურის და ხელოვნების ცენტრში გაიმართება საქველმოქმედო აქცია კონცერტი თეკლა დევდარიანის დასახმარებლად, რომელსაც ესაჭიროება ორივე თვალის ტრანსპლანტაცია.
,,ჩვენ დავინახავთ მზეს“ დასაწყისი 16:00 საათზე.
ღონისძიების მხარდამჭერია დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა.
დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საყურადღებოდ!
მიმდინარე წლის 28 ნოემბერს დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ექნება საშუალება ჩაიტაროს С ჰეპატიტის უფასო სკრინინგი - ლაბორატორიული გამოკვლევა. მობილური ლაბორატორია განთავსდება ქალაქ დმანისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობასთან 12 საათიდან.
21 ნოემბერს 18 საათზე ააიპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრში გაიმართება ვაჟა აზარაშვილის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო.
დასწრება თავისუფალია.
ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 31 ოქტომბერს ელექტრომომარაგება 11:00 საათიდან 18:00 საათამდე დმანისსა და მიმდებარე სოფლებში 6656 აბონენტს შეეზღუდება.
28 ოქტომბერს, 18:00 საათზე ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიულ დრამატულ თეატრში, გაიმართება ცნობილი ქართველი პოეტის ერეკლე საღლიანის შემოქმედებითი საღამო.
დასწრება თავ ისუფალია.
22 სექტემბერს 11:00 საათზე
პირველადი სამედიცინო დახმარების ცენტრში, ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტი (სისხლის გადასხმის ინსტიტუტი) აწყობს აქციას დმანისის მუნიციპალიტეტში.
![]() |
| 20 ივნისს 18-00 საათზე ააიპ კულტურის და ხელოვნების ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე |
| 16 ივნისი, ხუთშაბათი, 2016 წელი |
![]() |
| 1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე |
| ღონისძიება დაიწყება 12 : 00 -საათზე „ა(ა)იპ“ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე. საჰაერო ბუშტებით და ფერადი ქაღალდებით საზეიმოდ მოირთვება „ა(ა)იპ“კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მიმდებარე ტერიტორია, ფერადი ცარცების გამოყენებით მოიხატება მოედანი, მუნიციპალიტეტის ყველა ბაღი ჩაერთვება საზეიმო კონცერტში „ა(ა)იპ“კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დარბაზში ბავშვებისათვის ნაჩვენები იქნება მულტფილმები. ღონისძიებას ორგანიზებას გაუწევს „ა(ა)იპ“კულტურისა და ხელოვნების ცენტრი. ღონისძიების მხარდამჭერია ა(ა)იპ“ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება. |
| 31 მაისი, სამშაბათი, 2016 წელი |
![]() |
| საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი |
| ჩატარების დრო 26 მაისი 12:00 საათი. ჩატარების ადგილი: ააიპ დმანისის კულტურის და ხელოვნების ცენტრის დარბაზი. საზეიმო ღონისძიებაზე მონაწილეობენ: ფოლკლორული ანსამბლი ,,შგარიდა“,,ქართველო ხელი ხმალს იკარ“ , ,,ფერხული“. ფოლკლორული ანსამბლი ,,ირინოლა“,,ჩონგურს სიმები გაუბი“ , ,,დიდოუ ნანა“ . ინტერნაციონალური ანსამბლი ,,დმანისური აისი“ „საქართველო“. ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი ,,კიდევაც დაიზრდებიან“ ,,სამშობლო“, ,,კასლეთილა“. ბავშვთა ქორეოგრაფიული სტუდია ,,კიდევაც დაიზრდებიან“ ,,რაჭული“ , ,,ქალთა მთიულური“. ხალხური საკრავების სტუდია „მთიელ ქალთა ცეკვა“, გ.ყარაშვილის „სამშობლო“ სამეჯლისო ცეკვების სტუდია ,,დანსი“ ალსი, ჰიპ-ჰოპი. თეატრალური სტუდია ,,ბერიკები“. საესტრადო სტუდია „სამშობლო“. ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,მართვე“ ,,ყაზბეგური“ , ,,აფხაზური“. ფოიეში მოეწყობა ბავშვთა ნამუშევრების (ხატვა, რეწვა) გამოფენა. სამხატვრო ხელმძღვანელი ზოია ბერუაშვილი. |
| 25 მაისი, ოთხშაბათი, 2016 წელი |
![]() |
| 27 მაისს17:00 საათზე ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ გაიმართება საზეიმო ღონისძიება მოწვეული მომღერლების მეშვეობით (ჯგუფი ,,ქუჩის ბიჭები“, ზურა დოიჯაშვილი, თიკა ჯამბურია და სხვ). დმანისის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მე -12 კლასელებისთვის სკოლის დამთავრებასთან დაკავშირებით. |
| 25 მაისი, ოთხშაბათი, 2016 წელი |
![]() |
| მიმდინარე წლის 24 მაისს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მხარდაჭერით, ჯავრიშვილის კლინიკა ,,ოფთალმიჯი“-ს მაღალკვალიფიციური ექიმები დმანისში 13:00 – 18:00 საათამდე 03 - ის შენობაში უფასო გამოკვლევებს ჩაატარებენ, რომელიც მოიცავს 60 წლის ზემოთ პენსიონერ და სოციალურად დაუცველ პაციენტს |
| 20 მაისი, პარასკევი, 2016 წელი |
![]() |
| საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო იწყებს მოხალისეობის განვითარების პროგრამას ,,საქართველოს მოხალისე“ |
| საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო იწყებს მოხალისეობის განვითარების პროგრამას ,,საქართველოს მოხალისე“, როლის მიზანია მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერება, მოხალისეთა ერთიანი ქსელის შექმნა, მოხალისეობის პოპულარიზაცია, საკუთარი ნების საფუძველზე უანგარო შრომის იდეის პოპულარიზაცია. პროგრამის ფარგლებში შეირჩევა 17 დან 25 წლამდე ორი მოხალისე თითოეული მუნიციპალიტეტიდან. შერჩეული ახალგაზრდები მიიღებენ ,,საქართველოს მოხალისის“ სტატუსს, რომლებიც 10 დან 14 ივნისის ჩათვლით გაივლიან 5 დღიან ტრენინგ-სემინარს. პროგრამაში მონაწილე მოხალისეებს საშუალება ექნებათ: 1.გაიარონ 5 დღიანი ტრენინგ-სემინარი 2.მონაწილეობა მიიღონ სამინისტროს ეგიდით გამართულ ღონისძიებებში 3.ჩაერთონ საერთაშორისო მოხალისეობრივ პროექტებში (European Voluntary Service) 4.გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ წლის საუკეთესო მოხალისეები პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატებმა კონკურსის პირველ ეტაპზე რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ მისამართზე: http://youth.gov.ge/home 11 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით. კონკურსის მეორე ეტაპზე გადავლენ სააპლიკაციო ფორმების საფუძველზე შერჩეული კანდიდატები. საკონტაკტო პირი: ნიკა ქართველიშვილი დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის წამყვანი სპეციალისტი ახალგაზრდობის საქმეთა საკითხებში. 598 49 39 92 |
| 19 მაისი, ხუთშაბათი, 2016 წელი |
![]() |
| 18 მაისს 14:00 საათზე დმანისის მუნიციპალიტეტში კულტურის სახლთან არსებულ სკვერში ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება. ვისაც აქვს ეროვნული სამოსი, მისასალმებელი იქნება, თუ აღნიშნული სამოსით შეუერთდება ღონისძიებას. |
| 17 მაისი, სამშაბათი, 2016 წელი |
![]() |
| 11 მაისს დმანისის მუნიციპალიტეტში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება |
| 25 აპრილი, ორშაბათი, 2016 წელი |
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შბ | კვ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | 31 |
თებ 28 შბ 2026
456
თებ 24 სამ 2026
942
თებ 14 შბ 2026
1036

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა 







