საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო იწყებს „მოხალისეობის განვითარების პროგრამის საქართველოს მოხალისე“-ს განხორციელებას, რომელსაც საფუძვლად უდევს საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა.
21 აპრილს 16:00 საათზე, დმანისის კულტურის და ხელოვნების ცენტრში აღდგომის ბრწყინვალე დრესასწაულს, დედაენის და სიყვარულის დღეს აღნიშნავენ.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ა(ა)იპ კავშირი ,,პოეზიის მეგობართა კლუბი”, საქართველოს რეგიონებში ახორციელებს საგანმანათლებლო-ლიტერატურულ პროექტს ,,ცოცხალი წიგნები”.
პროექტი 2015 წელს დაიწყო და წელსაც გრძელდება.
,,ცოცხალი წიგნები” წელს 24 აპრილს დმანისის მუნიციპალიტეტის კულტურის და ხელოვნების ცენტრს ეწვევა 12:00 საათზე.
9 აპრილს 12 საათზე დმანისის მუნიციპალიტეტში კულტურის და დასვენების სკვერში, ააიპ კულტურის და ხელობნების ცენტრის ორგანიზებით 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპულ გმირებს გაიხსენებენ.
მემორიალს შეამკობენ გვირგვინით და დაანთებენ სანთლებს.
2017 წლის 8 მარტს ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა ევროკავშირის საბჭოს N539/2001 რეგულაციის ცვლილება, რომლის თანახმად, საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მქონე ქვეყნების სიაში გადაინაცვლა.
შესაბამისად, 2017 წლის 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტს, შეძლებენ ვიზის გარეშე ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში გამგზავრებას.
უვიზოდ მოგზაურობა შესაძლებელია შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას. უვიზო მიმოსვლა ასევე შესაძლებელია შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანასთან:
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი" ახორციელებს შემდეგ სპორტულ აქტივობებს:
საბავშვო ქუჩის ფეხბურთის ფესტივალი (5X5);
საბავშვო ქუჩის კალათბურთის ახალგაზრდული ფესტივალი (3X3);
სპრინტი 60 მეტრზე;
ჭადრაკი;
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და რეგისტრაციისათვის მიმართეთ ადგილობრივ მუნიციპალიტეტს.
საკონტაკტო პირი: ნიკა ქართველიშვილი ტელ: 598 49 39 92
დმანისის მუნიციპალიტეტი ავრცელებს ინფორმაციას
დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საყურადღებოდ!
მიმდინარე წლის 22 მარტს დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ექნება საშუალება ჩაიტაროს С ჰეპატიტის უფასო სკრინინგი - ლაბორატორიული გამოკვლევა.
მობილური ლაბორატორია განთავსდება დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი დმანისი - ვარდისუბნის ამბულატორიის შენობასთან 12 საათიდან და ნებისმიერ მოქალაქეს ექნება საშუალება ჩაიტაროს С ჰეპატიტის უფასო სკრინინგი.
7 მარტს 16:00
კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დარბაზში ჩატარდება საღამო, რომელიც მიეძღვნება დედისა და ქალთა საერთაშორისო დღეებს.
გამოიფინება თემატური ნახატები და რეწვის ნიმუშები.
დასწრება თავისუფალია.
მოხალისეობის ერთიანი ეროვნული ბაზა შეიქმნა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის ,,მოხალისეობის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოს ტერიტორიაზე ყინვა გაძლიერდება. მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქაც ზოგიერთ მუნიციპალიტეტში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. 21-22-23 იანვარს იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16–18 იანვარს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +11, +16, აღმოსავლეთ საქართველოში +4, +9 გრადუსი იქნება. 19-20 იანვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია შედარებით ცივი და ნალექიანი ამინდი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +4, +9 გრადუსი იქნება. 21 იანვარს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს, 22 იანვარს კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
2017 წელს 4 იანვრიდან 30 იანვრის ჩათვლით დმანისის მუნიციპალიტეტის ,,ქალთა ოთახი" აცხადებს ფოტო კონკურს.
კონკურსი სახელწოდებით, ,, ქალი და მამაკაცი სოფლად''.
ფიტოებზე უნდა იყოს აღბეჭდილი რეგიონში ქალთა და მამაკაცთა ყოველდღიური ცხოვრება, მათი საქმიანობა, ერთობლივი მუშაობის პროცესი მოსავლის აღებაზე, მეცხოველეობის სფეროში, ბავშვების მოვლის კადრები და სხვა;
1 მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი ასაკისა და საცხოვრებელი ადგილის წარმომადგენელს;
2 სურათები უნდა იყოს კარგი ხარისხის (300 dpi);
3 ერთ ადამიანს შესაძლებლობა აქვს წარადგინოს არაუმეტეს სამი სურათისა.
გამარჯვებული დაჯილდოვდება.
გისურვებთ წარმატებას !
23 დეკემბერს ააიპ კულტურის და ხელოვნების ცენტრში გაიმართება საქველმოქმედო აქცია კონცერტი თეკლა დევდარიანის დასახმარებლად, რომელსაც ესაჭიროება ორივე თვალის ტრანსპლანტაცია.
,,ჩვენ დავინახავთ მზეს“ დასაწყისი 16:00 საათზე.
ღონისძიების მხარდამჭერია დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა.
დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საყურადღებოდ!
მიმდინარე წლის 28 ნოემბერს დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ექნება საშუალება ჩაიტაროს С ჰეპატიტის უფასო სკრინინგი - ლაბორატორიული გამოკვლევა. მობილური ლაბორატორია განთავსდება ქალაქ დმანისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობასთან 12 საათიდან.
21 ნოემბერს 18 საათზე ააიპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრში გაიმართება ვაჟა აზარაშვილის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო.
დასწრება თავისუფალია.
ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 31 ოქტომბერს ელექტრომომარაგება 11:00 საათიდან 18:00 საათამდე დმანისსა და მიმდებარე სოფლებში 6656 აბონენტს შეეზღუდება.
28 ოქტომბერს, 18:00 საათზე ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიულ დრამატულ თეატრში, გაიმართება ცნობილი ქართველი პოეტის ერეკლე საღლიანის შემოქმედებითი საღამო.
დასწრება თავ ისუფალია.
22 სექტემბერს 11:00 საათზე
პირველადი სამედიცინო დახმარების ცენტრში, ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტი (სისხლის გადასხმის ინსტიტუტი) აწყობს აქციას დმანისის მუნიციპალიტეტში.
![]() |
20 ივნისს 18-00 საათზე ააიპ კულტურის და ხელოვნების ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე |
16 ივნისი, ხუთშაბათი, 2016 წელი |
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შბ | კვ |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 |





