დიაბეტის მართვის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, მერიის ქალთა ოთახში ადგილობრივ ექიმებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე დმანისის წითელი ჯვრის წარმომადგენელმა, ადგილობრივ ექიმებს სისხლში შაქრის დონის გასაზომად საჭირო ინვენტარი - გლუკომეტრები, ნემსები, ჩხირები გადასცა. აღსანიშნავია, რომ პროექტი ფინანსდება დიაბეტის მსოფლიო ფონდის მიერ და PSP - ფინანსური მხარდაჭერით.
დმანისის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით , მიმდინარე წლის 01 თებერვალს მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართება :
- გომარეთი გომარეთი სოფლის ცენტრი 01.02.პარასკ. 12:00 სთ. კონსულტაცია
- გომარეთი კაკლიანი სოფლის ცენტრი 01.02.პარასკ. 17:00 სთ. საერთო კრება
- გომარეთი მამულო სოფლის ცენტრი 01.02.პარასკ. 13:20 სთ. საერთო კრება
- გომარეთი ქცია სოფლის ცენტრი 01.02.პარასკ. 15:00 სთ. საერთო კრება
დმანისის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით , მიმდინარე წლის 28 იანვარს მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართება:
ოროზმანი, დალარი სოფლის ცენტრი 28.01.ორშ. 11:00 სთ საერთო კრება 5,000 ლარი,
ოროზმანი, მთისძირი სოფლის ცენტრი 28.01.ორშ. 14:40 სთ საერთო კრება 6,000 ლარი,
ოროზმანი ვაკე სოფლის ცენტრი 28.01.ორშ. 15:40 სთ საერთო კრება 6,000 ლარი,
ოროზმანი, ქვემო ოროზმანი სოფლის ცენტრი 28.01.ორშ.12:20 სთ. საერთო კრება 6,000 ლარი,
ოროზმანი, ზემო ოროზმანი სოფლის ცენტრი 28.01.ორშ.13:30 სთ. კონსულტაცია 8,000 ლარი.
დმანისის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით , მიმდინარე წლის 25 იანვარს მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართება :
იფნარი, საჯა სოფლის ცენტრი 25.01.პარასკ. 12:00 სთ. საერთო კრება 5,000 ლარი
იფნარი, ბახჩალარი სოფლის ცენტრი 25.01.პარასკ. 13:30 სთ. საერთო კრება 5,000 ლარი
იფნარი, ორმაშენი სოფლის ცენტრი 25.01.პარასკ. 14:50 სთ. საერთო კრება 5,000 ლარი
დმანისის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით , მიმდინარე წლის 24 იანვარს მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართება:
იფნარი, დაგარახლო სოფლის ცენტრი 24.01.ხუთშ. 12:00 სთ. კონსულტაცია 8,000 ლარი,
იფნარი, იფნარი სოფლის ცენტრი 24.01.ხუთშ. 13:10 სთ. საერთო კრება 6,000 ლარი,
იფნარი,კიზილაჯლო სოფლის ცენტრი 24.01.ხუთშ. 14:20 სთ საერთო კრება 5,000 ლარი.
გთხოვთ მობრძანდეთ და მიიღოთ მონაწილეობა.
მიმდინარე წლის 18-20 იანვარს ქალაქ თბილისში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი კიკბოქსინგში. სადაც მონაწილეობა მიიღეს დმანისის ა(ა)იპ ომარ მუმლაძის სახელობის სპორტული სკოლის აღსაზრდელებმა: გიორგი მარტიაშვილმა და რავილ აბდურახმანოვმა. გუნდის მწვრთნელის, ლერი ავალიშვილის მიერ მოწოდებული ინფორმაციით სპორტსმენებმა დამაჯერებლად და ქულათა დიდი სხვაობით სძლიეს მოწინააღმდეგეებს. გვასახელეს რადგან ორივემ პირველი ადგილი მოიპოვა.
დმანისის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მიმდინარე წლის 2️⃣3️⃣ იანვარს მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართება:⤵️
▶️კარაბულახი, სოფლის ცენტრი 23.01.ოთხშ. 12:00 სთ. საერთო კრება 5,000 ლარი
▶️სარკინეთი, სარკინეთი სოფლის ცენტრი 23.01.ოთხშ. 13:00 სთ. საერთო კრება 5,000 ლარი
▶️სარკინეთი, განახლება სოფლის ცენტრი 23.01.ოთხშ. 12:00 სთ. საერთო კრება 5,000 ლარი
▶️სარკინეთი, ველისპირი სოფლის ცენტრი 23.01.ოთხშ. 11:00 სთ. საერთო კრება 5,000 ლარი
დმანისის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით , მიმდინარე წლის 22 იანვარს მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართება.
დმანისის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მიმდინარე წლის 16 იანვარს (ოთხშაბათი) 12:10სთ-ზე, სოფლელ განთიადში, სოფლის ცენტრში, მოსახლეობასთან კონსულტაცია გაიმართება.
გთხოვთ მობრძანდეთ.
დმანისის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მიმდინარე წლის 15 იანვარს (სამშაბათს) 13:20 სთ-ზე, სოფლელ დიდ დმანისში, საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სოფლის მოსახლეობასთან კონსულტაცია გაიმართება. გთხოვთ მობრძანდეთ.
14 იანვარს საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება.
ღონისძიებას დმანისის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა.
სახელწიფო დროშები გამოიფინა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასა და ცენტრალურ ქუჩაზე.
აღსანიშნავია, რომ მოსახლეობა სურვილისამებრ შეუერთდა სახელმწიფო დროშის დღეს და საცხოვრებელი სახლების აივნებზე გამოფინეს სახელმწიფო დროშა.
დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მიერ ინიცირებული "ტრანსპორტით მომსახურების 2019 წლის მუნიციპალური პროგრამა" გრძელდება!
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 8 იანვარს 14 საათზე მოწვეული სხდომის დღის წესრიგი.
ძვირფასო დმანისელებო, ტემპერატურის მოსალოდნელი ვარდნის გამო, დაანონსებული საახალწლო ღონისძიება, ცენტრალური სკვერის ნაცვლად ააიპ "კულტურისა და ხელოვნების ცენტრის" საკონცერტო დარბაზში ჩატარდება.
გელით ყველას!
მიმდინარე წლის 27 დეკემბერიდან 2019 წლის 04 იანვრის ჩათვლით დმანისის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა აუქციონი eAuction.ge-ზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების იჯარით გასაცემ მიწის (ბუნებრივი საძოვარი,სახნავი, სათიბი) ნაკვეთებზე.
https://www.eauction.ge/Home/Search/W3sia2V5IjoiQ2F0ZWdvcnlJRCIsInZhbHVlIjoiMCJ9LHsia2V5IjoiU2ltcGxlU2VhcmNoVHlwZSIsInZhbHVlIjoiMTAyMCJ9LHsia2V5IjoiU2VhcmNoQWxsIiwidmFsdWUiOiJmYWxzZSJ9LHsia2V5IjoiU29ydEZpbGQiLCJ2YWx1ZSI6OH0seyJrZXkiOiJTaW1wbGVTZWFyY2hGaWxkIiwidmFsdWUiOiLhg5Phg5vhg5Dhg5/zhg5jhg6Hhg5gifV0=/1
იუსტიციის მინისტრი 59-ე საზოგადოებრივ ცენტრს 25 დეკემბერს დმანისში 14:00 საათზე გახსნის.
თანამედროვე სტანდარტების ახალი შენობა სპეციალურად საზოგადოებრივი ცენტრისთვის აშენდა.
მშენებლობის დასრულების შემდეგ, დმანისის მუნიციპალიტეტის მხრიდან მოხდა ტერიტორიის შემოღობვა სკვერით და გარე პერიმეტრის კეთილმოწყობა. კერძოდ გაფართოვდა საზოგადოებრივ ცენტრამდე მისასვლელი გზა, მოეწყო გარე განათების სისტემა.
საზოგადოებრივი ცენტრი ძირითადად, ორიენტირებული იქნება ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე. ცენტრი მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისს, გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობას და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობს. იუსტიციის სახლის მომსახურების გარდა, მოსახლეობა ადგილზევე შეძლებს სოფლის მეურნეობისა და განათლების სამინისტროების სერვისებით სარგებლობაც.
დმანისის საზოგადოებრივ ცენტრში მოეწყო უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკა, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიც იქნება დაცული. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ დმანისში სამი საჯარო სკოლა ფუნქციონირებს. ბეჭდური და ციფრული ბიბლიოთეკა და ინტერნეტის ხელმისაწვდომობა ბავშვებს საშუალებას მისცემს, სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით შეიძინონ ცოდნა და ინტერნეტის საშუალებით მიიღონ მათთვის საინტერესო უახლესი ინფორმაცია ამა თუ იმ საკითხზე, რის შესაძლებლობასაც ისინი მოკლებულნი იყვნენ.
ღონისძიების ფარგლებში, საზოგადოებრივი ცენტრის საქმიანობისა და ფუნქციების შესახებ სახალისო ვიქტორინა ჩატარდება, გახსნის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ კი, საზეიმო კონცერტი გაიმართება.
ღონისძიებას დაესწრებიან : დმანისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი კახაბერ ოქრიაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ გუბერნატორი - შოთა რეხვიაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონული მართვის სამსახურის უფროსი - სოზარ სუბარი. დმანისის მუნიციპალიტეტის მერი - გიორგი ტატუაშვილი მოადგილეებთან თანამშრომლებთან ერთად, ასევე საკრებულოს ხელმძღვანელი პირები და დაინტერესებული დმანისელი საზოგადოება.
24 დეკემბერს, 18 საათზე მოხდება ნაძვის ხის საზეიმო ანთება და ქუჩების განათება.
ნაძვის ხის ანთებამდე თქვენთვის კონცერტს გამართავს:
1.ალილო- ააიპ“დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან“ არსებული საგალობლების სტუდია.
2.ააიპ“დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან“ არსებული საესტრადო სიმღერების სტუდია "მიქსი".
ნაძვის ხის ანთების შემდეგ გაიმართება ცეკვის კარაოკე.
ძვირფასო დმანისელებო, მობრძანდით და ერთად გავილამაზოთ ეს დღე!
ქართულული საზოგადოება ლეგენდარული ანსამბლის „ივერიის“ 50 წლისადმი მიძღვნლი საიუბილეო საღამოებს აღნიშნავს.აღნიშნული საღამოების ფარგლებში, დმანისის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში, 24 დეკემბერს, „ორი ჯუჯა და მეგობრების“ კონცერტი გაიმართება.
დასაწყისი 14:00 საათზე.
ძვირფასო დმანისელებო, მობრძანდით და შეიქმენით წინა საახალწლო განწყობა!
დასწრება თავისუფალია!
მიმდინარე წლის 21 დეკემბერს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში 5 საათზე გაიმართება სტუდენტებთან შეხვედრა ,,ტრანსპორტით მომსახურების 2019 წლის მუნიციპალური პროგრამის" განხილვასთან დაკავშირებით.
18 დეკემბერს, დმანისში, ორგანიზაცია "დმანისელების" ოფისში ჩატარდება შეხვედრა ადგილობრივ
მეწარმეებთან