დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
2018-11-15
16 ნოემბერს ქალაქ ზუგდიდში გაიმართება კიკბოქსინგში
K 1-ის წესებით ბრძოლა "Kolkheti Cup" - ის მეორე ღონისძიება.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს დმანისის ააიპ ომარ მუმლაძის სახელობის სპორტული სკოლის აღსაზრდელი გიორგი მარტიაშვილი.
მისამართი ზუგდიდის ცენტრალური სპორტ -კომპლექსი.
დასაწყისი 19:00 საათზე.
დასწრება თავისუფალია.
ვრცლად
2018-11-14

16 ნოემბერს, 15:00სთ-ზე, ააიპ „ დმანისის კულტურის და ხელოვნების ცენტრის“ ფოიეში, ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოეწყობა ქართველი და არაქართველი ბავშვების ნახატების და რეწვის მასალების გამოფენა. გამოფენის პარალელურად ინტერნაციონალური ანსამბლი „დმანისური აისი“ შეასრულებს სხვადასხვა ერების სიმღერებს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს ააიპ „საგანმანათლებლო ცენტრი“. ქ.დმანისის 1 საჯარო სკოლის ქართველი და არაქართველი მოსწავლეები წაიკითხავენ ცისფერყანწელების ლექსების პოპურს. ასევე ჩაერთვება კიზილქილისის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი. ააიპ „სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების“ ეთნიკური უმცირესობის აღსაზრდელები დახატავენ თემატურად.

ვრცლად
2018-11-12

2004 წლიდან, ყოველწლიურად, 14 ნოემბერს დიაბეტის მსოფლიო ფონდი დიაბეტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით მსვლელობას აწყობს. ნებისმიერ მსურველს ნებისმიერ ქვეყანაში ეძლევა შესაძლებლობა თავის ქვეყანაში ჩაერთოს და მიიღოს მონაწილეობა მსვლელობაში.

2014 წლიდან საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებაც შეურთდა ამ მსოფლიო წამოწყებას და წელსაც, ტრადიციულად 14 ნოემბერს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება გლობალური კამპანიის ფარგლებში 14:00-დან 16:00 საათამდე 248 ლოკაციაზე ჩაატარებს საგანმანათლებლო სესიებს და მოაწყობს მსვლელობას სლოგანით „ერთად გადავდგათ ნაბიჯი დიაბეტის დასამარცხებლად“. ეს ღონისძიებები მიზნად ისახავს დიაბეტის პრევენციის, მართვის და ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობის შესახებ ცოდნის ამაღლებას. მსვლელობის დროს სწჯს მოხალისეები გაავრცელებენ საინფორმაციო მასალას, დიაბეტის რისკ ფაქტორების, პრევენციის შესახებ და შეეცდებიან, რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა გაიაზროს დიაბეტის წინააღმდეგ გაერთიანების და რაც მთავარია ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა.

"Take Steps to Combat Diabetes"

Since 2004, annually on November 14, the World Diabetes Foundation organizes the Global Diabetes Walk dedicated to the World Diabetes Day for raising awareness about Healthy Lifestyle. Everyone is able to join the campaign on local level.

Since 2014, the Georgia Red Cross Society has also joined the initiative and traditionally, on November 14, Georgia Red Cross Society will conduct awareness raising sessions and the Walk with a slogan "Take Steps to Combat Diabetes" from14:00 to 16:00 on 248 locations. These activities aim at increasing public awareness about the importance of diabetes prevention and management aw well as healthy lifestyle. During the walk the GRCS volunteers will disseminate information-educational materials about the risk factors and prevention of diabetes and will try to promote importance of healthy lifestyle and involve general public in the actions against diabetes.

ვრცლად
2018-11-04

ზიაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, დმანისში, თეატრის მშობლიურ მხარეში, 4 ნოემბერს, სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს, საიუბილეო წლის მთავარ ღონისძიებას გამართავს.

ვრცლად
2018-10-26

სკრინინგის განცხადება - დმანისის მუნიციპალიტეტში, შპს „RMG GOLD“-ის სკრინინგის განცხადება - დმანისის მუნიციპალიტეტში, შპს „RMG GOLD“-ის ნავთობპროდუქტების საცავის მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტი.

ვრცლად
2018-10-23

ქალაქ რუსთავში იგეგმება ერთ დღიანი ტრენინგი 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) ქალბატონებისთვის და შშმ პირებთან გათანაბრებულ პირებისთვის

ვრცლად
2018-10-18

ბაჰამის კუნძულებზე მიმდინარეობს მსოფლიო პირველობა ახალგაზრდებს შორის, სადაც საქართველოს ღირსებას დაიცავს დმანისელი ბაგრატ ნინიაშვილი.

ვრცლად
2018-10-19

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართება 2018 წლის 19 ოქტომბერს.

ვრცლად
2018-10-06

მიმდინარე წლის, 6 ოქტომბერს, 11:00 საათზე, დმანისის მუნიციპალიტეტში, პანტიანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს სასკოლო ოლიმპიადის ფარგლებში გაიმართება შეჯიბრი გეზრბენში (კროსი)

ვრცლად
2018-09-30

მიმდინარე წლის, 30 სექტემბერს, ქალაქ ბოლნისის ისტორიულ უბანში ,,ბოლნისქალაქობა 2018 " აღინიშნება.

ვრცლად
2018-10-01

1 ოქტომბერს აღინიშნება "ხანდაზმულთა საერთაშორიოს დღე", რომელსაც ტრადიცულად უერთდება დმანისის მუნიციპალიტეტი.

ვრცლად
2018-10-18

სსიპ "ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი" წარმოგიდგენთ პროექტს: "ახალგაზრდა ხელოვანი" - კონკურსი დამწყები პროზაიკოსებისა და მხატვრებისთვის!

ვრცლად
2018-09-27

მიმდინარე წლის, 27 სექტემბერს, "ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში", დმანსიის მუნიციპალიტეტის #3 საჯარო სკოლაში, ჩატარდება სპორტული ტურნირი ფრენბურთში.

ვრცლად
2018-09-25

მიმდინარე წელს დმანისის მუნიციპალიტეტში გამოცხადებული ტენდერები.

ვრცლად
2018-09-25

იმდინარე წლის 25 სექტემბერს, 15 საათზე, ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში გაიმართება მინი-ფეხბურთის ტურნირი სოფ: განთიადში .

ვრცლად
2018-09-18

შეგახსენებთ, რომ დმანისის მუნიციპალიტეტის მერია, ახორციელებს " ტრანსპორტით მომსახურების 2018 წლის მუნიციპალურ პროგრამას" , რაც გულისხმობს უფასო ტრანსპორტირებას როგორც ქ.დმანისიდან ქ. თბილისი მიმართულებით, ასევე ქ. თბლისიდან ქ. დმანისის მიმართულებით.

უფასო ტრასპორტირების პროგრამით სარგებლობა შეეძლებათ სტუდენტებს, ვეტერნებსა და უსინათლოებს.

ორშაბასი-პარასკევი : დმანისი - თბილისის მიმართულებით დილის 9 საათზე

 ორშაბათი- პარასკევი : თბილის - დმანისის მიმართულებით 3 საათზე

კვირას საღამოს 5 საათზე დმანისი - თბილისისი მიმართულებით

ვრცლად
2018-09-15

დმანისის მუნიციპალიტეტი უერთდება პროექტს "დავასუფთაოთ საქართველო" რომელიც იმართება  "მსოფლიო დასუფთავების დღის" ფარგლებში!

დასუფთავების აქცია ჩატარდება შაბათს,15 სექტემბერს 12 საათზე.

აქციაში მონაწილეობას მიიღებენ დმანისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები,ასევე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები.

იგეგმება 10 ჰექტარი ტერიტორიის დასუფთავება.

სურვილის შემთხვევაში აქციაში ჩართულნი იქნებიან მოხალისეები!

შეკრების ადგილი-დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმდებარე ტერიტორია.

ვრცლად
2018-08-31

22 აგვისტოს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა კონკურსი ხუთი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.

განაცხადები მიღება 31 აგვისტოს ჩათვლით

კანდიდატები შეირჩევიან ღია კონკურსის საფუძველზე

კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე 

1) ანამდებობის დასახელება-

მეოთხე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი

პოზიციის დასახელება-

მერიის ზედამხედველობის სამსახურის პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი ზედამხედველობის საკითხებში

2)თანამდებობის დასახელება-

მეოთხე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი

პოზიციის დასახელება-

მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ადმინისტრაციულ ერთეულებში წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი ირგანჩაის ადმინისტრაციულ ერთეულში

3) თანამდებობის დასახელება-

მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

პოზიციის დასახელება-

მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი არქიტექტურულ საკითხებში

4) თანამდებობის დასახელება-

მეოთხე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი

პოზიციის დასახელება-

მერიის ადმინისტრაციული სამსახურის პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი

იხილეთ ვრცლად:

5) თანამდებობის დასახელება-

მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

პოზიციის დასახელება-

მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ადმინისტრაციულ ერთეულებში წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი-მერის წარმომადგენელი საკირეს ადმინისტრაციულ ერთეულში

ვრცლად
2018-08-30

დმანისის მუნიციპალიტეტის მერია და კომპანია მაგთი გიწვევთ კონცერტზე "პიანინო", რომელსაც 30 აგვისტოს,18:00-ზე დმანისის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ პარკში თქვენთვის გამართავს ახალგაზრდა ნიჭიერი პიანისტი დავით ალადაშვილი. 

შემოგვიერთდით!

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

ვრცლად
2018-08-28

ძვირფასო დმანისელებო!

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით,დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით 28 აგვსიტოს,დმანისელებს მოემსახურება უფასო ტრანსპორტი:

 გომარეთი-დმანისის სიონს მიმართულებით 08:00 სთ.

დმანისი მუნიციპალიტეტის მერიის მიმდებარე ტერიტორიიდან ქ.დმანისის-დმანისის სიონი 09:00 სთ.

ვრცლად
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები