24 - 25 აპრილს 10:00 საათზე - ა(აიპ) ომარ მუმლაძის სახელობის სპორტული სკოლისა და ძიუდოს ფედერაციის ორგანიზებით, ასევე დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ნანა დედოფლის ქN 3 (ა) - ში გაიმართება დამსახურებული მწვრთნელის-პედაგოგის, სპორტის ოსტატის ძიუდოსა და სამბოში, კორნელი გირგვლიანის ხსოვნის მეორე საერთაშორისო ტურნირი ჭიდაობა ძიუდოში ჭაბუკთა შორის.
დასწრება თავისუფალია.
დღე მწუხარების და დღე დამოუკიდებლობის.
9 აპრილს პატივს მივაგებთ სამშობლოსათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას.
საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი შეიმკობა ყვავილების გვირგვინით და დაინთება სანთლები.
დმანისის სულთმოფენობის ტაძრის წინამძღვარი დიონისე გვიმრაძე გადაიხდის 9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს.
6 აპრილს სპორტის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართება სპორტული ღონისძიებები სლოგანით - სპორტი აერთიანებს, სპორტი უნივერსალური ენაა და მშვიდობა სპორტის მეშვეობით.
ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება შემდეგი აქტივობები: ჭადრაკი, ძიუდო და ფეხბურთი
მიმდინარე წლის 4 აპრილს, 12 საათზე, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგი
31 მარტს ქალაქ დმანისში (ნანა დედოფლის ქუჩა N9) მდებარე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დმანისის რაიონულ სამსახურში ,,სხივური მედიცინიც ცენტრი" და ,,მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი" ჩაატარებს უფასო სამედიცინო აქციას.
აქციის ფარგლებში იგეგმება „სხივური მედიცინის ცენტრის“ წამყვანი სპეციალისტების შეხვედრა პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო პერსონალთან.
სამედიცინო გასინჯვის ფარგლებში მოსახლეობას ეძლევა საშუალება მიიღონ მაღალკვალიფიციური სპეციალისტების კონსულტაციები. (გინეკოლოგი, მამოლოგი, თავ-კისრის ქირურგი, ენდოკრინოლოგი, გასტროენტეროლოგი, უროლოგი).
„გურგენ გურჩიანი-ფოლკლორული ანსამბლი შგარიდა“- დოკუმენტური ფილმი
მიმდინარე წლის 26 მარტს, 15:00 საათზე, ააიპ "დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის" დარბაზში, გურგენ გურჩიანი-ფოლკლორული ანსამბლი შგარიდა“- დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართება.
ფილმის რეჟისორი-ცისკარა ფაჩულია
პრეზენტაციას გააშუქებს პირველი სამაუწყებლო საზოგადოებრივი არხი
დასწრება თავისუფალია!
მიმდინარე წლის 27 მარტს, 12 საათზე, ა(აი)პ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი ფოიეში, გაიმართება "შუქრი ჩხეტიანის სახელობის" სამოყვარულო ტურნირი ჭადრაკში.
ტურნირში მონაწილეობის მსურველთა ასაკი შეუზღუდავია.
გთხოვთ მობრძანდეთ!
პროექტის "განავითარე შენი რეგიონი-განავითარე შენი ქალაქი" ფარგლებში, 31 მარტს 11:00 სათზე
ა(ა)იპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დარბაზში, "დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების" და "სტუდენტური პარლამენტის" ინიციატივით, დმანისელ ახალგაზრდებთან (მერვე, მეცხრე, მეათე,მეთერთმეტე, მეთორმეტე კლასების ჩათვლით) შეხვედრა გაიმართება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ მობრძანდეთ აღნიშნულ ღონისძიებაზე დასასწრებად.
დმანისის მუნიციპალიტეტში ნოვრუზ ბაირამისადმი მიძღვნილი ღონისძიება, ტრადიციულად ქვემო ოროზმანში გაიმართება.
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმლ კონცეტზე მონაწილეობას მიიიღებენ აზერბაიჯანული სოფლების ინდივიდუალური შემსრულებლები , ააიპ დმანისის კულტურის და ხელოვნების ცენტრის ფოლკლორული ანსამბლები და ქ.დმანისის ზ.ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის აღსაზრდელები.
მოეწყობა აზერბაიჯანული სოფლების მიერ ეთნოგრაფიული და ტრადიციული სადღესასწაულო სამზარეულოების , ააიპ დმანისის კულტურის და ხელოვნების ცენტრის ხატვისა და ხალხური რეწვის ბავშვთა სტუდიების ნამუშევრებისა და ქართული ეთნოგრაფიული კუთხის გამოფენა
გაიმართება შეჯიბრება დოღში, მკავჭიდსა და ძალოსნმობაში.
კონცერტის მსვლელობისას სამახსოვრო საჩუქრები გადაეცემათ სპორტული ღონისძიებების გამარჯვებულებს და საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის წარმატებულ აზერბაიჯანელ სტუდენტებს.
დასუფთავების აქცია დმანისის მუნიციპალიტეტში
მიმდინარე წლის 14 მარტს, 15:00- დან 18:00 საათამდე, დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაგეგმილია დასუფთავების აქციია.
აქცია მოიცავს ქ. დმანისის ცენტრალურ და მიმდებარე ქუჩებს, ასევე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებს.
აქციაში ჩაერთვებიან დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, ააიპ-იებისა და საჯარო სკოლების თანამშრომლები, სურვილისამებრ ადგილობრივი მაცხოვრებლები.
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მარტს 12 საათზე მოწვეული სხდომის დღის წესრიგი.
7 მარტს 17:00 საათზე
- ა(აიპ) კულტურისა და ხელოვნების ცენტრის საკონცერტო დარბაზში ჩატარდება საღამო, რომელიც მიეძღვნება დედისა და ქალთა საერთაშორისო დღეებს
- ა(აიპ) კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ფოიეში გამოიფინება თემატური ნახატები და რეწვის ნიმუშები
- დასწრება თავისუფალია.
- გელით!
27 თებერვალი / 18:00 საათი
კულტურის ცენტრის სცენა
სპექტაკლის პრემიერა
რეჟისორი: თამარ ხიზანიშვილი
მონაწილეობენ: მანანა ცინცაძე, თამარ ფიროსმანაშვილი, ლაშა-გიორგი პაპუაშვილი, მარიამ ხოდელი, მედეა ახალაძე, დავით გერსამია, დავით მჭედლიშვილი, ნიკო ფიფია
სალომე კოდელაშვილი.
სპექტაკლი ხორციელდება პროექტის ,,ყოველი თვის ბოლოს #მოდითეატრში" ფარგლებში.
მიმდინარე წლის 27 თებერვლიდან 3 მარტამდე ქალაქ ანტალიაში (ქემერი) იმართება კადეტთა ევროპის თასი ძიუდოში, სადაც მონაწილეობის მიიღებად მიემგზავრება დმანისის მუნიციპალიტეტის მკვიდრი სპარტაკ გურჩიანი.
აღსანიშნავია, რომ სპარტაკ გურჩიანმა საქართველოს შესარჩევ ჩემპიონატზე დაიკავა მეორე საპრიზო ადგილი და ჩაირიცხა საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებში.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერია წარმატებებს უსურვებს სპარტაკ გურჩიანს.
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 22 თებერვალს 12 საათზე
დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მიერ ინიცირებული "ტრანსპორტით მომსახურების 2019 წლის მუნიციპალური პროგრამა" გრძელდება! აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წლის 20 თებერვლიდან ქალაქ თბილისის მიმართულებით ტრანსპორტი ქალაქ დმანისის სადგურის ნაცვლად გავა მერიის მიმდებარე ტერიტორიიდან დილის 9:00 საათზე.
პროგრამა გულისხმობს, როგორც დმანისიდან თბილისის მიმართულებით, ასევე თბლისიდან დმანისის მიმართულებით უფასო ტრანსპორტირებას.
უფასო ტრასპორტირების პროგრამით სარგებლობა შეეძლებათ სტუდენტებს, ვეტერანებს, დიალიზით დაავადებულებსა და უსინათლოებს.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროგრამით 2017 წელს, მთლიანი წლის განმავლობაში ისარგებლა დაახლოებით 467 - მა ბენეფიციარმა (მათ შორის სტუდენტი 326, ვეტერანი - 105 ; დიალეზი - 36. )
2018 წელს პროგრამაში მონაწილე ბენეფიცართა რიცხვი გაიზარდა თითქმის სამჯერ.
სტუდეტი - 1440; ვეტერანი - 200; დიალიზი - 76.
დიაბეტის მართვის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, მერიის ქალთა ოთახში ადგილობრივ ექიმებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე დმანისის წითელი ჯვრის წარმომადგენელმა, ადგილობრივ ექიმებს სისხლში შაქრის დონის გასაზომად საჭირო ინვენტარი - გლუკომეტრები, ნემსები, ჩხირები გადასცა. აღსანიშნავია, რომ პროექტი ფინანსდება დიაბეტის მსოფლიო ფონდის მიერ და PSP - ფინანსური მხარდაჭერით.
დმანისის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით , მიმდინარე წლის 01 თებერვალს მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართება :
- გომარეთი გომარეთი სოფლის ცენტრი 01.02.პარასკ. 12:00 სთ. კონსულტაცია
- გომარეთი კაკლიანი სოფლის ცენტრი 01.02.პარასკ. 17:00 სთ. საერთო კრება
- გომარეთი მამულო სოფლის ცენტრი 01.02.პარასკ. 13:20 სთ. საერთო კრება
- გომარეთი ქცია სოფლის ცენტრი 01.02.პარასკ. 15:00 სთ. საერთო კრება