დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სოფელ კარაბულახის მოსახლეობას უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური შემოწმება ჩაუტარდა
08 აპრ 2017
 

საქართველოს აქტიურ აზერბაიჯანელ ქალთა ასოციაციის ინიციატივით, სამედიცინო ცენტრ „ლანცეტის“ და დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით 8 აპრილს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ კარაბულახის მოსახლეობას სამედიცინო-პროფილაქტიკური შემოწმება ჩაუტარდა.

უფასო გამოკვლევა გაიარა 100-ზე მეტმა ადამიანმა. სამედიცინო კონსულტაციები და გამოკვლევები ჩაატარეს მაღალკვალიფიციურმა სპეციალისტებმა სხვადასხვა მიმართულებით: თერაპია, კარდიოლოგია, ოფთალმოლოგია, ქირურგია, მეან-გინეკოლოგია და სხვა. უფასო კონსულტაციების მიღება ადგილობრივ მოსახლეობას მთელი დღის განმავლობაში შეეძლო.

,,აქციის სლოგანია ,,ჯანმრთელი ცხოვრება" და ანალოგიური სამედიცინო შემოწმება სხვა, ცენტრიდან მოშორებულ სოფლებშიც ჩატარდება" - აღნიშნა ასოციაციის თავმჯდომარემ გულია მუსტაფაევამ.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული აქციის მიმდინარეობას მთელი დღის განმავლობაში თვალყურს ადევნებდა დმანისის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი მეგი ედიბერიძე, კარაბულახის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელი ქამანდარ მიქაილოვი და დეპუტატი ზულფიგარ მიქაილოვი.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4187
 
 
 
სიახლეები
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები