დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

დმანისის მუნიციპალიტეტში დედამიწის დღესთან დაკავშირებით დასუფთავების აქცია მოეწყო
22 აპრ 2017
 

22 აპრილს დმანისის მუნიციპალიტეტში დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ,,სუფთად ევროპისკენ” - კამპანიის ფარგლებში, დასუფთავების აქცია მოეწყო.
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გამგეობის და ა(ა)იპ სამსაურების თანამშრომლებმა, სოფელ პანტიანის ტბის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან.

აქციას შეუერთდა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ქვემო ქართლის სატყეო სამსახური და კამარლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები.

აღნიშნული კამპანიის მიზანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, სუფთა და ჯანმრთელი საცხოვრებელი გარემოს შექმნა. მოსახლეობის გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა.
შეგროვილი ნარჩენების ტრანსპორტირება მოხდა ააიპ კომუნალური სამსახურის მიერ.

სისუფთავეზე ზრუნვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ შრომატევად საქმეს მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით ა(ა)იპ კომუნალური სამსახური ემსახურება. ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს ქალაქის დასუფთავება, რეგულარულად ხდება ნარჩენების გატანა როგორც ქალაქის უბნებიდან, ისე სოფლებიდან. მუნიციპალიტეტს ორი ახალი ნაგავმზიდი მანქანა ემსახურება. დაიდგა ახალი ურნები.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 6130
 
 
 
სიახლეები
 

2026 ივნისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
 
სიახლეები
მაი 22 პარ 2026
7
მაი 15 პარ 2026
9