,,დღევანდელი შეხვედრები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ერთობლივი მუშაობით უკეთესი შედეგების მიღწევა შეგვიძლია. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ კომუნიკაციას მოსახლეობასთან, რათა 2026 წლის პრიორიტეტები სწორად და ხალხის ინტერესების გათვალისწინებით განისაზღვრო", განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა.
მოსახლეობასთან შეხვედრებს დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი, მერის მოადგილეები კახა პეტრიაშვილი, თემური ზურაბიშვილი და არიფ სულეიმანოვი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, აზერ ალიევი და რამიზ რამაზანოვი, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.
პროგრამის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებისა და სოფლებში არსებული საჭიროებების გამოვლენის მიზნით, დღეს შეხვედრები გაიმართა შახმარლოს, კამარლოს, ქარიანის, დაგარახლოს, იფნარის, კიზილაჯლოს, საჯასა და ბახჩალარის მოსახლეობასთან.
შეხვედრებს საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი, მოადგილეებთან: რამიზ რამაზანოვთან და აზერ ალიევთან, ასევე მერის მოადგილეებთან: თემურ ზურაბიშვილთან და არიფ სულეიმანოვთან ერთად ესწრებოდა.
საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი, მერის მოადგილე თემური ზურაბიშვილი, საკრებულოს წევრები ახის, ველისპირის, განახლების, სარკინეთის, გომარეთის, მამულოს, ქციის მოსახლეობას შეხვდნენ. მოქალაქეებმა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ერთობლივად იმსჯელეს პრიორიტეტულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზები დასახეს.
დმანისის მუნიციპალიტეტში მერის ახალგაზრდული სათათბიროს 2025 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც სათათბიროს წევრებმა გასული წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები და აქტივობები შეაჯამეს
დმანისის მუნიციპალიტეტში 2025 წლის 14 იანვრიდან უფასო მუნიციპალური ტრანსპორტი ჩვენს თანამოქალაქეებს დამატებით შემდეგი მიმართულებით მოემსახურება
დმანისის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები. სამუშაოები ამ ეტაპზე ხორციელდება შემდეგი მიმართულებებით:
დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა გილოცავთ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს!
დმანისის მუნიციპალიტეტში შობის დღესასწაული ტრადიციული საზეიმო მსვლელობით, ალილოთი აღინიშნა.
ღონისძიებაში ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მონაწილეობა მიიღო დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა, მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილთან ერთად.
მსვლელობა სიონის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო და მოიცვა დიდი დმანისი, ვარდისუბანი, განთიადი და ქალაქ დმანისში აღდგომის სახელობის მშენებარე ტაძართან დასრულდა.
დმანისში, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების მუნიციპალური განყოფილების სახელით, სააგენტოს დირექტორის მადლობის წერილები გადაეცათ დმანისის მუნიციპალიტეტის მერს, კობა მურადაშვილსა და იმ მშობლებს, რომელთა შვილებმაც ნებაყოფლობით გაიარეს რეგისტრაცია ეროვნულ სამხედრო სამსახურში.
მიმდინარე წლის 24 დეკემბერს დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა,სადაც განხილული იქნა შემდეგი საკითხები:
დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თემურ ზურაბიშვილმა, მერის მოადგილე არიფ სულეიმანოვმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ოლეგ გოშუანმა, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ოჯახებს საახალწლო ნობათი გადასცეს.
დმანისის ცენტრალურ სკვერში საახალწლო ღონისძიება გაიმართა, სადაც სადღესასწაულო განწყობაზე ადგილობრივმა შემსრულებლებმა და მოწვეულმა სტუმრებმა იზრუნეს. საღამოს პროგრამა მოიცავდა საშობაო ბაზრობასა და ანიმატორების შოუს პატარებისთვის, ასევე სანტა კლაუსის სტუმრობას, რომელმაც ბავშვებს საჩუქრები გადასცა. კონცერტში მონაწილეობდნენ ფოლკლორული ანსამბლები, ინდივიდუალური შემსრულებლები და საბავშვო სტუდიები.
შეხვედრაზე მერმა ადგილობრივი მცხოვრებლების საჭიროებები მოისმინა და მუნიციპალიტეტში მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით მათ შეკითხვებს უპასუხა. კობა მურადაშვილმა აღნიშნა, რომ მოქალაქეების აზრი მისთვის ყოველთვის პრიორიტეტია და მუნიციპალიტეტის განვითარება სწორედ მათ ინტერესებს უნდა ეფუძნებოდეს.
მერმა ხაზი გაუსვა მსგავსი პროექტების განსაკუთრებულ მნიშვნელობას მოქალაქაეების კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისთვის.
მაი 25 ორშ 2026
1175
მაი 19 სამ 2026
1204

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა 


















