ქალაქ დმანისში, ქრისტეს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ა(ა)იპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული სტუდიების ჩართულობით, საზეიმო მსვლელობა, ალილო გაიმართა.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე, პაატა ყულიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე რამიზ რამაზანოვი, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების და დმანისის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებს, ადგილზე ესტუმრნენ და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს, მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს და წარმატებული 2025 წელი უსურვეს.
დმანისში საახალწლო კონცერტი ადგილობრივი ქორეოგრაფიული, საგუნდო ანსამბლების და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით გაიმართა.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, პაატა ყულიაშვილმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, მაია ხმალაძემ, 2022-2023 სასწავლო წლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები დააჯილდოვეს.
მერიის მიმდებარედ არსებულ სკვერში, განთავსდა საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. ღონისძიების ფარგლებში საშობაო ბაზრობა მოეწყო, სადაც ადგილობრივი ნაწარმი და ხელნაკეთი ნივთები გამოიფინა, ასევე გაიმართა სადღესასწაულო მარში. სანტამ პატარებს საჩუქრები გადასცა.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, პაატა ყულიაშვილმა, მერის მოადგილემ არიფ სულეიმანოვმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, მაია ხმალაძემ, დმანისის მუნიციპალიტეტის 2023-2024 სასწავლო წლის წარჩინებულ მოსწავლეებს ლეპტოპები გადასცეს. გადაცემის ცერემონიალს მოსწავლეების პედაგოგები, მშობლები და საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარესთან, პაატა ყულიაშვილთან ერთად კიდევ ორი სპორტული მოედანი გახსნა ბაზაქლოსა და მამიშლოში.
გახსნის ცერემონიას დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, კობა მურადაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი ესწრებოდნენ.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება ჯამში 680 000 ლარს შეადგენს.
პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 17-22 ნოემბერს, სასწავლო ვიზიტით, დმანისის მუნიციპალიტეტის განათლების კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი და ა(ა) იპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი, ადგილობრივ ფერმერებთან/მეწარმეებთან ერთად, იმყოფებოდნენ პოლონეთში, პოდლასის სავოევოდოში.
,,სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2024 - 2025 წლის’’ ფარგლებში მუნიციპალური თამაშები ამჯერად მაგიდის ჩოგბურთში გაიმართა, სადაც მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების გოგონებისა და ბიჭების გუნდები მონაწილეობდნენ.
შეხვედრაზე განიხილეს სამომავლო გეგმები. აქტივობები ეხება ყველა ასაკობრივ ჯგუფს და მოიცავს სხვადასხვა მრავალფეროვან ღონისძიებებს.
,,სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2024 - 2025 წლის’’ ფარგლებში მუნიციპალური თამაშები ამჯერად ფრენბურთში გაიმართა, სადაც მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების გოგონებისა და ბიჭების გუნდები მონაწილეობდნენ.
საბჭოს წევრებს 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა და მომავალ წელს განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ესაუბრა.
მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა, მეგი ედიბერიძემ, მერიის საკონფერენციო დარბაზში პრეზენტაცია გამართა თემაზე მუნიციპალური სოციალური სერვისების ეფექტურობის შეფასების მექანიზმის შემუშავების გავლენის შეფასების მექანიზმი“.
პროექტის ფარგლებში, სოფელ მაშავერაში დაახლოებით 2 კილომეტრიანი ბეტონის საფარი და სანიაღვრე არხები ეწყობა, ხოლო სიონის ქუჩაზე ასფალტის საფარი.
მერია 48 ტონა ბიო საწვავი "ბრიკეტით", 200-მდე ბენეფიციარის თხოვნას დააკმაყოფილებს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შბ | კვ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | 31 |
თებ 28 შბ 2026
424
თებ 24 სამ 2026
907
თებ 14 შბ 2026
998

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა 


















