კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით, ჯულიარდის კონსერვატორიის კურსდამთავრებულის, ცნობილი ახალგაზრდა პიანისტის დავით ალადაშვილის და “მაგთის“ მუსიკალური პროექტის ფარგლებში კონცერტები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართება. 30 აგვისტოს დმანისის მუნიციპალიტეტში, ღია ცის ქვეშ, დავით ალადაშვილმა მსმენელს ცნობილი კლასიკური მუსიკის შემსრულებლების ნაწარმოებები შესთავაზა.
22 აგვისტოს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა კონკურსი ხუთი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.
განაცხადები მიღება 31 აგვისტოს ჩათვლით
კანდიდატები შეირჩევიან ღია კონკურსის საფუძველზე
კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე
1) ანამდებობის დასახელება-
მეოთხე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება-
მერიის ზედამხედველობის სამსახურის პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი ზედამხედველობის საკითხებში
2)თანამდებობის დასახელება-
მეოთხე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება-
მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ადმინისტრაციულ ერთეულებში წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი ირგანჩაის ადმინისტრაციულ ერთეულში
3) თანამდებობის დასახელება-
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება-
მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი არქიტექტურულ საკითხებში
4) თანამდებობის დასახელება-
მეოთხე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება-
მერიის ადმინისტრაციული სამსახურის პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი
იხილეთ ვრცლად:
5) თანამდებობის დასახელება-
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება-
მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ადმინისტრაციულ ერთეულებში წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი-მერის წარმომადგენელი საკირეს ადმინისტრაციულ ერთეულში
დმანისის მუნიციპალიტეტის მერია და კომპანია მაგთი გიწვევთ კონცერტზე "პიანინო", რომელსაც 30 აგვისტოს,18:00-ზე დმანისის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ პარკში თქვენთვის გამართავს ახალგაზრდა ნიჭიერი პიანისტი დავით ალადაშვილი.
შემოგვიერთდით!
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
ძვირფასო დმანისელებო!
მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით,დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით 28 აგვსიტოს,დმანისელებს მოემსახურება უფასო ტრანსპორტი:
გომარეთი-დმანისის სიონს მიმართულებით 08:00 სთ.
დმანისი მუნიციპალიტეტის მერიის მიმდებარე ტერიტორიიდან ქ.დმანისის-დმანისის სიონი 09:00 სთ.
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 აგვისტოს 12 საათზე
მოწვეული რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგი
№12
დმანისის მუნიციპალიტეტის მერია იწყებს აქტიურ სამუშაოებს,დმანისის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანის თაობაზე.
24 აგვისტოს,ჯგუფის მიერ განხორციელდა პირველი გასვლითი რეიდი,რის შედეგადაც მოხდა უმთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანა.
აღნიშნული აქტივობა ეტაპობრივად მოიცავს ქალაქ დმანისის მთელ ტერიტორიას
მიმდინარე წლის 23 აგვისტოს,დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში,ჩატარდა სხდომა დმანისის ტურისტული პოტენციალის განვითარების თაობაზე.
პრეზენტაციის დროს,საუბარი შეეხებოდა დმანისში არსებულ კულტურულ და ბუნების მემკვიდრეობის ძეგლებს, ტურისტული პოტენციალის განვითარებას,შესაბამისის ინფრასტრუქტურის მოწყობასა და ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის შექმას.
22 აგვისტოს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა კონკურსი ხუთი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. კონკურსში მონაწილეობის მიღებისათვის განისაზღვრა 10 კალენდარული დღე. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 31 აგვისტო. კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე www.hr.gov.ge. მსურველებს საშუალება ეძლევათ მიიღონ მონაწილეობა და შესაბამისი ეტაპების გავლის შემდეგ დასაქმდნენ დმანისის მუნიციპილიტეტის მერიაში.
23-30 სექტემბერს საქართველოს მასშტაბით ევროპის სპორტის კვირეული გაიმართება. დმანისის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში ატარებს ტურნირებს მინი-ფეხბურთსა და ფრენბურთში. კვირეულში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ ახალგაზრდებს 16 წლიდან. განაცხადები მიიღება დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურში მიმდინარე წლის 21 სექტემბრის ჩათვლით.
მიმდინარე წლის 22 აგვისტოს, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა, სოზარ სუბარმა, ქვემო ქართლის გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი მუნიციპალიტეტების მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებსა და საქართველოს პარლამენტში მხარის მაჟორიტარ დეპუტატებს წარუდგინა.
შეხვედრას ესწრებოდა დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი
მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს მორიგი სხდომა 21.08.2018
ნატალი გუჯეჯიანს დაუდგინდა მწვავე ლეიკემიის უიშვიათესი ფორმა.
ბავშვს ესაჭიროება სასწრაფოდ გერმანიაში გადაყვანა და მკურნალობა,რისი სახსრებიც ოჯახს არ გააჩნია.
ოჯახი იმყოფება უკიდურეს გაჭირვებაში.არიან სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებული პირები,.
გთხოვთ გამოვიჩინოთ გულისხმიერება და შესაძლებლობის ფარგლებში გავუწიოთ მცირედი დახმარება. თითოეული ლარი ძალიან მნიშვნელოვანია!
საბანკო კოდი- TBCBGE 22
მიმღები: ირმა გუჯეჯიანი
ანგარიში: - GE79TB7031245061100035
#ერთადნატალისთვის
მიმდინარე წლის 20 აგვისტოს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიაში, ჩატარდა საბავშვო ბაღების მაკონტროლებელი ჯგუფის სამუჯშაო შეხვედრა.შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა სამოქმედო გეგმის განხილვას,ასევე საბავშვო ბაღებში ახალი სასწავლო წლისათვის მზადებას.
დაიგეგმა დმანისის მუნიციპალიტეტში არსებული „ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განთლლების“ დაწესებულებებში გასვლითი ღონისძიებები.
16 აგვისტოს,,დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში,დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა, ჩაატარა სამუშაო შეხვედრა დმანისის ტურიზმის განვითარებისათვის მომუშავე ჯგუფთან.
რეგიონებში ბიუჯეტის ეფექტიანად დაგეგმვის მიზნით თვითმმართველობებთან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობის შეხვედრები გრძელდება. 16 აგვისტოს, მაია ცქიტიშვილი და მინისტრის მოადგილეები, ქვემო და შიდა ქართლის გუბერნატორების მოვალეობის შემსრულებლებს, 11 მუნიციპალიტეტის მერებსა და თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრას ესწრებოდა დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი
კომპლექსურად განხილულ თემებს შორის განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეგიონებში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, სოციალური ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და შემდგომი ექსპლუატაციის საკითხებზე.
მიმდინარე წლის 12 აგვისტოს თეთრისწყაროს მუნიციპალიტეტში ჩატარდა სახალხო დღესასწაული "დიდგორობა2018"
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სპორტული აქტივობები.ჩატარდა აბსოლიტური პირველობა ქართულ ჭიდაობაში.
პირველობაში მონაწილეობა მიიღო დმანისის მუნიციპალიტეტის ომარ მუმლაძის სახელობის სპორტსკოლის მწვრთნელმა ფიზიკურ მომზადებაში სლავიკ რეზესიძემ,რომელმაც დაიკავა საპატიო მესამე ადგილი.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს და უსურვებს წარმატებას!
08.08.2018 დმანისის მუნიციპლიტეტში ჩატარდა დასუფთავების კვირეული.
კვირეულის ფარგლებში მოეწყო დასუფთავების აქცია.დასუფთავდა ქალაქ დმანისის მიმდებარე ტერიოტორია.
აქციაში მონაწილეობა მიიღს დმანისის მუნიციპალიოტეტეის მერმა გიორგი ტატუაშვილმა,დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ბადრი სუბრამა,ასევე დმანისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა.
დასუფთავების კვირეულს შეუერთდა დმანისის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლები,სადაც ჩატრადა ცენტრალური გზების, ადმინისტრაციული შენობების, კულტურული ძეგლების, სტადიონების და სხვა ტერიტორიების დალაგება/ნარჩენებისგან გაწმენდა.
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 46-ე მუხლის მე4 პუნქტის ,საქართველოს ორგანულის კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის,შესაბამისად დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. დმანისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა საკულტო შენობა ნაგებობებზე, (სასაფლაოს ტერიტორია,ეკლესია,მეჩეთი.სინაგოგა,და სხვა),კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე,სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების შენობების ინტერიერებისა და ექსტერიერებში.
2. დმანისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში აკრძალულია საარჩევნო პლაკატების საგზაო ნიშნებზე განთავსება/გაკვრა
3. პლაკატის გაკვრა ასევე დასაშვებია სამშენებლო ტერიტორიების შემომსაზღვრელ დროებით ღობეებზე
4. ამ დადგენილების პირველი მე-3-პუნქტების გათვალისწინებით საარჩევნო პლაკატის გაკვრა დასაშვებია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ყველა ობიექტზე,საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 46-ე მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით
5. ამ დადგენილების დარღვევის შემთხვევაში პირს დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
6. დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 05 აგვისტოდან.

შექმენი ბიუჯეტი
ხელისუფლებასთან დაკავშირება
დამატებული პეტიციები
ბიუჯეტი
გამოკითხვა
გალერეა
ვიდეო
სტრატეგიული განვითარების გეგმა 














