დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

გუბერნატორის წარდგენა ქვემო ქართლში.
23 აგვ 2018
 

მიმდინარე წლის 22 აგვისტოს, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა, სოზარ სუბარმა, ქვემო ქართლის გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი მუნიციპალიტეტების მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებსა და საქართველოს პარლამენტში მხარის მაჟორიტარ დეპუტატებს წარუდგინა.

შეხვედრას ესწრებოდა დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი

შეხვედრაზე სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა რეგიონის პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება და სამომავლოდ განსახორციელებელ გეგმებზე ისაუბრა.

,,მე კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ქვეყნის პრემიერ- მინისტრსა და მთავრობას ნდობისთვის. კარგად ვიცნობ მხარეს და ჩემთვის დიდი პატივია ამ პოზიციიდან რეგიონის ხელმძღვანელობა. მუდმივ კომუნიკაციაში ვიქნები მოსახლეობასთან და ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად დავეხმარები მათ პრობლემების სწრაფ გადაწყვეტაში. მინდა ავღნიშნო, რომ ადგილზე ინტენსიურად ვითარდება ინფრასტრუქტურული პროექტები. მასშტაბები კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, რათა ხალხმა ყოველდღიურად იგრძნოს პროგრესი და დადებითი ცვლილებები“ - განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2518
 
 
 
სიახლეები
 

    2024 დეკემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    3031
     
    სიახლეები