დმანისის მუნიციპალიტეტის მერია იწყებს აქტიურ სამუშაოებს,დმანისის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანის თაობაზე.
გამოცხადებული ტენდერის საფუძველზე „დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანის (საჭიროების შემთხვევაში ევთანაზიისა და ცხოველთა სამარხში გადაყვანის) მომსახურება“ შერჩულ იქნა კომპანია,რომელიც უზრუნველყოფს 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ხელშეკრულების დადებიდან ეტაპობრივად შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად ზემოთ აღნიშნული მომსახურების შესრულებას.
ხელშეკრულების თანახმად,დმანსის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან მოხდება 50 უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლის თავშესაფარში გადაყვანა.
24 აგვისტოს,ჯგუფის მიერ განხორციელდა პირველი გასვლითი რეიდი,რის შედეგადაც მოხდა უმთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანა.
აღნიშნული აქტივობა ეტაპობრივად მოიცავს ქალაქ დმანისის მთელ ტერიტორიას .