16 აგვისტოს,,დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში,დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა, ჩაატარა სამუშაო შეხვედრა დმანისის ტურიზმის განვითარებისათვის მომუშავე ჯგუფთან.
ჯგუფმა კულტურული მემკვიდრეობისა და ბუნების ძეგლების ტურისტული მარშრუტების კვლევისათვის ჩაატარა გარკვეული სამუშაოები,რომელიც მიზნად ისახავდა კონკრეტული ლოკაციების ტურისტულ რუკაზე დატანას,
განატლების,კულტურის,სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსმა ეკატერინე ოქრიაშვილმა მუშა ჯგუფთან ერთად გააკეთა პრეზენტაცია ჩატარებული მუშაობის შესახებ.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ: დმანისის მუნიციპალიტეტი მერი გიორგი ტატუაშვილი,დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე არიფ სულეიმანოვი, განატლების,კულტურის,სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი ეკატერინე ოქრიაშვილი,ასევე დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები.