დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

ქვემო ქართლში განსახორციელებელი პროექტების ბიუჯეტის განხილვა
16 აგვ 2018
 

რეგიონებში ბიუჯეტის ეფექტიანად დაგეგმვის მიზნით თვითმმართველობებთან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობის შეხვედრები გრძელდება. 16 აგვისტოს, მაია ცქიტიშვილი და მინისტრის მოადგილეები, ქვემო და შიდა ქართლის გუბერნატორების მოვალეობის შემსრულებლებს, 11 მუნიციპალიტეტის მერებსა და თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრას ესწრებოდა დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი

კომპლექსურად განხილულ თემებს შორის განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეგიონებში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, სოციალური ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და შემდგომი ექსპლუატაციის საკითხებზე.

„ახალი ფორმატის ფარგლებში, დეტალურად განვიხილეთ ორი რეგიონის პრიორიტეტები, პრობლემური საკითხები და მათი გადაწყვეტის გზები. შევთანხმდით, რომ მნიშვნელოვანია, ადგილებზე არსებობდეს ყველასთვის ხელმისაწვდომი და სტანდარტების შესაბამისი სოციალური ინფრასტრუქტურა, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია კულტურის, სპორტის, სამედიცინო და სხვა სახის ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და გამართული მუშობა“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, მერებმა მნიშვნელოვან საჭიროებებსა და ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად პრიორიტეტული პროექტების დაგეგმვა-განხორციელებაზე ისაუბრეს.

მსგავსი ფორმატის შეხვედრები სამინისტროს ხელმძღვანელობამ უკვე გამართა მცხეთა-მთიანეთის, კახეთის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების წარმომადგენლებთან

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2511
 
 
 
სიახლეები
 

    2024 დეკემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    3031
     
    სიახლეები