დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
2022-02-16

მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა ადგილობრივებს მოადგილესთან ერთად მოუსმინა. მოქალაქეებმა ძირითადად სოციალური საკითხების და მიწისძვრის შედეგად გამოწვეული პრობლემების მოგვარებაში ითხოვეს დახმარება. როგორც კობა მურადაშვილმა განაცხადა, თვითმმართველობა ყველაფერს გააკეთეს, რათა ადგილობრივების მიერ დაყენებული საკითხები დადებითად გადაწყდეს. მოქალაქეთა მიღება, ყოველი კვირის ოთხშაბათს, 12 საათზე, კოვიდ რეგულაციების სრული დაცვით იმართება. მოქალაქეებს საშუალება აქვთ შეხვდნენ მუნიციპალიტეტის მერს წინასწარი ჩაწერით. 591 11 83 86.

ვრცლად
2022-02-14

დღეს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი დოხტურიშვილთან ერთად დმანისის მუნიციპალიტეტში, მიწისძვრის შედეგად, დაზარალებულ მოსახლეობას შევხვდი და მიყენებულ ზიანს ადგილზე გავეცანი

ვრცლად
2022-02-14

დმანისში ორმოცწყარო-მაშავერას წყალმომარაგების სისტემას რეაბილიტაციის აქტიური სამუშაოები იწყება. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, პროექტის ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გავმართე.

ვრცლად
2022-02-10

"გადაადგილებისთვის, დამხმარე სავარძელ ეტლებს მუნიციპალიტეტის მერიას, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის კოორდინაციით, მრავალი წელია გადმოსცმს საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის", განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა.

ვრცლად
2022-02-09

ადგილობრივებმა მუნიციპალიტეტის პირველ პირს თავიანთი პრობლემები გააცნეს და მათ მოგვარებაში დახმარება სთხოვეს. მოქალაქეთა მომართვა ძირითადად სოციალურ საკითხებს და მიწებთან დაკავშირებულ პრობლემებს ეხებოდა.

ვრცლად
2022-02-09

ამჯერად მე-20 კადრირებული ბრიგადის 204-ე კადრირებული ბატალიონის მეთაურმა, ვიცე პოლკოვნიკმა მირზა ბეჟანიძემ და მე-20 კადრირებული ბრიგადის ბატალიონის სერჟანტმა, მასტერ სერჟანტმა ილია შაშიაშვილმა ტერიტორიული რეზერვის შესახებ შეხვედრა დმანისში გამართეს და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

ვრცლად
2022-02-09

დისკუსიის რეჟიმში არსებული საკითხების განხილვა სოფელ ვაკეში გაიმართა, რის შემდგომაც საკითხი განსახილველად გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მომქმედ სამთავრობო კომისიას გადაეგზავნება.

ვრცლად
2022-02-07

დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრთან თეა წულუკიანთან და რეჟისორ გიორგი სიხარულიძესთან.

ვრცლად
2022-02-04
კობა მურადაშვილი - დმანისის მუნიციპალიტეტის მერი
კომპანია "არემჯი"- ს ფინანსური მხარდაჭერით,  უკიდურესად გაჭირვებულ, სოციალურად დაუცველ 150 ოჯახს ზამთრისთვის საშეშე მერქანი გადაეცით. კომპანია "არემჯი"- ს მადლობას ვუხდი მხარდაჭერისთვის.
ვრცლად
2022-02-03

" დღეს, ქალაქ დმანისის მერის წარმომადგენლებს ახალი სივრცე გადავეცით, აქ მათ დახვდათ კომფორტული და კეთილმოწყობილი გარემო, რისთვისაც მადლობას ვუხდი იუსტიციის სამინისტროს და საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელობას. ხალხთან მჭიდრო კომუნიკაცია და თითოეული წარმომადგენლისგან განსაკუთრებული მონდომება იქნება საჭირო, რომ ჩვენი ერთობლივი საქმიანობა წარმატებული და შედეგზე ორიენტირებული გამოვიდეს ", განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ წარმომადგენლების ჩართულობით, კომპეტენციის ფარგლებში მრავალი საინტერესო იდეისა თუ პროექტის განხორციელებას შეძლებს მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით.

ვრცლად
2022-02-02

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, ტრადიციულად დღესაც მოქალაქეთა მიღება გამართა. კობა მურადაშვილმა მოქალაეების პრობლემები და საჭიროებები პირადად მოისმინა და გადაჭრის გზებზე მათთან ერთად იმსჯელა. 

ვრცლად
2022-01-31

დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა იგპ ქალთა ასოციაცია “თანხმობა" - ს წარმომადგენლებთან მარინა ფოჩხუასა და თამარ ინალიშვილთან და პროექტის ”მხარდაჭერის სახლი” - ს დმანისის ფილიალის მენეჯერთან ეკატერინე ოქრიაშვილთან.

ვრცლად
2022-01-28
დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის 12 სოფელში ვაქცინაციის წამახალისებელი შეხვედრები გაიმართა
მოსახლეობის კომფორტული ვაქცინაციისთვის მუნიციპალიტეტში, თბილისიდან სრულიად აღჭურვილი მოძრავი ამბულატორია კვალიფიციური მედ პერსონალით ჩამოვიდა.
ზემო და ქვემო კარაბულახის, ახალი და ძველი გოდაგდაგის, ახასა და უსეინქენდის, ასევე პირველი და მეორე სალამალექის, მამიშლარისა და სოგუთლოს მოსახლეობამ სოფლიდან გაუსვლელად კოვიდ საწინააღმდეგო აცრა გაიკეთა.
პარალერულად, ამავე დღეს სოფელ იფნარსა და კამარლოში საინფომაციო შეხვედრები გაიმართა.
ვრცლად
2022-01-27

დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტში ვაქცინაციის წამახალისებელი შეხვედრა სოფელ გომარეთში გაიმართა, რომელსაც ახლომდებარე სოფლების: სარკინეთის, განახლების, ველისპირის, მამულოსა და ქციას მოსახლეობა შემოუერთდა და კოვიდსაწინააღმდეგო აცრა 65 - მა მოქალაქემ გაიკეთა. მოსახლეობის კომფორტული ვაქცინაციისთვის დმანისის მუნიციპალიტეტში, თბილისიდან სრულიად აღჭურვილი მოძრავი ამბულატორია კვალიფიციური მედ პერსონალით ჩამოვიდა.

ვრცლად
2022-01-26
დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშილმა მოქალაქეებთან მიღება გამართა.
მოისმინა მათი პრობლემები, რომლებიც ძირითადად სოციალურ საკითხებს შეეხებოდა და კომპეტენციის ფარგლებში დახმარება აღუთქვა.
ვრცლად
2022-01-25

გაიღე სისხლი, გაუზიარე სიცოცხლე სხვას“ დმანისში უანგარო დონორთა აქცია კოვიდ რეგულაციების დაცვით  გაიმართა.  აქციაში მერის პირველ მოადგილესთან , კახა პეტრიაშვილთან ერთად მონაწილეობა მიიღეს მერიის თანამშრომლებმა და საკრებულოს წევრებმა.

ვრცლად
2022-01-25
დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სხდომა გამართა.
სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული რვა საკითხი განიხილეს.
1. დადგენილება: „დმანისის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 ნოემბრის N42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
2. დადგენილება: „დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების და პოლიტიკური თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ვრცლად
2022-01-24

ვარდისუბნის ახლადრეაბილიტირებულ საბავშო ბაღში სასწავლო პროცესი განახლდა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა, საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარ დეპუტატთან , გოგი მეშველიანთან ერთად გახსნა და აღსაზრდელებს და ბაღის თანამშრომლებს სასწავლო პროცესის განახლება მიულოცა. " დმანისის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი თანამედროვე სტანდარტების ბაღი შეემატა, სადაც ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ ჩვენმა პატარებმა კომფორტულად იგრძნონ თავი. თვითმმართველობის ერთ- ერთი მთავარი პრიორიტეტია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების კეთილმოწყობა. სარეაბილიტაციო სამუშაოები COVID19-ის პრევენციის მიზნით გაცემული რეკომენდაციების დაცვით განვახორციელეთ. პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდა შენობა, შეიცვალა ძველი ელექტრო, საკანალიზაციო და წყლის სისტემა, მოეწყო სველი წერტილები, ცენტრალური გათბობა, სააღმზრდელო ოთახები, საძინებლები და სამზარეულო. ეზოში დამონტაჟდა ატრაქციონები. სამუშაოები ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა. საერთო ღირებულებამ შეადგინა 600 000 ლარამდე." - განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა კობა მურადაშვილმა.

ვრცლად
2022-01-20

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშილმა და საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარემ დავით კაჭარავამ სამუშაო შეხვედრა გამართეს. ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე, კერძოდ რაგბის პროფესიონალურ დონეზე განვითარების შესახებ, პირადად შეხვდნენ რაგბის უფასო პროგრამაში ჩართვის მსურველებს და სიმბოლურად საჩუქრად რაგბის ბურთები გადასცეს.

ვრცლად
2022-01-20

ვაქცინაციის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე კობა მურადაშვილთან ერთად, დმანისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და დამსწრე საზოგადოებას საქართველოს მთავრობის ინიციატივა გააცნეს.

ვრცლად
 

    2026 მარტი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    3031
     
    სიახლეები
    თებ 24 სამ 2026
    979