დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
2020-05-19

დმანისის მუნიციპაიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ვრცლად
2020-05-09
დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ულოცავს დღევანდელ დღეს ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ყველაზე დიდი ბოროტების - ფაშიზმის დამარცხებაში და ქედს იხრის მათი მამაცობისა და თავდადების წინაშე. ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში 2 სამამულო ომის ვეტერანია. დმანისის მუნიციპალიტეტის მერის-გიორგი ტატუაშვილის ინიციატივით, თითოეულ მათგანს საჩუქრად გადაეცა სასურსათე კალათები და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოეყოთ ფულადი თანხა 1000 ლარის ოდენობით.
ვრცლად
2020-05-08

დღეს, მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ახალ COVID-19 - თან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, სოფელ ამამლოსა და კარაბულახში კარდაკარის პრინციპით საინფორმაციო ფლაერები გადასცეს.

მოსახლეობას ასევე ხმოვანი მანქანის საშუალებით გააცნეს რეკომენდაციები აზერბაიჯანულ ენაზე.

ვრცლად
2020-05-05

"აზერბაიჯანის საელჩოს მხარდაჭერით, საშუალება მოგვეცა დმანისის მუნიციპალიტეტში დამატებით 100 უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს დავეხმაროთ. მე მინდა აზერბაიჯანულ მხარეს და თითოეულ კომპანიას, ვინც სოციალურ კამპანიაშია ჩართული მადლობა გადავუხადო"- განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა - გიორგი ტატუაშვილმა.

ვრცლად
2020-04-30

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიამ ევროსტანდარტების შესაბამისი 100 ერთეული სანაგვე ურნა შეიძინა.

ურნები დმანისის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ლოკაციებზე ეტაპობრივად გადანაწილდება, რაც მუნიციპალიტეტში დასუფთავების სერვისის, ეკოლოგიური და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

ვრცლად
2020-04-28

დმანისში, წალკასა და კაზრეთ-ბალიჭში მცხოვრები 16 000 ოჯახი პარლამენტის მაჟორიტარი წევრის, კახა ოქრიაშვილისა და ასევე, დმანისის, წალკისა დ ბოლნისის მუნიციპალიტეტების მერების ერთობლივი ძალისხმევით, 500 000 ლარის ოდენობის საკვებ პროდუქტს მიიღებს.

ვრცლად
2020-04-07

ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დმანისის მუნიციპალიტეტში არსებულ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დისტანციური სწავლება დაიწყო, რომლის ფარგლებში შეიქმნა სპეციალური ონლაინ ჯგუფები, სადაც აღსაზრდელებს, სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამის გათვალისწინებით, ყოველდღიურად მიეწოდებათ საგანმანათლებლო მასალა.

ვრცლად
2020-04-02

დმანისის მუნიციპალიტეტის მერია უერთდება კამპანიას - „თეთრი ბარათი", რომელიც სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 6 აპრილს აღინიშნება. კამპანიის მიზანია, სპორტში პოზიტიური ღირებულებების წახალისება. ის არის ეგრეთწოდებული წითელი ბარათის საპირისპირო სიმბოლო და გამოხატავს პოზიტიურ ჩართულობას, ტოლერანტობასა და მშვიდობას. კამპანია მთელი მსოფლიოს მასშტაბით იმართება.

ვრცლად
2020-03-31

დმანისში ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, კორონავირუსთან დაკავშირებით, საინფორმაციო კამპანია აქტიურად მიმდინარეობს.

არასამთავრობო ორგანიზაცია პირევლი ევროპელის მოხალისეების ჯგუფი, მერიის წარმომადგენლებთან ერთად ახალ COVID-19 - თან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიას აწარმოებენ, კარდაკარის პრინციპით საინფორმაციო ფლაერებს ორ - ქართულ და აზერბაიჯანულ ენაზე არიგებენ და მოსახლეობას მთავრობის რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.

ვრცლად
2020-03-25

მიმდინარე წლის პირვლი მარტიდან, დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის შენობაში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საპროფილაქტიკო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს. შენობის ყველა სართულზე განთავსებულია სპეციალური დისპენსერი სადეზინფექციო ხსნარით.

ვრცლად
2020-03-25

დმანისის რეკრიაციულ სივრცეში საბავშვო ატრაქციონები და მიწის გარკვეულ საფარზე არსებული კაუჩუკის ფილები სველი წესით დამუშავდა, რის შემდეგაც COVID-19 ის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში სადეზინფექციო ხსნარით დეზინფიცირდა.
მსგავსი წესით მუშავდება მუნიციპალიტეტში არსებული ყველა გასართობი სივრცე.

ვრცლად
2020-03-25

გარდა იმისა, რომ ააიპ კომუნალური სამსახურის მიერ, დმანისის მუნიციპალიტეტში არსებული მოსაცდელების დასუფთავება სისტემატურად ხდება, მუნიციპალიტეტის მერის - გიორგი ტატუაშვილის დავალებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მიმდინარე წლის პირველი მარტიდან, საპროფილაქტიკო ღონისძიებები ქალაქ დმანისსა და მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებულ ყველა სოფელში აქტიურად მიმდინარეობს.

ვრცლად
2020-03-24

დმანისის მუნიციპალიტეტში, კორონოვირუსის პრევენციული ღონისძიებების შესაბამისად, დიალიზის საჭიროების მქონე პირებს სპეციალური თანხა გამოეყოთ.ამის შესახებ დმანისის მერმა, გიორგი ტატუაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, ასევე, სპეციალური სატრანსპორტო რესურსი გამოიყოფა საავადმყოფოს ექიმებისთვის, რათა 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.“დიალიზის საჭიროების მქონე პირებს, რომლებიც ცხოვრობენ დმანისის მუნიციპალიტეტში და სამედიცინო მომსახურებას იღებენ დმანისის მუნიციპალიტეტის გარეთ, გამოეყოთ სპეციალურად თანხები, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი შეუფერხებელი გადაადგილება, სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით. ასევე, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, დმანისის მუნიციპალიტეტის სასწრაფო სამედიცინო დახმარების და საავადმყოფოს ექიმებისათვის სპეციალურად გამოიყო სატრანსპორტო რესურსი, რათა 24 საათიან რეჟიმში უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისი სამედიცინო მომსახურება დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე”, –  განაცხადა გიორგი ტატუაშვილმა.

ვრცლად
2020-03-23

ა(ა)იპ კომუნალურის მიერ ყოველდღიურ რეჟიმში დმანისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ, მრავალბინიანი კორპუსების სადარბაზოებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს დეზინფიცირება უტარდება.

ვრცლად
2020-03-13

ააიპ "დმანისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სამსახურის" მართვაში 9 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას, სამზარეულოს ტექნიკა, კერძოდ, 10 ერთეული ელექტრო ქურის შესაბამისი ღუმელები გადაეცათ, რისთვისაც 38 633 ლარი დაიხარჯდა.

ინვენტარის გადაცემის პროცესს, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი ნინო ომიაძე, დმანისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სამსახურის" ხელმძღვანელი ნინო ოქრიაშვილი და დმანისის მერიის ეკონომიკის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ჯონი სიმონიშვილი ესწრებოდნენ

ვრცლად
2020-03-13

დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ტატუაშვილი, მოადგილეებთან, ბადრი სუბართან და არიფ სულეიმანოვთან ერთად, სოფელ ირგანჩაიში დასრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე პირადად გეაცნო.

სოფელ ირგანჩაიში მიმდინარე წელს განხორციელდა მდინარის კალაპოტის ჩაღრმავებისა და მილხიდების მოწყობის სამუშაოები, რომლის ღირებულებამ ჯამში 459 498 ლარი შეადგინა.

პროექტის ფარგლებში მოეწყო ორი ახალი, ხოლო სრულად რეაბილიტირდა ერთი ხიდი.

აღსანიშვანია, რომ სოფელ ირგანჩაიში სოფლის პროგრამის ფარგლებში მოეწყო გარე განათების სისტემა, პროექტის ღირებულამ 39 795 ლარი შეადგინა.

ვრცლად
2020-03-05

დმანისის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სოფელ განთიადში შიდა გზისა და სანიაღვრე არხების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა, ინფრასტრუქტურული პროექტი 1243 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე განხორციელდა, პროექტის ღირებულებამ 956 124 ლარი შეადგინა. 

ვრცლად
2020-03-04

დმანისის მუნიციპალიტეტიში, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სადენზიფექციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. დეზინფიცირება ჩაუტარდათ მუნიციპალიტეტში არსებულ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრს, სამუსიკო სკოლას, სათნოების სახლს, სპორტულ სკოლას, ასევე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს.

ვრცლად
2020-02-28

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა, მუნიციპალიტეტის სოფლების ფერმერთათვის ინფორმაციის მიწოდება, „FAO-ს მხარდაჭერა საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორს ENPARD III-ის ფარგლებში“, რომელიც ახორციელებს საგრანტო პროგრამას სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვების მხარდასაჭერად საქართველოს მასშტაბით 8 ძირითად და 14 მიმდებარე მუნიციპალიტეტში.

ვრცლად
2020-02-28

2020 წლის 28 თებერვალს 12 საათზე დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომაზე განიხილეს შემდეგი საკითხები.

ვრცლად
 

    2024 დეკემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    3031
     
    სიახლეები