დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
2021-12-01

პოლონურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,EDUKATOR"-ისა და ,,კივიტას გეორგიკა"-ს წარმომადგენლებმა, დმანისის მუნიციპალიტეტის ორ სკოლამდელ აღზრდის დაწესებულებას ინვენტარი გადასცა. პროექტი დაფინანსებულია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და ითვალისწინებს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადისა და ქალაქ დმანისის ნომერ პირველ საბავშვო ბაღებში რესურს ოთახების მოწყობას.

ვრცლად
2021-11-30

დმანისის მუნიციპალიტეტში ჩატარდა ტრენინგი ,,იყავი მის ადგილას’’ . ტრენინგის სამიზნე აუდიტორია ადგილობრივი მოსახლეობა იყო, მათ შორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, საჯარო მოხელეები და პედაგოგები.

ვრცლად
2021-11-29

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის წარემომადგენლებთან, რომლებიც ახორციელებენ პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“, რომლის მიზანია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა.

ვრცლად
2021-11-29

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის ფარგლებში მოეწყო პროექტის პრეზენტაცია, მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო გეგმებისა და თანამშრომლობის შესახებ.

ვრცლად
2021-11-24

დღეს, საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით განსაზღვრული შემდეგი საკითხიები:

ვრცლად
2021-11-21
სოფელ მაშავერაში ახლადრეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა.განახლებული საბავშვო ბაღის გახსნის ღონისძებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, გუბერნატორის პირველი მოადგილე ზვიად ჭუნაშვილი, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ვრცლად
2021-11-19

დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა "ქალთა ორგანიზაცია თანხმობა" - ს პროექტის კოორდინატორთან მარინა ფოჩხუასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

ვრცლად
2021-11-18
ვაქცინაციის ხელშეწყობის წამახალისებელი კამპანიის ფარგლებში, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბაზაქლოსა და ამამლოში, საინფორმაციო შეხვედრების დასრულების შემდეგ, მასობრივი ვაქცინაცია მოეწყო. ვაქცინაციის ფარგლებში, კოვიდსაწინააღმდეგო აცრა სოფელ ბაზაქლოში 25 - მა, ხოლო ამამლოში 18 - მა მოქალაქემ გაიკეთა.
ვრცლად
2021-11-17

ვაქცინაციის ხელშეწყობის წამახალისებელი კამპანიის ფარგლებში, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზაქლოში, მერის წარმომადგენლებმა, კარდაკარის პრინციპით მოსახლეობას საინფორმაციო ფლაერების საშუალებით ვაქცინაციასთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია.

ვრცლად
2021-11-17

მერია 42 400 ლარის ფარგლებში 53 ტონა ბიო საწვავი "ბრიკეტით", 163 ბენეფიციარის თხოვნას დააკმაყოფილებს.

ვრცლად
2021-11-16

კომპანია "არემჯი" - სა და დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით, ქალაქ დმანისში, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ სახალხო სანიმუშო ანსამბლ "მართვეს" დამფუძნებლის გია ტატიშვილის საიუბილეო კონცერტი გაიმართა.

ვრცლად
2021-11-06

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, სოფელ კარაბულახში მოსახლეობასთან ერთად, სკვერისა და სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოები დაგეგმა.

ვრცლად
2021-11-04

დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოების შემსრულებელი კომპანიების ხელმძღვანელებთან. შეხვედრაზე ისაუბრეს ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოების შესრულების ხარისხზე, დასრულების ვადებზე.

ვრცლად
2021-11-01
დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი, დღეს, მერიის თანამშრომლებს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარ დეპუტატთან გოგი მეშველიანთან და პარლამენტის წევრებთან, ზაურ დარგალთან და სავალან მირზოევთან ერთად წარუდგინა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
 
ვრცლად
2021-10-26

20 ოქტომბრიდან, ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში, შპს რეგიონულ ჯანდაცვის ცენტრში, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს როგორც ჯავშნით, ისე წინასწარი ჯავშნის გარეშე გაიკეთოს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა.

ვრცლად
2021-10-25

მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, "საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს" ეგიდით,  დმანისის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლის სააქტო დარბაზში , საქართველოს სახალხო არტისტის ლეო ანთაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა.

ვრცლად
2021-10-18

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ეპიდემიოლოგმა დავით ჩახუნაშვილმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელთან ნინო ონანაშვილთან ერთად, ექიმებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს ვაქცინაციის მარათონის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

ვრცლად
2021-10-11

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, 2021 წლის 8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 11 ოქტომბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ვრცლად
2021-09-23

პოლონური არასამთავრობო ორგანიზაცია ,,EDUKATOR"-ის წარმომადგენლები, დმანისის მუნიციპალიტეტში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ.

ვრცლად
 

    2026 აგვისტო
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    12
    3456789
    10111213141516
    17181920212223
    24252627282930
    31
     
    სიახლეები
    ივლ 09 ხუთ 2026
    1814
    ივნ 24 ოთხ 2026
    1814