დმანისის მუნიციპალიტეტში ჩატარდა ტრენინგი ,,იყავი მის ადგილას’’ . ტრენინგის სამიზნე აუდიტორია ადგილობრივი მოსახლეობა იყო, მათ შორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, საჯარო მოხელეები და პედაგოგები. ტრენინგების მიზანი იმ მავნე გენდერული სტერეოტიპების, სოციალური ნორმებისა და დამოკიდებულებების ცვლილებაა, რომლებიც ხშირად ქალთა მიმართ ძალადობის გამოწვევია ან ამართლებს ასეთ ქცევას. ტრენინგების ციკლი, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ქალთა საინფორმაციო ცენტრი გურიასა და ქვემო ქართლში ახორციელებს, ცნობილი სახელმძღვანელოს In Her Shoes-ის მიხედვითაა შექმნილი. იგი ინტერაქტიულ როლურ თამაშებსა და ძალადობაგამოვლილი ქალებისა და გოგოების რეალურ ისტორიებს ეფუძნება. ინიციატივის ფარგლებში, კოვიდ რეგულაციების დაცვით, პროექტის პირველ ეტაპზე დმანისის მუნიციპალიტეტში 2 ტრენინგი ჩატარდა. (50% ქალი და 50% კაცი).
სიახლეები
დმანისის მუნიციპალიტეტში ჩატარდა ტრენინგი ,,იყავი მის ადგილას’’
30 ნოემ 2021
მნახველთა რაოდენობა: 1460
სიახლეები
დეკ 20 პარ 2024
203
დეკ 30 ორშ 2024
681
ნოემ 22 პარ 2024
615