დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
2020-09-24

ინფრასტრუქტურული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 261468 ლარს, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

ვრცლად
2020-09-23

როგორც დმანისის მერი აღნიშნავს, ქალაქ დმანისის N1, N2 და სოფელ - განთიადისა და ჯავახის საბავშვო ბაღებში სამუშაოები ახლახანს დაიწყო და რეაბილიტაციასთან ერთად საქვაბის ფართის მიშენების სამუშაოები (ბოსლების, გომარეთის, მაშავერის, სარკინეთის, ასევე ქალაქ დმანისში ვაჟა ფშაველას ქუჩაზე მდებარე ბაღში) მიმდინარეობს.

ვრცლად
2020-09-18

„საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ და „გაეროს მოსახლეობის ფონდის“ წარმომადგენლებმა, პროექტის ბენეფიციარებს სასურსათო კალათები გადასცეს.

ვრცლად
2020-09-09

მიმდინარე წლის 8 სექტემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტში, ჩოლოყაშვილის და 9 აპრილის ქუჩის გადაკვეთაზე ახალი სკვერი მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა, დმანისი-წალკის მაჟორიტართან-კახა ოქრიაშვილთან ერთად გახსნა.

მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში და ადგილობრივების თხოვნის შესაბამისად, ჩოლოყაშვილისა და 9 აპრილის ქუჩის გადაკვეთაზე სკვერის მშენებლობა დასრულდა. შესრულებული სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო საბავშვო ატრაქციონები, სპორტული ტრენაჟორების გადახურული სივრცე, ბილიკები მოპირკეთებულია დეკორატიული ფილებით, გაზონები გამწვანდა, ასევე დეკორატიული ლამპიონები, განთავსდა სკამები და ნაგვის ურნები მოეწყო.

ვრცლად
2020-09-09

სოფელ პანტიანში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

მიმდინარე სამუშაოებს დმანისის მუნიციპალიტეტის მერი-გიორგი ტატუაშვილი გაეცნო.

სარეაბილიტაციო სამუშაოები 297 მეტრს მოიცავს.
პროექტის ფარგლებში, მოეწყო სანიაღვრე ქსელი და გზა მოასფალტდა.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს კომპანია შპს ფნს ინშაათ სანაი ვე თიჯარეთი-ის საქართველოს ფილიალი საქართველოში, თანხით 129698 ლარი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით.

ვრცლად
2020-09-04

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, მუნიციპალური გენდერული საბჭოს წევრებთან, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის წარმომადგენლებთან, პროექტის ფარგლებში: "სოფლად ცხოვრები ქალები ინკლუზიური და სამართლიანი ადგილობრივი განვითარებისთვის" სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ვრცლად
2020-08-12

ამამლოს სასაფლაოსთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას დმანისის მუნიციპალიტეტის მერი-გიორგი ტატუაშვილი, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან-შოთა ნიკურაძესთან და სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან-ლევან მანთაშაშვილთან ერთად გაეცნო.

ვრცლად
2020-08-12

პროექტის ფარგლებში სარკინეთის, მაშავერის, იაღუფლოს, კამარლოს, ზემო ოროზმანის, ზემო კარაბულახის, იფნარისა და დაგარახლოს სკოლებს ჩაუტარდება ნაწილობრივი რეაბილიტაცია.

ვრცლად
2020-08-12

დმანისის მუნციპალიტეტში, სოფელ კაკლიანში (აზერბაიჯანული) ცენტრალური გზიდან სარიტუალო დარბაზამდე მისასვლელი გზის მოწყობა დასრულებულია.

ვრცლად
2020-08-12

სოფელ ველისპირში წყალმომარაგების ჭაბურღილის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის მიზანია სოფელ ველისპირის სასმელი წყლით უზრუნველყოფა.

ვრცლად
2020-08-08

8 აგვისტოს, ქალაქ დმანისში, რუსული აგრესიის შედეგად საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების პატივსაცემად, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა - გიორგი ტატუაშვილმა თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ომში დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო და წუთიერი დუმილით პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას.

ვრცლად
2020-08-07

დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ტატუაშვილმა, მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ დაგარახოში წყალმომარაგებისათვის ჭაბურღილის მშენებლობის მიმდინარე სამუშაოები ადგილზე პირადად შეაფასა.

ვრცლად
2020-07-24

საქველმოქმედო კონცერტზე მონაწილეობდნენ ა(ა)იპ კულტურისა და ხელოვნების ცენტრის სტუდიის აღსაზრდელები და გივი ტატიშვილის სახელობის სანიმუშო ქორეოგრაფიული ანსამბლი "მართვე".

ვრცლად
2020-07-27

დმანისობის სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით, დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვარდისუბანში ახლადრეაბილიტირებული სკვერი და სპორტული მოედანი გაიხსნა. სკვერი მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ტატუაშვილმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა, კახა ოქრიაშვილმა გახსნეს. შესრულებული სამუშაოების ფარგლებში, სკვერის ტერიტორიაზე ღია ტიპის, კომბინირებული, ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი მოეწყო.

ვრცლად
2020-07-27

მიმდინარე წლის, 27 ივლისს, დმანისობის სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით, ჩატარდა სპორტული შეჯიბრი მინიფეხბურთში. შეჯიბრში მონაწილეობდა დმანისელი ახალგზარდებისგან დაკომპლექტებული 12 გუნდი.

ვრცლად
2020-07-24

ახალგაზრდობის სააგენტომ, დაწყებული სამწლიანი რეფორმის, ერთ–ერთი მიმართულების „მუნიციპალური ახლაგაზრდული პოლიტიკის“ ფარგლებში რეგიონული ტურნე გამართა და 10 რეგიონის 11 მუნიციპალიტეტს ეწვია.

ვრცლად
2020-07-16

საკონსულტაციო ცენტრის გახსნისას ლენტი იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა-რაჟდენ კუპრაშვილმა, დმანისი წალკის მაჟორიტარმა დეპუტატმა-კახა ოქრიაშვილმა და დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა-გიორგი ტატუაშვილმა გაჭრეს.

ვრცლად
2020-07-10

“შაქრიანი დიაბეტის პრევენციისა და მართვის გაუმჯობესების“ პროექტის ფარგლებში დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერთან - გიორგი ტატუაშვილთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ვრცლად
2020-06-26

გიორგი ტატუაშვილი სოფელ მაშავერაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო ‼️

ვრცლად
 

    2026 მაისი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    25262728293031
     
    სიახლეები
    აპრ 30 ხუთ 2026
    1570
    აპრ 28 სამ 2026
    1518