საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2018 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის 25-ე წლისთავზე აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე, დაშვებული იქნება საქართველოს სახელმწიფო დროშები.
სოხუმის დაცემიდან დღეს 25 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობოჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა
აფხაზეთის ომს 10000 ადამიანი შეეწირა, ხოლო 300000 საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა.