მიმდინარე წლის 30 სექტემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტში გაიმართა საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრობისადმი მიძღვნილი ტურნირი ჭიდაობა - ძიუდოში.
ტურნირში მონაწილეობა მიიღეს საქართველოსა და აზერბაიჯანის ახალგაზრდულმა გუნდებმა, სხვადასხვა წონისა და ასაკის კატეგორიაში.
ტურნირი ჩატარდა " ახალგაზრდების გაძლიერება ცხოვრებისეული ღირებულებების განვითარების გზით" პროექტის ფარგლებში, სადაც მონაწილება მიიღეს დმანისის მუნიციპალიტეტის სპორტ სკოლისა და მესამე საჯარო სკოლის აღსაზრდელებმა. სულ მონაწილეობდა 8 სპორტსმენი, აქედან 6 ვაჟი, 2 გოგონა.
გოგონათა შორის 44 კ. წონით კატეგორიაში იასპარეზა ნუცა ყულიჯანოვმა და დაიკავა მე-2 ადგილი.
ანა უთრუგაშვილმა 52 კ. წონით კატეგორიაში დაიაკა პირველი ადგილი და მოიპოვა ოქროს მედალი
წარმატებული აღმოჩნდა ვაჟთა შორის გამართული ტურნირი.
საბა მუმლაძე, 38 კილოგრამ წონითი კატეგორია- ოქროს მედალი
მერაბ კვიციანი, 46 კილოგრამ წონითი კატეგორია- ოქროს მედალი
საბა გირგვლიანი, 50 კილოგრამ წონითი კატეგორია- ოქროს მედალი
სპარტაკ გურჩიაბი, 55 კილოგრამ წონითი კატეგორია- ოქროს მედალი
გიორგი გარდარი, 66 კილოგრამ წონითი კატეგორია- ოქროს მედალი
მძიმე წონით კატეგორიაში, ალექსანდრე ჩხეტიანმა დაიკავა პირველი ადგილი
ორგანიზებისა და აქტიური მონაწილეობისათვის, საპატიო სიგელით დააჯილდოვეს, მესამე საჯარო სკოლის, სპორტის პედაგოგი, ალექსანდრე დაუთაშვილი.