დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

გიორგი ტატუაშვილი საქართველო-ლატვიის ეკონომიკურ ფორუმს დაესწარო
16 ოქტ 2018
 

დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი, ქვემო ქართლის გუბერნატორ, შოთა რეხვიაშვილსა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირებთან ერთად, საქართველო-ლატვიის რეგიონების ეკონომიკურ ფორუმს დაესწრო.

ღონისძიება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სავაჭრო-სამრეწველო პალატის, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზებითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) თანადაფინანსებით გაიმართა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ერთმანეთს, რეგიონების განვითარების შესახებ, საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს, ისაუბრეს საინვესტიციო პოტენციალზე და არსებული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით კონკრეტული წინადადებები განიხილეს.

ღონისძიებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი შალვა კერესელიძე, საქართველოსა და ლატვიის სამთავრობო და ბიზნეს-წრეების, ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ეკონომიკური ფორუმის მიზანად ისახავს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობას. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, საქართველო-ლატვიას შორის სავაჭრო ბრუნვამ 28 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 71 %-ით მეტია.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2100
 
 
 
სიახლეები
 

2024 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
 
სიახლეები