დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის, ა(ა)იპ- იების, საკრებულოს თანამშრომლები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და დმანისელი დაინტერესებული საზოგადოება.
აღნიშნული შეხვედრა განხორციელდა საქართველოსა და ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შესახებ მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში.
შეხვედრის დროს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მიეწოდათ ინფორმაცია ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ, საუბარი ასევე შეეხებოდა იმ რისკებს რაც დაკავშირებულია, როგორც ამ წესების დარღვევასთან, ისე ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების არამართლზომიერად გამოყენებასთან.
შეხვედრას უძღვებოდნენ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტის დირექტორი - ნინო ბოლქვაძე და საქართველოს განვითარების და უსაფრთხოების ცენტრის ევროკავშირის პროგრამების დირექტორი - გოგიტა ღვედაშვილი.
აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო კამპანია საგარეო საქმეთა სამინისტროს და სსიპ საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ორგანიზებით სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობით იმართება.