დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

„საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“
05 დეკ 2018
 

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის, ა(ა)იპ- იების, საკრებულოს თანამშრომლები,  არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და დმანისელი დაინტერესებული საზოგადოება.

აღნიშნული შეხვედრა განხორციელდა საქართველოსა და ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შესახებ მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში.

შეხვედრის დროს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მიეწოდათ ინფორმაცია ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ, საუბარი ასევე შეეხებოდა იმ რისკებს რაც დაკავშირებულია, როგორც ამ წესების დარღვევასთან, ისე ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების არამართლზომიერად გამოყენებასთან.

შეხვედრას უძღვებოდნენ ნატოსა  და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტის დირექტორი - ნინო ბოლქვაძე და საქართველოს განვითარების და უსაფრთხოების ცენტრის ევროკავშირის პროგრამების დირექტორი - გოგიტა ღვედაშვილი.

აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო კამპანია საგარეო საქმეთა სამინისტროს და სსიპ საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ორგანიზებით სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობით იმართება.

 

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3856
 
 
 
სიახლეები
 

2026 ივლისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
 
სიახლეები
ივლ 09 ხუთ 2026
338
ივნ 24 ოთხ 2026
334