დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

,,ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის" დმანისის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა წარმოადგინა სპექტაკლი ,,ძუნწი"
15 ივნ 2016
 

მიმდინარე წლის 15 ივნისს ,,ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის" დმანისის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა წარმოადგინა სპექტაკლი ,,ძუნწი". სპექტაკლი მომზადდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, რომელშიც მონაწილეობდნენ: ნაირა გელაძე, სოფიო ფერაძე, ანა ჩიბურდანიძე, ნიკოლოზ კვანტალიანი, ვალერიან მანძულაშვილი, კოტე მჟავია. სპექტაკლის რეჟისორია - კონსტანტინე მირიანაშვილი, მხატვარი - მაია სხირტლაძე. სპექტაკლი მუსიკალურად გააფორმა კონსტანტინე მირიანაშვილმა, ქორეოგრაფი - ლილი ქინქლაძე. სპექტაკლს ესწრებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღცვანელი პირები და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები, ასევე დაინტერესებული საზოგადობა. სპექტაკლმა მაყურებლის მოწონება დაიმსახურა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3660
 
 
 
სიახლეები
 

2025 მაისი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
 
სიახლეები