მიმდინარე წლის 15-16 დეკემბერს, ქ.ბოლნისში ჩატარდა 2008 წელს, საქართველოს მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული, საბა დადვანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი ჭიდაობა ძიუდოში.
შეჯიბრში მონაწილეობას იღებდა 300-ზე მეტი სპორტსმენი, მათ შორის იყვნენ "ომარ მუმლაძის სახელობის დმანისისს პორტსკოლის" აღსაზრდებელი.
ჩვენი სპორტსმენების მონაგარი ხუთი მეორე, და ხუთი მესამე ადგილია.
მეორე ადგილი დაიკავეს: რიჩარდ ფოლადაშვილი 50კგ, ალუდა ალუდაური 55კგ, გიორგი გადრეანი 60კგ, შავლა ხუციშვილი +66კგ და ლუკა გადრანი 73კგ წონით კატეგორიაში.
მესამე ადგილი დაიკავეს: ნიკოლოზ გურჩიანი 42კგ, მერაბი კვიციანი 42კგ, ლაშა ჩხეტიანი 42კგ, ბაჩო ჩხეტიანი 50კგ, რიჩარდ ფოლადაშვილი 46კგ წონით კატეგორიაში.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს სპორტსმენებს ამ დიდ წარმატებას!