დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

საპროექტო განაცხადების მიღება დაიწყო
05 იან 2019
 

დმანისის მუნიციპალიტეტის დასახლებებში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაიწყო საპროექტო წინადადებების მიღება.

ნებისმიერ პირს (მიუხედავად მისი რეგისტრაციის ადგილისა, მოქალაქეობისა და ..) შეუძლია გადმოიწეროს მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდიდან საპროექტო წინადადებების ფორმა (იხ.დანართი/ბმული), ან მიიღოს ადგილზე მერის წარმომადგენლისაგან და ის შევსებული სახით წარმოადგინონ მერიაში, ან საკუთარი იდეა/წინადადება ზეპირი სახით აუხსნან მერიის უფლებამოსილ პირებს (.. ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს), რომლებიც დაეხმარებიან მათ ფორმის შევსებაში.

ასევე შესაძლებელია , მოქალაქემ საპროექტო წინადადების ფორმა ელექტრონულად გადააგზავნოს მერიაში, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით - dmanisi.mun@dmanisi.gov.ge

აგრეთვე შესაძლებელია, მოქალაქე დაუკავშირდეს მერიის უფლებამოსილ პირს/სამსახურს კომუნიკაციის სხვა საშუალებებით (მაგ, ტელეფონით) და აუხსნას მას საკუთარი პროექტის იდეა. კომუნიკაციის შედეგად შეთანხმების შემთხვევაში უფლებამოსილი პირი თავად შეავსებს საპროექტო განაცხადს და პროექტის ავტორის გრაფაში მიუთითებს იდეის ავტორის მონაცემებს.

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის საკითხებზე მოსახლეობასთან ურთიერთობაზე და საპროექტო წინადადებების მიღებაზე უფლებამოსილი პირები არიან:

ლევან მანთაშაშვილი - დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი  591700283

ელ-ფოსტა: mantashashvili88@mail.ru

მარიამ ციხელაშვილი - სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი  599856895

ელ-ფოსტა: mtsikhelashvili@gmail.com

გიორგი ტატუაშვილი - სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი 591700239

ელ-ფოსტა: tatuashvili2013@gmail.com

გიორგი ავალიშვილი - სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი 591079088

ელ-ფოსტა: gavalishvili1993@gmail.com

 

 დეტალები და განაცხადის ფორმა იხილეთ მითითებულ ბმულზე:

http://www.dmanisi.gov.ge/files/uploads/ბრძანება-N8.pdf

http://www.dmanisi.gov.ge/files/uploads/ბრძანება-N9.pdf

http://www.dmanisi.gov.ge/files/uploads/დანართი-N1.xlsx

http://www.dmanisi.gov.ge/files/uploads/დანართი-N2.docx

http://www.dmanisi.gov.ge/files/uploads/სფერო-რაშიც-შეიძლება-გამოყოფილი-თანხის-დახარჯვა.docx

მუნიციპალიტეტის დასახლებებში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით დასახლების საერთო კრებების და ამომრჩევლებთანკონსულტაციების ინიცირების შესახებ დმანისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების დანართი N1

მუნიციპალიტეტის დასახლებებში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით დასახლების საერთო კრებების და ამომრჩევლებთანკონსულტაციების ინიცირების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 4 იანვრის N8 ბრძანებაში ცვლილების შტანის თაობაზე

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2273
 
 
 
სიახლეები
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები