დმანისის მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
0360 22 24 64
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

შეხვედრა სოფ:განთიადის მოსახლეობასთან
16 იან 2019
 

მიმდინარე წლის 16 იანვარს, დმანისის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით , სოფელ განთიადში, მოსახლეობასთან კონსულტაცია გაიმართა.

ადგილზე იმყოფებოდნენ დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები.

შეხვდრაზე განიხილეს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლობის მიერ ინიცირებული პროექტები, კერძოდ:

1)რიტუალების სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საპირფარეშოს რეაბილიტაცია

2)სტადიონის შეღობვა მავთულბადით

3)გარე განათების მოწყობა დარჩენილ ჩიხებში.

მერის ინიციატივით, აღნიშნული პროექტების თანადაფინანსება განხორციელდება დმანისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები განსაზღვრულია და მათ შორისაა - სასმელი წყლის და სარწყავი სისტემების, სანიაღვრე არხების მოწესრიგება; ნაპირსამაგრი სამუშაოები; გზების და ხიდების მოწესრიგება; გარე განათების, სკოლების მიმდებარე ტერიტორიის, კულტურის ობიექტების, სპორტულ ინფრასტრუქტურის, მოედნებსა და სკვერების მოწყობა და სხვა.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 2268
 
 
 
სიახლეები
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები