მიმდინარე წლის, 21 იანვარს, დმანისის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით სოფ:ძველ გოდაგდაგში, ახალ გოდაგდაგსა და ქვემო კარაბულახში მცხოვრებ მოსახლოეობასთან საერთო კრება, ხოლო ზემო კარაბულახში კონსულტაცია გაიმართა.
შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები.
შეხვდრაზე განიხილეს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლობის მიერ ინიცირებული პროექტები, კერძოდ;
ზემო კარაბულახი:
სოფლის შიდა, მეორე ხარისხოვანი გზების მოხრეშვა
სოფლის ერთ-ერთ ქუჩაზე მილხიდის მოწყობა
ქვემო კარაბულახი:
სოფლის ცენტრში საპირფარეშოს მოწყობა (საზოგადოებრივი)
სოფლის ერთ-ერთ უბანზე სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობა
ახალი გოდაგდაგი:
სოფლის შიდა ტერიტორიაზე გარე განათების მოწყობა
მოსახლეობის გადაწყვეტილებით, გაერთიანდა ახალი გოდაგდაგისა და ძველი გოდაგდაგის დასახლებისათვის გამოყოფილი თანხები, რის საფუძველზეც დამტკიცდა პროექტი, რომელიც გულისხმობს ახალი გოდაგდაგიდან ძველ გოდაგდაგამდე გზის მოხრეშვას.