მიმდინარე წლის 1 სექტემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი ბარბაქაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსთან - ბესიკ ტეფნაძესთან.შეხვედრაზე დეტალურად იყო განხილული დმანისის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის ექიმის" ამბულატორიების მუშაობის პროცესი, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 10 ამბულატორიაა განთავსებული, სადაც ,,სოფლის ექიმი" ემსახურება სამოქმედო ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ის პრობლემები და საჭირბოროტო საკითხები, რაც მოსახლეობის და ექიმების წინაშე დგას. შეხვერდას ესწრებოდნენ: დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი - მეგი ედიბერიძე და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დმანისის რაიონული განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი დავით დაუთაშვილი.
სიახლეები
დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი ბარბაქაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსთან - ბესიკ ტეფნაძესთან
01 სექ 2016
მნახველთა რაოდენობა: 3699
სიახლეები
ნოემ 22 პარ 2024
80
ნოემ 14 ხუთ 2024
375
ნოემ 12 სამ 2024
499
ნოემ 08 პარ 2024
533
ნოემ 01 პარ 2024
737
ოქტ 31 ხუთ 2024
638